Monday, March 4, 2013

ექვთიმე თაყაიშვილისადმი მიძღვნილი სტენდის გაკეთება სკოლაში












,,ექვთიმე თაყაიშვილი“

პროექტი

      პროექტის აქტუალობა –– მოსწავლეები დეტალურად გაეცნობიან წმინდანის ცხოვრებას.  ღრმად გაიაზრებენ საქართველოს მაშინდელ ისტორიულ–პოლიტიკურ მდგომარეობას, რითაც ბოლომდე ჩასწვდებიან და შეიცნობენ ექვთიმეს გზის სიძნელესა და მის უდიდეს დამსახურებას ერის წინაშე; გაეცნობიან სამშობლოს უმდიდრეს საგანძურს, რომელიც წმ. ექვთიმე ღვთისკაცის წყალობით დღეს ჩვენ გვეკუთვნის. გაიცნობენ ექვთიმეს როგორც ისტორიკოს–მკვლევარს, გულმხურვალე ქართველს, თავდადებულ მამულიშვილს, სამშობლოს სიმდიდრისა და ღირსების უანგარო დამცველს. ისწავლიან წინაპართა ღვაწლის დაფასებას, რაც მათ ჩამოუყალიბებს ლიბერალურ და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებულ სამოქალაქო ცნობიერებას და დაეხმარება მათ ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება–მოვალეობების გაცნობიერებაში.
      პროექტის მიზნები –– ყოველმხრივ შეისწავლონ ექვთიმე თაყაიშვილის პიროვნება; გაიაზრონ მისი განუზომელი დამსახურება ერის წინაშე, რადგან ასეთი დიდებული წინაპრების გაცნობა ჩამოუყალიბებთ მამულისადმი სიყვარულსა და ერთგულებას;
       მოძიებული მასალა დაახარისხონ საჭიროების მიხედვით; დაალაგონ კონცეპტუალური თუ ფაქტობრივი თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ციტატები და დაურთონ შესაბამისი კომენტარები;
       შექმნან ელექტრონული ფოსტა და ბლოგი; ისწავლონ წერილობითი თუ ვიზუალური, აუდიო თუ ვიდეო ფაილების ბლოგზე ატვირთვა;
       ჩამოუყალიბდეთ პრეზენტაციის უნარი და საკუთარი ნამუშევარი და შეძენილი გამოცდილება გაუზიარონ დამსწრე საზოგადოებას.
        მონაწილეთა ასაკი –– 15–16 წელი.
        ვადები ხანგრძლივობა –– 1 თებერვალი––28 თებერვალი.
        პროდუქტები, რომლებიც შეიძლება შეიქმნას ––
1.      ესკიზები  ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრების ამსახველი მომენტებით;
2.      მოძიებული ფოტო–ვიდეო მასალა (ექვთიმეს სურათები; მისი ფოტოფონდი; ექვთიმეს წერილები, ნაამბობი თუ ჩანაწერები);
3.      პრეზენტაციები (აუდიტორიისათვის გასაცნობად);
4.       ელექტრონული ფოსტა და ბლოგი –– meatemeore@gmail.com.
      პროდუქტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები –– თაბახის ფურცლები, ფერადი ფანქრები; ინტერნეტმასალა; ინტერნეტი –– ელექტრონული ფოსტისა  და ბლოგის შესაქმნელად.
      პროექტის მსვლელობა ––
1.      იდეის გაცნობა და სამუშაო ჯგუფის შექმნა (1 თებერვალი);
2.      ჯგუფის წევრებთან ერთად დავალებების განაწილება (1–2 თებერვალი);
3.      მასალების მოძიება (2 თებერვლიდან);
4.      ელექტრონული ფოსტისა და ბლოგის შექმნა (2 თებერვალი);
5.      ბლოგზე გამზადებული მასალის ატვირთვა (2 თებერვლიდან–21 თებერვლამდე);
6.      საბოლოოდ, ბლოგის ვიზუალური გაფორმება და გასრულყოფილება (20–21 თებერვალი);
7.      ბლოგის წარდგენა სასკოლო კონკურსზე (21 თებერვალი);
8.       წმინდა ექვთიმესადმი მიძღვნილი სტენდის გაკეთება სკოლაში (21 თებერვალი);
9.      პროექტის პრეზენტაცია აუდიტორიის წინაშე და ექვთიმეს ღვაწლის მათთვის გაცნობა (28 თებერვალი).
      საგანთან/ე.ს.გ.– სთან კავშირი ––
X.1–– იყენებს ფაქტებს და ციტატებს სხვადასხვა წყაროდან საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად;
X.5–– ამზადებს ტექსტს და ვიზუალურ მასალას აუდიტორიის წინაშე გამოსვლამდე, გადის რეპეტიციას;
X.10–– მონიშნავს და ამოწერს ტექსტიდან კონცეპტუალური თუ ფაქტობრივი თვალსაზრისით მნიშვნელოვან ციტატებს და ურთავს კომენტარებს;
X.13–– მოიძიებს და დაამუშავებს წყაროებს;
X.15–– გადმოსცემს წაკითხულით აღძრულ შთაბეჭდილებას;
X.16–– წინასწარ აგროვებს მასალას (სურათებს, ციტატებს ნაწარმოებებიდან, მკვლევართა მოსაზრებებს, ისტორიულ ფაქტებს, მოგონებებს(ექვთიმესას თუ მასზე)  და ა. შ.);
 X.16–– ირჩევს წყაროებს. გამოყენების შემთხვევაში აუცილებლად მიუთითებს მათ და იცავს მასალის დამოწმების წესებს: ციტირებას, პერიფრაზირებას, რეზიუმირებას.
        პროექტის ხელმძღვანელი –– ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ასმათ ჩიტორელიძე.
        სამუშაო ჯგუფი –– Xკლასის მოსწავლეები: მარიამ მურადაშვილი, ირაკლი აბულაძე, გოგა გელიაშვილი, სალომე დიაკონიძე  და  ქეთევან სოფრომაძე.
       საქმიანობა ––
1.      გავაცანი კლასს იდეა, რომელიც დიდი ენთუზიაზმით მიიღეს. შევქმენით სამუშაო ჯგუფი, ჩამოვაყალიბეთ იდეები და დავალებებიც გავანაწილეთ (1–2 თებერვალი);
2.      დავიწყეთ მასალების მოძიება (2 თებერვლიდან);
3.       შევქმენი ელექტრონული ფოსტა და ბლოგი meatemeore@gmail.com (2 თებერვალი);
4.      დავიწყე ბლოგზე ინფორმაციის ატვირთვა (2 თებერვლიდან);
5.      მოსწავლეებს მოჰქონდათ დამუშავებული მასალა და სამუშაო ჯგუფი კიდევ ერთხელ მსჯელობდა, თუ როგორ აეტვირთა ინფორმაცია ბლოგზე, რომ ყოფილიყო საინტერესო და საუკეთესო (2– 21თებერვალი); 
6.      გავამზადეთ ბლოგი საკონკურსოდ (21 თებერვალი);
7.      გავამზადეთ მასალა სტენდისათვის (20–21 თებერვალი) და გამოვფინეთ (21 თებერვალი);
8.      პროექტს წარვუდგენთ საზოგადოებას (28 თებერვალი). 

22 თებერვალი 2013 წელი