Friday, June 7, 2019

სამოდელო -- პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილის სურათები

 


 
 




სამოდელო -- პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი


სამოდელო გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი, გვარი:  ასმათ  ჩიტორელიძე
საგანი:  ქართული ენა და ლიტერატურა
სწავლების საფეხური / კლასი:  დაწყებითი / VI
მოსწავლეთა რაოდენობა: 20 (მათ შორის ერთი სსსმ)
გაკვეთილის ტიპი:  სამოდელო, პრობლემაზე  ორიენტირებული  გაკვეთილი
გაკვეთილის თემა:  ვაჟა-ფშაველას მოთხრობები: ,,შვლის ნუკრის ნაამბობი“, ,,ია“, ,,ფესვები“
გაკვეთილის მიზანი:
Ø  შეძლებენ  ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებების პრობლემების იდენტიფიცირებასა და მათი გადაჭრის სავარაუდო გზების დასახვას;
სსსმ მოსწავლე:
Ø  შეძლებს ნაწარმოებებში გამოკვეთილ პრობლემაზე საკუთარი აზრის დაფიქსირებას.
გაკვეთილის თემისა და მიზნის შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან: გაკვეთილი შეესაბამება თემატურ-კალენდარული გეგმით განსაზღვრულ მასალას და პასუხობს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამის სტანდარტებს:

ქართული VI. 2. მოსწავლეს აქვს  მხატვრული ტექსტის გააზრებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე დეტალების შეფასების უნარი

Ø  სთავაზობს აუდიტორიას ნაწარმოებში გამოკვეთილი კონკრეტული პრობლემის გადაჭრის საკუთარ ვერსიას.

 

ქართული VI. 9. მოსწავლეს შეუძლია პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით იმსჯელოს ნაწარმოებში ასახული მისთვის გასაგები და მნიშვნელოვანი პრობლემების შესახებ

Ø  გამოხატავს უშუალო, ცოცხალ განცდასა და დაკვირვებაზე დაფუძნებულ შეხედულებებს მისთვის მნიშვნელოვან, პრობლემურ საკითხზე მსჯელობის დროს;
Ø  ავლებს პარალელს ლიტერატურულ ნაწარმოებებს შორის  თემისა და პრობლემატიკის მიხედვით.

N
აქტივობის მიზანი  და  აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო (წთ)
1
     მასწავლებელი მოსწავლეებს გააცნობს გაკვეთილის თემას, მიზნებს,  შეფასების კრიტერიუმებსა და გაკვეთილზე მოქცევის წესებს Power Point–ში  მომზადებული პრეზენტაციით.
აქტივობის მიზანი:
ü  მოსწავლეების საგაკვეთილოდ მომზადება.
მასწავლებლის პრეზენტაცია.
საერთო საკლასო
Power Point–ში  მომზადებული პრეზენტაცია;
,,მოსწავლეთა ქცევის წესები“;
,,შეფასების რუბრიკები“.
       მოსწავლეები ვიზუალურადაც აღიქვამენ იმ ინფორმაციას, რომელიც მათ მასწავლებლისაგან მიეწოდებათ ვერბალურად, რაც განაპირობებს მათ სრულყოფილ ინფორმირებულობას.
2
2
      მასწავლებელი მოსწავლეებს აჩვენებს Power Point–ში შექმნილ პრეზენტაციას, რომელზეც  მოცემულია სურათები, რომელთა მიხედვითაც უნდა ამოიცნონ   ნაწარმოებების სახელები, შემდეგ კი უნდა დაასახელონ  მათი ავტორი -- ვაჟა-ფშაველა.
სსსმ მოსწავლე  ჩაერთვება  აქტივობაში.
აქტივობის მიზანი:
ü  მოსწავლეთა გამოწვევა.
მოსწავლეთა გამოწვევა -- ვიზუალიზაციით ნაწარმოებების სათაურების  ამოცნობა
მონაწილეობს მთელი კლასი
Power Point–ში  მომზადებული პრეზენტაცია სურათებით;

მოსწავლეებს მოტივაციასა და  ცნობისმოყვარეობას  აღუძრავს სურათები.  ისინი გაიხსენებენ ვაჟას ნაწარმოებ ,,შვლის ნუკრის ნაამბობს“ და იდეურ-თემატურად დაუკავშირებენ ,,იასა“ და ,,ფესვებს“, რაც  მათ ჩართულობასა და ინტერესსაც გაზრდის გაკვეთილის შემდგომი აქტივობებისათვის და აზროვნებასაც ნაწარმოებების საერთო  პრობლემისაკენ მიმართავს.
3
3
       მასწავლებელი მოსწავლეთა წყვილებს მიაწვდის კონვერტში ჩადებულ ტექსტებს, ნაწყვეტებს მათ მიერ წინა აქტივობაში ამოცნობილი  ნაწარმოებებიდან. მათ თითოეულს უნდა მიუწერონ  ,,დაკარგული სათაურები“.          
       ამოცნობის შემდეგ მოსწავლეები იმსჯელებენ, რით ამოიცნეს ესა თუ ის ტექსტი, კონკრეტულად რომელი დეტალი დაეხმარათ ამაში და როგორ?
სსსმ მოსწავლე -- მასწავლებელი მას მიაწვდის სურათებს ნაწარმოებებიდან და სთხოვს ამოცნობასა და სათაურის მიწერას სურათზე. ასევე, უპასუხებს მასწავლებლის კითხვაზე, თუ რით  შეძლო  ნაწარმოების ამოცნობა.
 აქტივობის მიზანი:
ü  ტექსტების მნიშვნელოვან დეტალებზე უშუალო დაკვირვებით  ნაწარმოებების ამოცნობა.
ევრისტიკული მეთოდი --  მოსწავლეთათვის დარიგებულ ნაწყვეტებში კონკრეტული დეტალების პოვნით მთლიან ტექსტთან დაკავშირებით  სწორ პასუხამდე მისვლა.

წყვილში მუშაობა
სახელმძღვანელო –– ვახტანგ როდონაიას... VI კლასის ,,ქართული ენა და ლიტერატურა“;
Power Pointში  მომზადებული პრეზენტაცია;
მასწავლებლის მიერ წინასწარ კონვერტებში გამზადებული ნაწყვეტები ტექსტებიდან;
სურათები სსსმ მოსწავლისათვის.

ყველა ეს რესურსი საჭიროა, რათა მოსწავლეებმა მნიშვნელოვან დეტალებზე უშუალო დაკვირვებით  კონკრეტული ნაწარმოები ამოიცნონ და აქცენტი გაკეთდეს საანალიზო ნაწარმოებების საერთო მიზანდასახულობაზე. 

7
4
    მასწავლებელი  მოსწავლეებს, წყვილებს,  სთავაზობს  სათაურების ამოღებას  ყუთიდან და იმ ტექსტიდან, რომელიც შეხვდებათ, პრობლემების ჩამოწერას.
     მოსწავლეთა მიერ ჩამოწერილი პრობლემები პრეზენტაციისას (პრეზენტაციისას მოსწავლეები მაგალითებით დაასაბუთებენ ამა თუ იმ  პრობლემის ნამდვილობას ტექსტში) გადაიტანება დიდი სქემაზე, თითოეული ნაწარმოებისა ცალ-ცალკე, მისთვის განკუთვნილ ადგილზე.
სსსმ მოსწავლე -- მასწავლებლის თხოვნით გადაწერს მითითებულ მონაკვეთს ტექსტიდან.
აქტივობის მიზანი:
Ø  განსახილველ ტექსტებში პრობლემების იდენტიფიცირება.
ანალიზის  მეთოდი -- ნაწარმოებში მოცემული პრობლემების იდენტიფიცირება-ანალიზი, პრეზენტაცია
წყვილში მუშაობა
სახელმძღვანელო –– ვახტანგ როდონაიას... VI კლასის ,,ქართული ენა და ლიტერატურა“;
მოსწავლეთა  საშინაო დავალების  რვეულები და კალმები, მარკერები;
დიდი სქემა თითოეული ნაწარმოებისათვის.
 აღნიშნული რესურსები მათ დასჭირდებათ, რათა გააანალიზონ თითოეულ ნაწარმოებში  წამოჭრილი პრობლემები და საკუთარი მიგნება დაასაბუთონ არგუმენტებით.
7
5
        მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს წინა აქტივობაში შექმნილი (დიდი) სქემის მიხედვით არგუმენტირებული მსჯელობით საერთო პრობლემების ამოკრებას ტექსტებიდან დასახელებულ   პრობლემათაგან.
        მოსწავლეთა მიერ დასახელებული  საერთო პრობლემები გადაიტანება ამავე  სქემაში, მისთვის განკუთვნილ ადგილზე.
სსსმ მოსწავლე -- უპასუხებს  მასწავლებლის დასმულ კითხვას: როგორ ადამიანებს აღწერს ვაჟა-ფშაველა მოცემულ ნაწარმოებებში?
აქტივობის მიზანი:
ü  ნაწარმოებებს შორის საერთო პრობლემების  გამოყოფა.
გონებრივი იერიში -- გამორიცხვის გზით საერთო პრობლემების იდენტიფიცირება-  ინტეგრირება

მონაწილეობს მთელი კლასი
წინა აქტივობაში გამოყენებული დიდი სქემა;
        აღნიშნული რესურსი მათ დასჭირდებათ, რომ თანმიმდევრულად მიჰყვნენ სქემას, რათა გამოყონ ნაწარმოებების პრობლემებს შორის საერთო.  
5
6
       მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს  რეიტინგის მიხედვით (რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი -- პირველი, რომელს დააყენებენ მეორე ადგილზე, მესამეზე,..) დაალაგონ წინა აქტივობაში  დასახელებული საერთო პრობლემები და გააანალიზონ, როგორ  შეიძლება გადაიჭრას ეს    პრობლემები  საზოგადოების  მხრიდან?
სსსმ მოსწავლე -- უპასუხებს მასწავლებლის კითხვას: რას უშავებს ადამიანი ცხოველებსა და მცენარეებს?
 აქტივობის მიზანი:
ü  პრობლემების აქტუალობა-მასშტაბურობის  მიხედვით მათი  რეიტინგულად  დალაგება;
ü  გადაჭრის სავარაუდო გზების დასახვა.
ინტერაქტივი-დისკუსია  -- მოსწავლის ცოდნაში კონფლიქტის გამოწვევა
მონაწილეობს მთელი კლასი
მასწავლებლის მიერ გამზადებული სქემა ,,რეიტინგი“.

    ეს რესურსი ემსახურება იმას, რომ  მოსწავლეები კიდევ ერთხელ მიუბრუნდნენ საკითხს, დააჯგუფონ პრობლემები  პრიორიტეტებისა და აქტუალობა-მასშტაბურობის მიხედვით და განსაზღვრონ მათგან მომდინარე საფრთხეები, გადაჭრის  სავარაუდო  გზებზე  დასაფიქრებლად.
6
7
      მასწავლებელი და მოსწავლეები ერთობლივად აჯამებენ  მასალას -- რისი გათვალისწინებაა აუცილებელი, რომ გამოკვეთილი პრობლემები    დადებითად გადაიჭრას?
        მასწავლებელი მათ სთავაზობს, შეიმუშავონ  პრობლემების გადაჭრის საკუთარი სავარაუდო ვერსია-რეკომენდაციები (ერთი-ორი მათეული  რეკომენდაცია). მათ წინასწარ აქვთ დარიგებული ფერადი წებოვანი ფურცლები, რომლებზეც ჩაწერენ საკუთარ ვარიანტს და პრეზენტაციის შემდეგ მიაკრავენ დიდ ფორმატზე.
სსსმ მოსწავლე -- დაწერს ერთ-ორ წინადადებას, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის, რომ დავიცვათ ბუნება (საჭიროების შემთხვევაში დაეხმარება მასწავლებელი).
აქტივობის მიზანი:
ü  მოსწავლეთა მიერ უშუალო, ცოცხალი განცდების, მოსაზრებებისა და იდეების  გადმოცემა მნიშვნელოვანი, პრობლემური საკითხის გადასაჭრელად;
ü  პრობლემის გადაჭრის საკუთარი ვერსიის შემუშავება მოსწავლეთაგან.
სინთეზის მეთოდი -- დამუშავებული მასალის გამთლიანება-შეჯამება.
მონაწილეობს მთელი კლასი
წინა აქტივობაში გამოყენებული რესურსები -- სქემები;
მასწავლებლის მიერ წინასწარ გამზადებული ფორმატი -- ,,პრობლემების გადაჭრის  გზები“;
ფერადი წებოვანი ფურცლები.

    ეს რესურსები მოსწავლეებს უფრო ღრმად გაააზრებინებს მათი უშუალო, ცოცხალ განცდებზე დაფუძნებული მოსაზრებების მნიშვნელობას ნაწარმოებებში გამოკვეთილი პრობლემების გადასაჭრელად, რადგან ისინი შეიმუშავებენ გადაჭრის  საკუთარ ვერსიებს. ასევე,  გაამთლიანებენ და შეაჯამებენ  მასალას. რაც განაპირობებს იმასაც, რომ შეეცდებიან,  ვაჟას გზავნილი გაითვალისწინონ  სამომავლოდ.
6
8
დავალება:
Ø  მიმართვა-მოწოდება: მიმართონ  საზოგადოებას -- ,,მოვუაროთ ბუნებას!“
სსსმ მოსწავლე -- სახლში გადაწეროს მასწავლებლის მიერ მონიშნული მონაკვეთი.
დავალების მიცემა საჭირო რეკომენდაციებით
საერთო საკლასო
Power Point–ის  პრეზენტაცია;
სახელმძღვანელო –– ვახტანგ როდონაიას... VI კლასის ,,ქართული ენა და ლიტერატურა“.

 რესურსები მოსწავლეებს მისცემს საშუალებას, რომ სწორად მიიტანონ დავალება სახლში.
2
9
შეფასება:
      შეფასება, თვითშეფასება, ურთიერთშეფასება  --  გაკვეთილის  პროცესში ჩართულობის მათეული შეფასება -- ვინ იყო გაკვეთილზე ყველაზე აქტიური ამა თუ იმ აქტივობაში.
     მასწავლებლის შესაბამისი უკუკავშირი.
      განმსაზღვრელი––წინასწარ შემუშავებული სქემის მიხედვით შეფასება (მოსწავლეებმა წინასწარ იციან სქემის კრიტერიუმები).
ნაწარმოებებში პრობლემის  გამოკვეთა
პრობლემის გადასაჭრელი ვერსიების შემუშავება
აზრის დასაბუთება საჭირო არგუმენტებით
გაკვეთილზე ჩართულობა
 განმავითარებელი:
v  მასწავლებლის ზეპირი კომენტარი;
v  ,,გასვლითი ბარათები“:
      (გაკვეთილის შესაჯამებლად და მომდევნო  გაკვეთილისათვის გასათვალისწინებლად):
1.      ორი რამ, რაც მნიშვნელოვანი იყო ამ გაკვეთილში;
2.      ერთი რამ, რასაც შევცვლიდი -- მე მსურს, რომ...
3.      შეკითხვა მასწავლებელს.
შეფასება წინასწარ შემუშავებული სქემებით
საერთო საკლასო
  მასწავლებლის მიერ წინასწარ გამზადებული შეფასების სქემები --(ვრცელი, რომელსაც წინასწარ იცნობენ მოსწავლეები და საგაკვეთილოდ მოდიფიცირებული (იგივე სქემა));
მასწავლებლის მიერ წინასწარ Word–ში   მომზადებული ,,გასვლითი ბარათები“.

 რათა შეფასების სქემებით მოსწავლეებმა განსაზღვრონ რომელი კრიტერიუმებით ფასდებიან კონკრეტულ გაკვეთილზე და რაში დაიმსახურეს განმავითარებელი თუ განმსაზღვრელი  შეფასებები. ხოლო ,,გასვლითი ბარათებით“  თავად გააანალიზონ, რაში სჭირდებათ მასწავლებლის დახმარება.

     
2

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
Ø  ამოიცნობენ  ნაწარმოებების  პრობლემებს  და დასახავენ გადაჭრის სავარაუდო გზებს.

სსსმ მოსწავლე:
Ø  ნაწარმოებებში გამოკვეთილ პრობლემაზე დააფიქსირებს საკუთარ  აზრს.



შეფასება:
შ ე ფ ა ს ე ბ ი ს     რ უ ბ რ ი კ ა   
მთელი კლასის შეფასება -- გაკვეთილზე ჩართულობა –- პრობლემის  გამოკვეთა-გადაჭრა
N
1-3 ქულა
4-6 ქულა
7-8 ქულა
9-10 ქულა
ნაწარმოებებში პრობლემის  გამოკვეთა
მოსწავლე არ/ვერ გამოკვეთს ნაწარმოებებში წამოჭრილ პრობლემას.
მოსწავლე მეტ-ნაკლებად გამოკვეთს ნაწარმოებებში წამოჭრილ პრობლემას.
მსჯელობისას მოსწავლე კარგად გამოკვეთს ნაწარმოებებში წამოჭრილ პრობლემას, თუმცა ზოგჯერ აზრის სათანადოდ დასაბუთება უჭირს.
მსჯელობისას მოსწავლე  ძალიან კარგად  გამოკვეთს ნაწარმოებებში წამოჭრილ პრობლემას, საკუთარ აზრს ასაბუთებს შესაბამისი მაგალითებით.
პრობლემის გადასაჭრელი ვერსიების შემუშავება
მოსწავლე არ/ვერ სახავს მოთხრობაში დასმული პრობლემის გადაჭრის  სავარაუდო გზებს.
მოსწავლე მეტ-ნაკლებად სახავს მოთხრობაში დასმული პრობლემის გადაჭრის  სავარაუდო გზებს.
მოსწავლე  სახავს მოთხრობაში დასმული პრობლემის გადაჭრის  სავარაუდო გზებს და შეუძლია თავისი პოზიციის დასაბუთებაც.
მოსწავლე  არგუმენტირებულად სახავს მოთხრობაში დასმული პრობლემების გადაჭრის  სავარაუდო გზებს, მისი არგუმენტები ყოველთვის მყარი და დამაჯერებელია.
აზრის დასაბუთება საჭირო არგუმენტებით
მოსწავლე თითქმის არ მონაწილეობს  არანაირ მსჯელობაში.  ვერ გამოაქვს სწორი დასკვნები.
მოსწავლე ნაწილობრივ მონაწილეობს მსჯელობაში. უჭირს სწორი დასკვნების გამოტანა ან დასაბუთება.
მოსწავლე საკმაოდ აქტიურად მონაწილეობს მსჯელობაში.  შეუძლია არგუმენტირებულად დაასაბუთოს საკუთარი აზრი (ზოგიერთ შემთხვევაში).
მოსწავლე აქტიურად მონაწილეობს მსჯელობაში. არგუმენტირებულად ასაბუთებს საკუთარ აზრს. თითქმის ყოველთვის გამოაქვს სწორი დასკვნა.
გაკვეთილზე ჩართულობა
თითქმის არც ერთ აქტივობაში არ/ვერ ერთვება.
ცდილობს   ჩართვას, თუმცა ხშირად ვერ სცემს კითხვებზე შესაბამის პასუხებს ან უჭირს.
ერთვება აქტივობებში, თუმცა  ხანდახან  ვერ სცემს კითხვებზე შესაბამის პასუხებს ან პასუხები ზერელეა.
აქტიურადაა ჩართული საგაკვეთილო პროცესში.  მისი პასუხები არის დასმული საკითხის შესაბამისი.

სსსმ მოსწავლის შეფასება --  საკუთარი  აზრის  დაფიქსირება  ნაწარმოებებში გამოკვეთილ პრობლემაზე
N
5–6 ქულა
7–8  ქულა
9–10 ქულა
აზრის გამოთქმა
 ნაკლებად გამოთქვამს აზრს პრობლემაზე.
მეტ-ნაკლებად  გამოთქვამს აზრს პრობლემაზე.
სწორად გამოთქვამს აზრს პრობლემაზე.
გაკვეთილზე ჩართულობა
ცდილობს   ჩართვას აქტივობებში.
ერთვება აქტივობებში.
აქტიურობს და ერთვება საგაკვეთილო აქტივობებში.