სამოდელო გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი,
გვარი: ასმათ ჩიტორელიძე
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
სწავლების საფეხური
/
კლასი: დაწყებითი / VIბ
მოსწავლეთა რაოდენობა:
20 (მათ შორის ერთი სსსმ)
გაკვეთილის ტიპი: სამოდელო,
პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი
გაკვეთილის თემა: ვაჟა-ფშაველას მოთხრობები: ,,შვლის ნუკრის ნაამბობი“, ,,ია“, ,,ფესვები“
გაკვეთილის მიზანი:
Ø
შეძლებენ ვაჟა-ფშაველას
ნაწარმოებების პრობლემების იდენტიფიცირებასა და მათი გადაჭრის სავარაუდო გზების
დასახვას;
სსსმ
მოსწავლე:
Ø
შეძლებს ნაწარმოებებში გამოკვეთილ პრობლემაზე საკუთარი
აზრის დაფიქსირებას.
გაკვეთილის თემისა და მიზნის შესაბამისობა ეროვნული
სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან: გაკვეთილი შეესაბამება
თემატურ-კალენდარული გეგმით განსაზღვრულ მასალას და პასუხობს ეროვნული სასწავლო გეგმის
შესაბამის სტანდარტებს:
ქართული VI. 2. მოსწავლეს აქვს მხატვრული ტექსტის გააზრებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე დეტალების შეფასების უნარი
Ø
სთავაზობს
აუდიტორიას ნაწარმოებში
გამოკვეთილი კონკრეტული
პრობლემის გადაჭრის
საკუთარ ვერსიას.
ქართული VI. 9. მოსწავლეს შეუძლია პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით იმსჯელოს ნაწარმოებში ასახული მისთვის გასაგები და მნიშვნელოვანი პრობლემების შესახებ
Ø გამოხატავს უშუალო,
ცოცხალ განცდასა
და დაკვირვებაზე
დაფუძნებულ შეხედულებებს
მისთვის მნიშვნელოვან,
პრობლემურ საკითხზე
მსჯელობის დროს;
Ø ავლებს პარალელს
ლიტერატურულ ნაწარმოებებს
შორის თემისა და
პრობლემატიკის მიხედვით.
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი
შედეგები:
Ø
ამოიცნობენ ნაწარმოებების პრობლემებს
და დასახავენ გადაჭრის სავარაუდო გზებს.
სსსმ
მოსწავლე:
Ø
ნაწარმოებებში გამოკვეთილ პრობლემაზე დააფიქსირებს
საკუთარ აზრს.
შეფასება:
შ ე ფ ა ს ე ბ ი ს რ უ ბ რ
ი კ ა
მთელი კლასის შეფასება -- გაკვეთილზე ჩართულობა –- პრობლემის გამოკვეთა-გადაჭრა
N
|
1-3 ქულა
|
4-6 ქულა
|
7-8 ქულა
|
9-10 ქულა
|
ნაწარმოებებში
პრობლემის გამოკვეთა
|
მოსწავლე არ/ვერ გამოკვეთს ნაწარმოებებში წამოჭრილ პრობლემას.
|
მოსწავლე მეტ-ნაკლებად გამოკვეთს ნაწარმოებებში წამოჭრილ პრობლემას.
|
მსჯელობისას მოსწავლე კარგად გამოკვეთს ნაწარმოებებში წამოჭრილ პრობლემას, თუმცა
ზოგჯერ აზრის სათანადოდ დასაბუთება უჭირს.
|
მსჯელობისას მოსწავლე ძალიან კარგად გამოკვეთს ნაწარმოებებში წამოჭრილ პრობლემას,
საკუთარ აზრს ასაბუთებს შესაბამისი მაგალითებით.
|
პრობლემის
გადასაჭრელი ვერსიების შემუშავება
|
მოსწავლე არ/ვერ სახავს მოთხრობაში დასმული პრობლემის გადაჭრის სავარაუდო გზებს.
|
მოსწავლე მეტ-ნაკლებად სახავს მოთხრობაში დასმული პრობლემის გადაჭრის სავარაუდო გზებს.
|
მოსწავლე სახავს მოთხრობაში დასმული
პრობლემის გადაჭრის სავარაუდო გზებს და შეუძლია
თავისი პოზიციის დასაბუთებაც.
|
მოსწავლე არგუმენტირებულად სახავს მოთხრობაში
დასმული პრობლემების გადაჭრის სავარაუდო
გზებს, მისი არგუმენტები ყოველთვის მყარი და დამაჯერებელია.
|
აზრის
დასაბუთება საჭირო არგუმენტებით
|
მოსწავლე თითქმის არ მონაწილეობს არანაირ მსჯელობაში. ვერ გამოაქვს სწორი დასკვნები.
|
მოსწავლე ნაწილობრივ მონაწილეობს მსჯელობაში. უჭირს სწორი დასკვნების გამოტანა ან დასაბუთება.
|
მოსწავლე საკმაოდ აქტიურად მონაწილეობს მსჯელობაში. შეუძლია არგუმენტირებულად
დაასაბუთოს საკუთარი აზრი (ზოგიერთ შემთხვევაში).
|
მოსწავლე აქტიურად მონაწილეობს მსჯელობაში. არგუმენტირებულად ასაბუთებს საკუთარ აზრს. თითქმის ყოველთვის
გამოაქვს სწორი დასკვნა.
|
გაკვეთილზე
ჩართულობა
|
თითქმის არც ერთ აქტივობაში
არ/ვერ ერთვება.
|
ცდილობს ჩართვას, თუმცა ხშირად ვერ სცემს კითხვებზე შესაბამის
პასუხებს ან უჭირს.
|
ერთვება აქტივობებში, თუმცა ხანდახან
ვერ სცემს კითხვებზე შესაბამის პასუხებს ან პასუხები ზერელეა.
|
აქტიურადაა ჩართული საგაკვეთილო
პროცესში. მისი პასუხები არის დასმული საკითხის
შესაბამისი.
|
სსსმ
მოსწავლის შეფასება -- საკუთარი
აზრის დაფიქსირება ნაწარმოებებში გამოკვეთილ პრობლემაზე
N
|
5–6 ქულა
|
7–8 ქულა
|
9–10 ქულა
|
აზრის გამოთქმა
|
ნაკლებად გამოთქვამს აზრს პრობლემაზე.
|
მეტ-ნაკლებად გამოთქვამს აზრს პრობლემაზე.
|
სწორად გამოთქვამს აზრს პრობლემაზე.
|
გაკვეთილზე ჩართულობა
|
ცდილობს ჩართვას აქტივობებში.
|
ერთვება აქტივობებში.
|
აქტიურობს და ერთვება საგაკვეთილო აქტივობებში.
|
No comments:
Post a Comment