Sunday, May 5, 2013

XXI საუკუნის მოქალაქე

პ რ ო ე ქ ტ ი
თერჯოლის #1 საჯარო სკოლის
 ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
 ასმათ ჩიტორელიძე
პროექტის ხელმძღვანელი: თერჯოლის #1 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის  მასწავლებელი ასმათ ჩიტორელიძე
პროექტის  აქტუალობა: ზოგადი განათლების სისტემა მიზნად ისახავს  შექმნას ხელსაყრელი პირობები ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის. ამასთანავე, განათლების სისტემა უვითარებს მოზარდს  გონებრივ  და ფიზიკურ უნარ–ჩვევებს, აძლევს საჭირო ცოდნას, ამკვიდრებს ჯანსაღი ცხოვრების წესს, ეხმარება მათ ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება–მოვალეობების გაცნობიერებაში.
        ამიტომ საჭიროა, ისინი თავად ჩაწვდნენ ამა თუ იმ პრობლემის არსს, რომელიც დღესდღეობითაა აქტუალური, რათა განსაზღვრონ ქვეყნის  ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი  პასუხისმგებლობა.
         გამოეხმაურონ  რეალურ  საზოგადოებრივ პრობლემას. შეეცადონ არსებულ ვითარებაზე ზემოქმედების მოხდენას. მყარად  დააფიქსირონ  საკუთარი პოზიცია  და  შეძლონ მკითხველის დარწმუნებაც საკუთარი პოზიციის სისწორეში (მსჯელობის, არგუმენტირების, მაგალითების საშუალებით).
პროექტის მიზნები:
Ø  ავად განსაზღვრონ რა არის მთავარი ქვეყნის მომავალი კეთილდღეობისათვის;
Ø  ანსაზღვრონ პუბლიცისტური წერილის მახასიათებლები და შესაბამისი  ,,სქემით“ დაწერონ  წერილი საზოგადოებაში არსებულ პრობლემებზე;
Ø  კაფიოდ დააფიქსირონ საკუთარი დამოკიდებულება ფაქტისადმი, მოიყვანონ არგუმენტები პოზიციის გასამყარებლად  და ადეკვატურად შეაფასონ სიტუაცია;
Ø  ამოუმუშავდეთ უნარი დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღებისა;
Ø  ფექტურად გამოიყენონ ტექნოლოგიური თუ სხვა ინტელექტუალური  რესურსები.
ონაწილეთა ასაკი: 12–13 წელი.
ვადები/ხანგრძლივობა: 1მარტიდან–1 აპრილამდე (2013 წელი).
პროდუქტები, რომელიც შეიძლება შეიქმნას:
1.ელექტრონული ფოსტა meshvideaklasi@gmail.com (მისამართი––gmail.com);
2. ბლოგი meshvideaklasi@gmail.com (მისამართი––meshvideaklasii.blogspot.com);
3. ალბომი––,,XXI საუკუნის მოქალაქის წერილები საზოგადოებას“, რომელშიც მათი პუბლიცისტური წერილები შევა;
4. საიტი chveniklasi.ucoz.de;
5. სურათები  საიტისა  და  ბლოგისათვის.
პროდუქტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი–ინტერნეტი;  ფურცლები, ფერადი კალმები; ფოტოაპარატი; სხვადასხვა ინტერნეტრესურსი; ლიტერატურა (რომელშიც მასალას მოიძიებს წერილისათვის).
პროექტის მსვლელობა:
1.      იდეის გაცნობა;
2.      საიტის გახსნა;
3.      ელექტრონული ფოსტის გახსნა;
4.      ბლოგის გახსნა;
5.      წერილების დამუშავება;
6.      წერილების გადმოგზავნა ელექტრონულ ფოსტაზე;
7.      წერილების ატვირთვა საიტსა და ბლოგზე;
8.      სურათების მომზადება;
9.      ალბომის შექმნა.
საგანთან/ე.ს.გ.–სთან კავშირი:  
VII.1 მოიძიებს ან საგანგებოდ ქმნის და სათანადოდ იყენებს შესაფერის ვიზუალურ მასალას;
VII.2 აანალიზებს სატელევიზიო ინტერვიუს ან დისკუსიას;
VII.5 განასხვავებს და მართებულად იყენებს სხვადასხვა ფუნქციური სტილისათვის დამახასიათებელ სინტაქსურ კონსტრუქციებს;
VII.7 ამოკრებს ინფორმაციას დიფერენცირებულად და აჯგუფებს მას სხვადასხვა ნიშნის მიხედვით;
·         ამოიცნობს წაკითხულ ტექსტში მთავარ  აზრს (იდეას), განასხვავებს ფაქტებს  შეფასებისაგან, გამოაქვს დასკვნები და წარმოადგენს რეზიუმეს სახით;
·         ამოიცნობს და ახსნის მიზეზ–შედეგობრივ  კავშირებს  ტექსტში ასახულ ფაქტებს, მოვლენებს შორის;
·         გამოაქვს დასკვნები მთლიანი ტექსტის ან მისი მონაკვეთის საფუძველზე;
  VII.8განსაზღვრავს საგაზეთო მასალის ძირითად იდეას და განმარტავს, რა ხერხებს იყენებს ავტორი ძირითადი იდეის წარმოსაჩენად (ეფექტური სათაური, მხატვრულ–გამომსახველობითი ხერხები, სტატისტიკური მონაცემები და სხვ.);
VII.9 ამოიცნობს და ახასიათებს სხვადასხვა ფუნქციურ სტილს (მაგ. პუბლიცისტურს);
VII.9 ამოიცნობს მხატვრულ სახეებს და განმარტავს მათ ფუნქციას ტექსტში;
VII.10 მოიძიებს საჭირო ინფორმაციას მისთვის საინტერესო თემებზე სხვადასხვა წყაროდან (ენციკლოპედიებიდან, ლექსიკონებიდან, წიგნებიდან, ინტერნეტიდან);
VII.13 იცავს მართლწერისა და პუნქტუაციის წესებს;
VII.14 წერის დაწყებამდე განსაზღვრავს მიზანსა და აუდიტორიას; აგროვებს მასალას; VII .14 დაამუშავებს საბოლოო რედაქციას დამოუკიდებლად ან სხვების (თანაკლასელის, მასწავლებლის) დახმარებით, ასწორებს  პუნქტუაციურ, სტილისტურ  და ორთოგრაფიულ შეცდომებს.      
 საქმიანობა: 1. იდეის წარმოშობა (შევისწავლეთ ილიასა და ვაჟას პუბლიცისტური წერილები; დეტალურად გავაანალიზეთ პუბლიცისტური წერილის ყველა მახასიათებელი. დავამუშავებინე თემები (დაეწერათ დღევანდელი პრობლემების შესახებ; მათ იმდენად საინტერესო წერილები დაწერეს, რომ გადავწყვიტე  კლასისათვის შემეთავაზებინა ბლოგის შექმნის იდეა, რაც ძალიან მოეწონათ)( 1 მარტი).
      2. ერთ–ერთმა მოსწავლემ შემომთავაზა  საიტის გახსნა, რომელზეც განთავსდებოდა მათი წერილებიც, სხვადასხვა გამოკითხვა თუ  ტესტი (1 მარტი);
     3. მან (გიორგი რობაქიძემ) გახსნა საიტი meshvideklasi.ucoz.com;
     4. გავხსენი ელექტრონული ფოსტა meshvideaklasi@gmail.com (მისამართი–– gmail.com)( 5 მარტი);
     5. შემდეგ გავხსენი ბლოგი meshvideaklasi@gmail.com (მისამართი–– meshvideaklasii.blogspot.com;) (5 მარტი) ;
     6.   მოსწავლეები ძირითადად წერილებს მაწვდიდნენ (როგორც ვთხოვე) ელექტრონული ფოსტით (1. meatemeore@gmail.com  და 2. meshvideaklasi@gmail.com );
     7. წერილების ატვირთვა დავიწყე 7 მარტიდან;
     8. ანალოგიურად წერილებს უგზავნიდნენ  (ან მე ვუგზავნიდი რედაქტირებულ წერილებს)  გიორგის საიტზე ასატვირთად;
     9. მოიძიებდნენ თავიანთი წერილისათვის საჭირო  სურათებს.  ასევე მათი წერილებით  შევქმნით   ელექტრონულ და დაბეჭდილ ჟურნალს.
11 მარტი 2013 წელი    




Monday, March 4, 2013

ექვთიმე თაყაიშვილისადმი მიძღვნილი სტენდის გაკეთება სკოლაში












,,ექვთიმე თაყაიშვილი“

პროექტი

      პროექტის აქტუალობა –– მოსწავლეები დეტალურად გაეცნობიან წმინდანის ცხოვრებას.  ღრმად გაიაზრებენ საქართველოს მაშინდელ ისტორიულ–პოლიტიკურ მდგომარეობას, რითაც ბოლომდე ჩასწვდებიან და შეიცნობენ ექვთიმეს გზის სიძნელესა და მის უდიდეს დამსახურებას ერის წინაშე; გაეცნობიან სამშობლოს უმდიდრეს საგანძურს, რომელიც წმ. ექვთიმე ღვთისკაცის წყალობით დღეს ჩვენ გვეკუთვნის. გაიცნობენ ექვთიმეს როგორც ისტორიკოს–მკვლევარს, გულმხურვალე ქართველს, თავდადებულ მამულიშვილს, სამშობლოს სიმდიდრისა და ღირსების უანგარო დამცველს. ისწავლიან წინაპართა ღვაწლის დაფასებას, რაც მათ ჩამოუყალიბებს ლიბერალურ და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებულ სამოქალაქო ცნობიერებას და დაეხმარება მათ ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება–მოვალეობების გაცნობიერებაში.
      პროექტის მიზნები –– ყოველმხრივ შეისწავლონ ექვთიმე თაყაიშვილის პიროვნება; გაიაზრონ მისი განუზომელი დამსახურება ერის წინაშე, რადგან ასეთი დიდებული წინაპრების გაცნობა ჩამოუყალიბებთ მამულისადმი სიყვარულსა და ერთგულებას;
       მოძიებული მასალა დაახარისხონ საჭიროების მიხედვით; დაალაგონ კონცეპტუალური თუ ფაქტობრივი თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ციტატები და დაურთონ შესაბამისი კომენტარები;
       შექმნან ელექტრონული ფოსტა და ბლოგი; ისწავლონ წერილობითი თუ ვიზუალური, აუდიო თუ ვიდეო ფაილების ბლოგზე ატვირთვა;
       ჩამოუყალიბდეთ პრეზენტაციის უნარი და საკუთარი ნამუშევარი და შეძენილი გამოცდილება გაუზიარონ დამსწრე საზოგადოებას.
        მონაწილეთა ასაკი –– 15–16 წელი.
        ვადები ხანგრძლივობა –– 1 თებერვალი––28 თებერვალი.
        პროდუქტები, რომლებიც შეიძლება შეიქმნას ––
1.      ესკიზები  ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრების ამსახველი მომენტებით;
2.      მოძიებული ფოტო–ვიდეო მასალა (ექვთიმეს სურათები; მისი ფოტოფონდი; ექვთიმეს წერილები, ნაამბობი თუ ჩანაწერები);
3.      პრეზენტაციები (აუდიტორიისათვის გასაცნობად);
4.       ელექტრონული ფოსტა და ბლოგი –– meatemeore@gmail.com.
      პროდუქტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები –– თაბახის ფურცლები, ფერადი ფანქრები; ინტერნეტმასალა; ინტერნეტი –– ელექტრონული ფოსტისა  და ბლოგის შესაქმნელად.
      პროექტის მსვლელობა ––
1.      იდეის გაცნობა და სამუშაო ჯგუფის შექმნა (1 თებერვალი);
2.      ჯგუფის წევრებთან ერთად დავალებების განაწილება (1–2 თებერვალი);
3.      მასალების მოძიება (2 თებერვლიდან);
4.      ელექტრონული ფოსტისა და ბლოგის შექმნა (2 თებერვალი);
5.      ბლოგზე გამზადებული მასალის ატვირთვა (2 თებერვლიდან–21 თებერვლამდე);
6.      საბოლოოდ, ბლოგის ვიზუალური გაფორმება და გასრულყოფილება (20–21 თებერვალი);
7.      ბლოგის წარდგენა სასკოლო კონკურსზე (21 თებერვალი);
8.       წმინდა ექვთიმესადმი მიძღვნილი სტენდის გაკეთება სკოლაში (21 თებერვალი);
9.      პროექტის პრეზენტაცია აუდიტორიის წინაშე და ექვთიმეს ღვაწლის მათთვის გაცნობა (28 თებერვალი).
      საგანთან/ე.ს.გ.– სთან კავშირი ––
X.1–– იყენებს ფაქტებს და ციტატებს სხვადასხვა წყაროდან საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად;
X.5–– ამზადებს ტექსტს და ვიზუალურ მასალას აუდიტორიის წინაშე გამოსვლამდე, გადის რეპეტიციას;
X.10–– მონიშნავს და ამოწერს ტექსტიდან კონცეპტუალური თუ ფაქტობრივი თვალსაზრისით მნიშვნელოვან ციტატებს და ურთავს კომენტარებს;
X.13–– მოიძიებს და დაამუშავებს წყაროებს;
X.15–– გადმოსცემს წაკითხულით აღძრულ შთაბეჭდილებას;
X.16–– წინასწარ აგროვებს მასალას (სურათებს, ციტატებს ნაწარმოებებიდან, მკვლევართა მოსაზრებებს, ისტორიულ ფაქტებს, მოგონებებს(ექვთიმესას თუ მასზე)  და ა. შ.);
 X.16–– ირჩევს წყაროებს. გამოყენების შემთხვევაში აუცილებლად მიუთითებს მათ და იცავს მასალის დამოწმების წესებს: ციტირებას, პერიფრაზირებას, რეზიუმირებას.
        პროექტის ხელმძღვანელი –– ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ასმათ ჩიტორელიძე.
        სამუშაო ჯგუფი –– Xკლასის მოსწავლეები: მარიამ მურადაშვილი, ირაკლი აბულაძე, გოგა გელიაშვილი, სალომე დიაკონიძე  და  ქეთევან სოფრომაძე.
       საქმიანობა ––
1.      გავაცანი კლასს იდეა, რომელიც დიდი ენთუზიაზმით მიიღეს. შევქმენით სამუშაო ჯგუფი, ჩამოვაყალიბეთ იდეები და დავალებებიც გავანაწილეთ (1–2 თებერვალი);
2.      დავიწყეთ მასალების მოძიება (2 თებერვლიდან);
3.       შევქმენი ელექტრონული ფოსტა და ბლოგი meatemeore@gmail.com (2 თებერვალი);
4.      დავიწყე ბლოგზე ინფორმაციის ატვირთვა (2 თებერვლიდან);
5.      მოსწავლეებს მოჰქონდათ დამუშავებული მასალა და სამუშაო ჯგუფი კიდევ ერთხელ მსჯელობდა, თუ როგორ აეტვირთა ინფორმაცია ბლოგზე, რომ ყოფილიყო საინტერესო და საუკეთესო (2– 21თებერვალი); 
6.      გავამზადეთ ბლოგი საკონკურსოდ (21 თებერვალი);
7.      გავამზადეთ მასალა სტენდისათვის (20–21 თებერვალი) და გამოვფინეთ (21 თებერვალი);
8.      პროექტს წარვუდგენთ საზოგადოებას (28 თებერვალი). 

22 თებერვალი 2013 წელი




       


Thursday, January 10, 2013


სიმღერებად ქცეული ლექსები


გაკვეთილის თემა
,,სიმღერებად  ქცეული  ლექსები“
სწავლების საფეხურიკლასი
II საფეხური VII კლასი
საგნები
ქართული ენა და ლიტერატურა,  მუსიკა
მასწავლებლები
ასმათ ჩიტორელიძე––ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, სოფიკო ქავთარაძე––მუსიკის მასწავლებელი
მოსწავლეთა რაოდენობა
24
განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლე
–––
გაკვეთილის მიზანი
Ø  იმსჯელებენ იმაზე, თუ რა განაპირობებს ლექსის სიმღერად ქცევას  -- საქართველოს ჰიმნის, ანა კალანდაძის ლექსის ,,საქართველოო ლამაზო“, აკაკი წერეთლის ,,სულიკოსა“ და სხვათა მეშვეობით;
Ø  ახსნიან ეპიგრაფს, რეფრენს,  ციტატასა და პერიფრაზს;
Ø  შეეცდებიან თვითონ შექმნან მელოდია ლექსზე.
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
ქართ.:
        VII.1 მოიძიებს და სათანადოდ იყენებს შესაფერის ვიზუალურ მასალას (სურათს, ვიდეოკლიპს და ა.შ.);
         VII.2 ლექსების ზეპირად კითხვის დროს ინტონაციის საშუალებით გადმოსცემს ნაწარმოებში ასახულ განწყობას, შინაარსის შესაბამისად ცვლის მეტყველების ტემპს, ხმის ტემბრსა და სიმაღლეს;
         VII.7 გამოაქვს დასკვნები მთლიანი ტექსტის ან მისი მონაკვეთების საფუძველზე;
         .პოულობს მსგავსება–განსხვავებებს ლექსებში წარმოდგენილ მოვლენებსა და ფაქტებს შორის;
        VII.8 მსჯელობს სათაურისა და ტექსტის ურთიერთმიმართებაზე;
        .ამოიცნობს ციტატასა და პერიფრაზს და განმარტავს მათ ფუნქციას ტექსტში.       
        VII.9  ამოიცნობს  და  განმარტავს  სხვადასხვა  ჟანრის  ტექსტების ძირითადი  მახასიათებლების  დანიშნულებას (რიტმის, რითმის  და  ბგერწერითი  ეფექტების  დანიშნულებას ლექსში).
 მუს.:
         VII.2  მოსწავლეს შეუძლია სიმღერა მარტო და თანაკლასელებთან ერთად;
          VII.8 აღიქვამს მუსიკას, როგორც ინფორმაციისა და კომუნიკაციის საშუალებას;
          VII.1 რომელიმე ლექსს შეურჩევს მელოდიას.
    
გაკვეთილის  თანმიმდევრობა
      5წთ–მასწავლებელი სვამს კითხვებს:    როგორ ფიქრობთ, რა განაპირობებს ლექსის სიმღერად ქცევას?
      (მოსწავლეები აფიქსირებენ  საკუთარ მოსაზრებასმაგ. ანტიკური ეპოქიდან მოყოლებული   ლირიკა აღნიშნავდა ყველა ნაწარმოებს, რომელიც სიმებიანი საკრავის - ლირის თანხლებით სრულდებოდა და, ამრიგად, სასიმღეროდ იყო განკუთვნილი. სწორედ ამიტომ  ლირიკის მთავარ ჟანრობრივ თავისებურებად შეიძლება მივიჩნიოთ  მისი სიახლოვე სიმღერასთან).
      რა დანიშნულება აქვს სიმღერას  სახელმწიფო სიმბოლიკაში?
      პას.: სახელმწიფო ჰიმნი გერბსა  და დროშასთან  ერთად  სახელმწიფოს სიმბოლოებია. ჰიმნი (ბერძნ. სახოტბო სიმღერა)  დღეს იგი სახელმწიფო ატრიბუტიკის  ერთ–ერთი ელემენტია და ა. შ.
     ვინ არის საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ავტორი?
     პას.: დავით მაღრაძე.
     რა იცით  დღევანდელი ჰიმნის შექმნის შესახებ?
     (მოსწავლეები ყვებიან წიგნში მოცემულ თუ მოძიებულ ისტორიას).
     მასწ.: ანუ ჰიმნში გამოყენებულია ამონარიდები ჩვენი კლასიკოსების ლექსებიდან,  ციტატისა თუ პერიფრაზის სახით. შეგიძლიათ განმარტოთ ციტატა და პერიფრაზი და მითხრათ,  რომელია  ციტატა და  რომელი პერიფრაზი?
     (მოსწავლეები განმარტავენ და ხსნიან სათანადოდ).
      4წთ–შემდეგ მასწავლებელი სთხოვს ანი ჩიტიძეს შეასრულოს საქართველოს ჰიმნი და იგი ასრულებს მას.
  7წთ–მასწ.: ამ მოცემულ თავში, რომელსაც ,,სიმღერებად ქცეული ლექსები“ ჰქვია,  ჩვენ საკმაოდ ბევრი ლექსი შევისწავლეთ, რომლებიც ქართველთა უსაყვარლეს სიმღერებად ქცეულან და ლამის ჰიმნთან არიან  გაიგივებულნი ხალხის მიერ. მათ, ყველას, ძირითადად, პატრიოტული მოტივი, ეროვნული სულისკვეთება  აერთიანებთ.
      ანა კალანდაძის მშვენიერ ლექსს გრ. ორბელიანის   სიტყვები უძღვის ეპიგრაფად. რომელია ეს სიტყვები და რა არის ეპიგრაფი?
      პას.:,,სხვა საქართველო სად არის?“––ეს სიტყვები   ჩვენი გენიალური რომანტიკოსი პოეტის გრიგოლ ორბელიანის პოემა ,,სადღეგრძელოდანაა“:
,,სხვა საქართველო სად არის, რომელი კუთხე ქვენისა?
ერი––გულადი, პურადი, მებრძოლი შავის ბედისა?!
შავთა დროთ ვერა შესცვალეს მის გული ანდამატისა,
იგივ მხნე, იგივ მღერალი, მოყვარე თავის მიწისა!..“ –– ამ სიტყვების ეპიგრაფად წამძღვარებით კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ანა კალანდაძე ჩვენი მშვენიერი სამშობლოს განუმეორებლობას.
      რაც შეეხება ეპიგრაფს, ის სათაურის ქვეშ მიწერილი ვისიმე  სიტყვებია, რომელიც ლექსის შინაარსს უკავშირდება.
     მასწ. რა შეგიძლიათ მითხრათ ანა კალანდაძის ლექსის შესახებ? რით არის განპირობებული ის სიამაყე, რაც ავტორმა ეპიგრაფშივე გვაგრძნობინა?
    (მოსწავლეები აფიქსირებენ საკუთარ აზრს).
    მასწ. ვის შეუძლია  ლექსის მხატვრულად წაკითხვა?
     4წთ–(წაიკითხავენ  მოხალისე  მოსწავლეები ლექსს).
    3წთ–მასწ. ვინ არის ამ ლექსზე შექმნილი სიმღერის კომპოზიტორი?
     (მოსწავლეები პასუხობენ).
     მასწ. ლექსში ნახსენებია ,,სულიკო“, რა ვიცით ამ ლექსისა და სიმღერის  შექმნის  შესახებ?
      პას.: ქართული პოპულარული სიმღერაა, ლექსის   ავტორია აკაკი წერეთელი, მუსიკისა კი––ბარბარა    (მოფერებით–ვარინკა) მაჭავარიანი–წერეთელი. სიმღერა დაწერილია 1895 წელს.
     ამ სიმღერას დები იშხნელები საოცრად მღეროდნენ. თვითონ გენიალური  ვანო სარაჯიშვილი მათზე ამბობდა: ,,იშხნელებთან სკამებიც კი მღერიანო“. დები  იშხნელების მიერ შესრულებულმა ,,სულიკომ“  მსოფლიო აალაპარაკა. ასეთი ამბავიც კია ცნობილი, რომ 1945 წელს, მეორე მსოფლიო ომში, ტყვედ ჩავარდნილ გერმანელ ოფიცერს საბჭოთა მეომრებმა საველე ჩანთაში ტუჩსაკრავი უპოვნეს და დაკვრა უბრძანეს. ტყვემ ,,სულიკო“ დაუკრა, რამაც ის სიკვდილით  დასჯას  გადაარჩინა.
     მასწ. შევასრულოთ სიმღერა.
        4წთ–(მოსწავლეები ასრულებენ სიმღერას).
    მასწ. ასევე  პატრიოტულ თემაზეა შექმნილი მურმან ლებანიძის ორი ლექსი. რით უკავშირდებიან ისინი ერთმანეთს?
     პას.:(ისინი გაერთიანებულია ერთ სიმღერაში).
     3წთ–(მასწავლებლის თხოვნით მოსწავლეები კითხულობენ ლექსს, ამავე ლექსზე შექმნილი სიმღერის ფონზე).
    15წთ––მასწ.  ახლა კი მელოდია შევქმნათ ტერენტი გრანელის ლექსზე ,,ლოცვა გაფრენისათვის“, რომელშიც  ავტორი აღმაფრენის წამს, თითქოს, გასაფრენად და ქრისტეს სანახავად განუმზადებია, უფალს კი სხვა პლანეტაზე გაღვიძებას თხოვს.
       
გამოყენებული რესურსები
სახელმძღვანელო, ფურცლები, კალამი, კომპიუტერი,   პროექტორი, სხვადასხვა ინტერნეტმასალა (ვიდეოკლიპები, სურათები და ა. შ.), მუსიკალური საკრავები.
შეფასება
ჩართულობა.