თერჯოლის #1 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი და Vბ კლასის დამრიგებელი ასმათ ჩიტორელიძე
20 დეკემბერი 2013 წელი
გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის
თემა
სწ.საფეხური,კლასი,
საგანი
მასწავლებელი
|
მსოფლიოს 7 საოცრება
I საფეხური, V კლასი
კლასსაათი
ასმათ ჩიტორელიძე
|
||
მოსწავლეთა
რ-ბა
განს. საჭიროებების
მქონე
|
18
1
|
||
გაკვეთილის მიზანი
შედეგები და ინდიკატორები
|
თვალსაწიერის გაფართოება; პრეზენტაციის უნარის განვითარება
V: ამოიცნობს წაკითხულ ინფორმაციაში
მთავარ აზრს (იდეას) და ამზადებს მას საპრეზენტაციოდ;
V.4.1-2:
ჯგუფთან (წყვილთან) ერთად ამზადებს
გამოსვლას: დამოუკიდებლად დაამუშავებს საკითხს.
|
||
თანმიმდევრობა
|
მასწავლებელი მოკლედ მიმოიხილავს
და გააცნობს დამსწრე საზოგადოებას ( კათედრის ხელმძღვანელს––ნათია ბარდაველიძეს და მშობლებს) გაკვეთილის თემას, მიზნებსა და აქტივობებს
––3 წთ.
მოსწავლეები წარმოადგენენ თავიანთ პრეზენტაციებს:
წამყვანი––ლიკა გამეზარდაშვილი,
თანაწამყვანი––თეონა მაკარიძე;
ჯგუფები:
1.ბაბილონის დაკიდებული
ბაღები––ქრისტინა კუბლაშვილი და ანი აბულაძე;
2.როდოსის კოლოსი––ნიკა ცქიფურიშვილი და არჩილ გოგიაშვილი;
3. ჰალიკარნასის მავზოლეუმი––ანი დათიაშვილი და ნინო ცქიფურიშვილი;
4. არტემიდას ტაძარი ეფესოში––ლიკა ცქიფურიშვილი და ანი რობაქიძე;
5. ზევსის ქანდაკება––დათო გავაშელაშვილი, გიორგი აბესაძე და ალექსი
წიქარიშვილი;
6. ფაროსის შუქურა ალექსანდრიაში––მიშიკო დიაკონიძე და მარი შამბეშოვი;
7. ეგვიპტის პირამიდები––ნიკა ღიბრაძე და თამუნა დოლაკიძე;
მათ შექმნეს ,,მათი 7 საოცრება“:
1.თავისუფლების ქანდაკება ამერიკაში;
2. პიზის დახრილი კოშკი;
3. ეიფელის კოშკი;
4. პრეზიდენტთა გამოსახულებები (რაშმორის მთა);
5. ტაჯ–მაჰალი ინდოეთში;
6. ჩინეთის დიდი კედელი;
7.იესოს ქანდაკება ბრაზილიაში.
ერთ–ერთზე ––თავისუფლების ქანდაკებაზე, ისაუბრა ნიკა ელიაშვილმა.
თითოეულ პრეზენტაციას (მსოფლიოს 7 საოცრება) დაეთმო 5–5 წუთი;
წამყვანებსა და ელიაშვილის გამოსვლებს 5 წუთი.
|
||
რესურსები
|
კედლის გაზეთები, რომლებიც მოსწავლეებმა მოამზადეს;
ფოტოაპარატი სურათებისათვის.
|
||
შეფასება
|
პრეზენტაცია
|
||
ქულები კრიტერიუმები
|
10–9
|
8–7
|
6–4
|
3–1
|
მეტყველება
|
გამართულად მეტყველებს, აქვს მდიდარი ლექსიკა და შემოქმედებითად იყენებს ენობრივ-გამომსახველობით საშუალებებს.
|
გამართულად მეტყველებს, იყენებს მართებულ სინტაქსურ და გრამატიკულ კონსტრუქციებს.
|
იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს, მეტ-ნაკლებად გამართულად საუბრობს.
|
ვერ იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს, უჭირს გამართულად საუბარი.
|
სათქმელის ნათლად და ლოგიკურად გადმოცემა
|
სათქმელს გადმოსცემს ნათლად და ლოგიკურად, საკითხს აშუქებს ამომწურავად.
|
სათქმელს გადმოსცემს ნათლად და ლოგიკურად, საკითხს აშუქებს თანმიმდევრულად.
|
სათქმელს გადმოსცემს გასაგებად.
|
უჭირს სათქმელის გასაგებად გადმოცემა.
|
კონტაქტი აუდიტორიასთან, თვალსაჩინოებების გამოყენება
|
წარმატებით იყენებს არავერბალურ საშუალებებს აუდიტორიასთან კონტაქტის დასამყარებლად, კარგად იყენებს თვალსაჩინოებას.
|
ადეკვატურად იყენებს არავერბალურ საშუალებებს აუდიტორიასთან კონტაქტის დასამყარებლად.
|
მეტ-ნაკლებად ახერხებს აუდიტორიასთან კონტაქტის დამყარებას.
|
ვერ ახერხებს აუდიტორიასთან კონტაქტის დამყარებას.
|