Wednesday, December 26, 2018

,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება" დემოკრატიისა და მდგრადი განვითარების ჭრილში


სამოდელო გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი: ასმათ ჩიტორელიძე
საგანი:  ქართული ენა და ლიტერატურა
გაკვეთილის ტიპი:  სამოდელო/გამჭოლი კომპეტენციები: სოციალური და სამოქალაქო ცნობიერება
სწავლების საფეხური / კლასი: საშუალო /  X
მოსწავლეთა რაოდენობა: 20 (მათ შორის ერთი სსსმ)
გაკვეთილის თემა:  გიორგი მერჩულის ,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“
გაკვეთილის თემა
გიორგი მერჩულის ,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“
სწავლების საფეხური, კლასი
III საფეხური, X  კლასი
გაკვეთილის ტიპი
სამოდელო ––  გამჭოლი კომპეტენციები: სოციალური და სამოქალაქო ცნობიერება
საგანი
 ქართული ენა და ლიტერატურა
მასწავლებელი
 ასმათ ჩიტორელიძე––ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
მოსწავლეთა რაოდენობა
20
განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლე
1
დრო
40 წუთი
გაკვეთილის მიზნები
მოსწავლეები:
Ø  განსაზღვრავენ ,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ კომპოზიციურ თავისებურებებსა და საკვანძო ეპიზოდების  ურთიერთკავშირს;
Ø  შეძლებენ ,,ჯავახეთის კრების“ ფონზე    ნაწარმოებში დემოკრატიული იდეების ამოკითხვასა და ,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“  თანამედროვე კუთხით დანახვას.
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
ქართული X. 6. მოსწავლეს შეუძლია  სხვადასხვა სახის ტექსტის გაანალიზება მათი ორგანიზების თვალსაზრისით.

Ø  მსჯელობს ნაწარმოების კომპოზიციურ თავისებურებაზე; საკვანძო ეპიზოდების  ურთიერთკავშირზე;
მოდიფიცირებული სსსმ მოსწავლისათვის: მოსწავლეს  შეუძლია მსჯელობისას ტექსტის მონაკვეთის დასახელება (რამდენიმე).

ქართული X. 9. მოსწავლეს შეუძლია  სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ნაწარმოების გაანალიზება.
Ø  განსაზღვრავს ნაწარმოების ცენტრალურ იდეას / პრობლემატიკას;
Ø  აკავშირებს მხატვრულ ნაწარმოებს ისტორიულ კონტექსტსა და თანამედროვეობასთან.
მოდიფიცირებული სსსმ მოსწავლისათვის: მოსწავლეს  შეუძლია  მარტივად, რამდენიმე წინადადებით,  საერთოს დასახელება ტექსტსა და დღევანდელობას შორის.
წინარე ცოდნა
      ყველა მოსწავლემ იცის გიორგი მერჩულის ნაწარმოები ,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“; წინასწარ აქვთ მიწოდებული ინფორმაცია დემოკრატიული ღირებულებების შესახებ და შესაბამისი სიტყვების ლექსიკონისეული განმარტება; წინასწარ არიან გაცნობილნი გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს.
განვითარებული  უნარ–ჩვევები
          ჯგუფური მუშაობისა (თანამშრომლობის) და პრეზენტაციის  უნარები  -- საპრეზენტაციო მასალის მომზადება-პრეზენტაცია;
          ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარ–ჩვევები –– ტექსტში საჭირო  ინფორმაციის ამოკითხვა-ანალიზი;
          ემპათიის უნარი - სხვათა ქცევისა და დამოკიდებულებების გაგება-გათავისება, სოციალიზაციის არსში ჩაწვდომა;
          მიღებული ინფორმაციის დახარისხება პრიორიტეტებად –– სტრუქტურირება, გაკვეთილის სხვადასხვა ეტაპზე;
           ცოდნის ტრანსფერის უნარი  (მანამდე მიღებული ცოდნის გამოყენება საჭიროებისამებრ)--სხვადასხვა აქტივობა.
მოსწავლეთა დაჯგუფების ფორმები
ჯგუფურად  მუშაობა –– საპრეზენტაციო მასალის მომზადება;
წყვილებად ––პრეზენტაციები;
ინდივიდუალურად –– სხვადასხვა აქტივობა, მ. შ. პრეზენტაცია;
მთელი კლასი –– მსჯელობა–ანალიზი.
გაკვეთილზე გამოყენებული მეთოდები/ სტრატეგიები/აქტივობები
      მოსწავლეთა გამოწვევა –– ეროვნული  იდენტობის (რაობის) განმსაზღვრელი ფორმულის,  ,,ქართლად ფრიადი ქუეყანაი აღირაცხების,..“ ინტერპრეტირება-ანალიზი კითხვებით.
      დემონსტრირების მეთოდი -- შეჯამება-პრეზენტაცია -- სხვადასხვა მიზნითა და მიმართულებით  სტრუქტურირებული ინფორმაციის წარდგენა აუდიტორიის წინაშე;
     ინტერაქტიული მეთოდი -- მოსწავლის ცოდნაში კონფლიქტის გამოწვევა -- თანამედროვე ღირებულებების განსაზღვრა ,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ კონკრეტულ მონაკვეთში;
     სინთეზის მეთოდი -- ძველი და ახალი ქართული ღირებულებების კავშირი  მსოფლიო ღირებულებებთან, ნაწარმოების იდეური თანხვედრა მდგრადი განვითარების მიზნებთან.




შ ე ფ ა ს ე ბ ა




შეფასება, თვითშეფასება და ურთიერთშეფასება
(სიტყვიერად)
Ø  ჯგუფური მუშაობისა  და გაკვეთილის  პროცესში ჩართულობის მათეული შეფასება:
v  როგორ იმუშავა მთლიანად ჯგუფმა –– მათი, როგორც ჯგუფის წევრის, როლი ამ მუშაობაში;
v  ვინ იყო გაკვეთილზე ყველაზე აქტიური ამა თუ იმ აქტივობაში;
Ø  მასწავლებლის შესაბამისი უკუკავშირი.

განმსაზღვრელი შეფასება
Ø  ჩართულობა –– ,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ ძირითადი კონცეფციისა და კომპოზიციური მახასიათებლების განსაზღვრა; ნაწარმოებში თანამედროვე დემოკრატიული ღირებულებების  იდენტიფიცირება, გააანალიზება და სინთეზირება; საკუთარი პოზიციის არგუმენტირებულად ჩამოყალიბება:
გაკვეთილზე ჩართულობა
ნაწარმოების კომპოზიციური თავისებურებებისა და საკვანძო ეპიზოდების  ურთიერთკავშირ
კავშირები თანამედროვეობასთან
საკუთარი აზრის დასაბუთება და არგუმენტირება
განმავითარებელი შეფასება
v  მასწავლებლის ზეპირი კომენტარი;
v  ,,გასვლითი ბარათები“:
1.      ორი რამ, რაც მნიშვნელოვანი იყო ამ გაკვეთილში;
2.      ერთი რამ, რაზეც, მინდა, რომ დამატებითი ინფორმაცია მივიღო.




გამოყენებული რესურსები
I.             სახელმძღვანელო –– ნუგზარ მუზაშვილის... X კლასის ,,ქართული ენა და ლიტერატურა“;
II.           მოსწავლეების მიერ მომზადებული საპრეზენტაციო მასალა -- ოთხი ჯგუფის მიერ მომზადებული ფორმატები და Power Point-ის  პრეზენტაცია;
III.         საინფორმაციო რესურსები:
1.    დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები -- http://tpdc.gov.ge/geo/announcement/442;
2.      გაეროს მიზნები და პრინციპები (სამოქალაქო განათლების ლექსიკონი) --
3.    მდგრადი განვითარების მიზნები (გაერო საქართველოში) -- http://www.ungeorgia.ge/geo/sutainable_development_goals#.XB0XkdJKhdg;
4.    კულტურის მეცნიერება (,,სოციალიზაცია, იდენტობა, ცივილიზაცია“) -- იდენტობისა  და მოქალაქის  განმარტებები (ციტატები სტატიიდან) http://interculture.ucoz.com/load/lektsia_4/1-1-0-15;
IV.         დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების ოთხი მიმართულების მიხედვით გამზადებული სამუშაო ფურცლები -- ფურცელზე სათითაოდაა დატანილი თითოეული მიმართულება, მოსწავლეთათვის;
V.           გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები  -- თაბახის ფურცელზე თეზისებადაა გაეროს მიზნები ჩამოყალიბებული; ასევე: მდგრადი განვითარების  ჩვიდმეტი  მიზნიდან ამოკრებილია მხოლოდ შვიდი, რომელთაგან მოსწავლეები ამოარჩევენ  და ტექსტს დაუკავშირებენ იმ მიზანს, რიმელშიც ნაწარმოებთან საერთოს დაინახავენ;
VI.         ფერადი ფურცლები, რვეულები, კალმები;
VII.       კომპიუტერი, პროექტორი, საპრეზენტაციო მასალა –– Word–ისა  და   Power Point-ის  პროგრამები.
გაკვეთილის  თანმიმდევრობა

აქტივობა I (2 წთ)
გაკვეთილის თემისა და მიზნების წარდგენა
მოსწავლეთათვის
     მოსწავლეები გაეცნობიან გაკვეთილის თემას, მიზნებს, შეფასების კრიტერიუმებსა და ქცევის წესებს  მასწავლებლის მიერ Power Point–ში  მომზადებული პრეზენტაციით.

აქტივობა II (3 წთ)
მოსწავლეთა გამოწვევა
კითხვა-პასუხი
(მონაწილეობს მთელი კლასი)
       მასწავლებელი მოსწავლეებს წააკითხებს ,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებიდან“ შემდეგ მონაკვეთს: ,,... ქართლად  ფრიადი  ქუეყანა  აღირაცხებისრომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაჲ  ყოველი აღესრულების, ხოლო კჳირიელეჲსონი ბერძნულად ითქუმის, რომელ არს ქართულად: „უფალო, წყალობა-ყავ, გინა თუ: „უფალო, შეგჳიწყალენ“,..
      შემდეგ მასწავლებელი სვამს კითხვებს:
1.      რას ნიშნავს ეს სიტყვები თანამედროვე ქართულ ენაზე?
2.      როდის ჩნდება ეს ფრაზა ნაწარმოებში?
3.      ვინ ამბობს მას?
4.      რა აზრი დევს მასში?
      სსსმ მოსწავლე -- დააფიქსირებს საკუთარ აზრს.
აქტივობის მიზნები:
Ø  მოსწავლეთა გამოწვევა;
Ø  ნაწარმოების ცენტრალური იდეის განსაზღვრა.

აქტივობა III (16 წთ)
წინარე ცოდნის გააქტიურება -- დემონსტრირების მეთოდი
მოძიებული მასალის აუდიტორიისათვის პრეზენტაციით წარდგენა
ჯგუფური მუშაობა-პრეზენტაცია
      მოსწავლეები წინასწარ იყვნენ დაყოფილი ოთხ ჯგუფად და თითოეულ ჯგუფს მიცემული ჰქონდა დიფერენცირებული სამუშაო, რომელიც პრეზენტაციით უნდა გაეცნოთ კლასისათვის.
      საპრეზენტაციოდ ჯგუფებს განესაზღვრებათ რეგლამენტი -- 4 წუთი.
      მათ შემდეგი სახის ინფორმაციის მოძიება-სტრუქტურირება  ევალებოდათ:
      პირველ ჯგუფს უნდა წარმოედგინა მასალა ,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ კომპოზიციასა და სივრცულ გარემოზე;
      მეორე ჯგუფს  ჰაგიოგრაფიული  ტექსტის სასწაულები და ნაწარმოებთან  დაკავშირებული ეკლესია-მონასტრები უნდა მიმოეხილა;
     მესამე ჯგუფს უნდა ესაუბრა ნაწარმოების  პერსონაჟებსა და მათ  ურთიერთკავშირზე;
      მეოთხე ჯგუფს აქცენტი უნდა გაეკეთებინა  ბიბლიურ სახისმეტყველებაზე.
     სსსმ მოსწავლე -- ამხანაგებთან ერთად იყო ჩართული  წინასაპრეზენტაციო მუშაობაში.
აქტივობის მიზნები:
Ø  ჯგუფური მუშაობისა და ეფექტური პრეზენტაციის უნარების განვითარება;
Ø  მოძიებული ინფორმაციის (კომპოზიციურ თავისებურებების;  საკვანძო ეპიზოდების ურთიერთკავშირის) დახარისხების უნარების განმტკიცება.

აქტივობა IV (10 წთ)
ინტერაქტივი -- მოსწავლის ცოდნაში კონფლიქტის გამოწვევა
(მონაწილეობენ წყვილები)
      მასწავლებელი მოსწავლეებს დაურიგებს ე.წ. ,,დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების“  ოთხი მიმართულებიდან: ,,ღირებულებები“, ,,დამოკიდებულებები“, ,,უნარები“, ,,ცოდნა და კრიტიკული გააზრება“  ერთ კონკრეტულ მიმართულებას, მაგალითად,  ,,უნარებს“,  და  სთხოვს მათ, რომ იმუშაონ წყვილებში -- თავიანთ  მიმართულებაში შემავალი პოსტულატები დაუკავშირონ ,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ კონკრეტულ  ეპიზოდს,  ,,ჯავახეთის კრებას“,  მოიხმონ არგუმენტები და ამ ფონზე განსაზღვრონ ძველი და ახალი ღირებულებების თანხვედრა, რითაც  გააცნობიერებენ, რომ კლასიკა და კლასიკური ნაწარმოებები ყოველთვის ეხმიანებიან დღევანდელობას; ღირსეული ადამიანები ყოველთვის დემოკრატიული გზით მიდიან -- ადამიანთა ღირებულებებსა და ფასეულობებს საუკუნეები ვერ ცვლის...
      სსსმ მოსწავლე -- დაასახელებს გრიგოლ ხანძთელის მსგავს პიროვნებას დღევანდელობაში.
აქტივობის მიზნები:
Ø  მხატვრულ ნაწარმოებდაკავშირება თანამედროვეობასთან.


აქტივობა V (5 წთ)
                                       სინთეზის  მეთოდი
ძველი და ახალი ქართული ღირებულებების თანხვედრა მსოფლიო ღირებულებებთან -- გამთლიანება
(მონაწილეობს მთელი კლასი)
         მასწავლებელი მოსწავლეებს დაურიგებს და შეახსენებს გაეროს მიზნებს: განავითაროს მეგობრული, მშვიდობიანი ურთიერთობა სახელმწიფოებს შორის; განახორციელოს საერთაშორისო თანამშრომლობა ეკონომიკური, სოციალური, კულტურული, ჰუმანიტარული პრობლემების გადასაწყვეტად, აგრეთვე ადამიანის უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა - რასის, ენისა და სარწმუნოების მიუხედავად - წახალისებასა და განვითარებაში. გაეროს წესდება ეყრდნობოდა შვიდ პრინციპს, მათ შორის სახელმწიფოთა სუვერენული თანასწორობის პრინციპებს; წევრი სახელმწიფოები უნდა წყვეტდნენ თავიანთ საერთაშორისო დავებს მშვიდობიანი საშუალებებით;..  ორგანიზაციას არა აქვს უფლება ჩაერთოს წევრი სახელმწიფოს საშინაო საქმეებში („შინაგან კომპეტენციაში“), თუ ამას არ მოითხოვს იძულებითი ზომების გამოყენების აუცილებლობა.
         მოსწავლეებს ასევე ურიგდებათ  გაეროს ჩვიდმეტი მიზნიდან ამოკრებილი შვიდი მიზანი (1, 5, 6, 11, 14, 16, 17), რომელთაგანაც თვითონვე განსაზღვრავენ, რომლები შეესაბამება ტექსტს და ისაუბრებენ მასზე ნაწარმოებიდან  სათანადო არგუმენტების მოხმობით.   რაც გამოკვეთს და შეაჯამებს იმ აზრს, რომ პროგრესული დემოკრატიული იდეები საქართველოში უძველესი პერიოდიდანაა აქტუალური და ჩვენი ქვეყნის განვითარების მთავარი გეზი სწორედ ადამიანის დემოკრატიულ კულტურაზე გადიოდა.
        სსსმ მოსწავლე დააფიქსირებს საკუთარ აზრს.
აქტივობის მიზნები:
Ø  ინფორმაციის გაგება-გააზრება და სინთეზირება -- სხვადასხვა ინფორმაციაში საერთო მახასიათებლების დაჯგუფება და საჭიროებისამებრ გამოყენება.
Ø  საზოგადოების ფუნქცი განსაზღვრა ნაწარმოების მიზანდასახულობის გათვალისწინებით;
Ø  ნაწარმოების თანამედროვეობასთან კავშირი.

აქტივობა VI (2 წთ)
დავალების მიცემა საჭირო რეკომენდაციებით:
დავალება (მოსწავლეებს მიეწოდებათ წერილობითი სახით, ,,ეროვნული იდენტობისა“ და ,,მოქალაქის“ ლექსიკონისეული განმარტებით) იქნება არჩევითი, მოსწავლეები თავად განსაზღვრავენ, რომელ დავალებას შეასრულებენ:

v  ესე:
1.    გრიგოლ ხანძთელი და ეროვნული იდენტობა;
2.    გრიგოლ ხანძთელი, როგორც მოქალაქე.

აქტივობის მიზნები:
Ø  კრიტიკული აზროვნების უნარ–ჩვევების ჩამოყალიბება;
Ø  საკუთარ პოზიციისა და მოსაზრებები წერილობით არგუმენტირების  უნარების განმტკიცება

აქტივობა VII (2 წთ)
შეფასება:
v  შეფასება, თვითშეფასება და ურთიერთშეფასება –– ჯგუფური მუშაობისა  და გაკვეთილის  პროცესში ჩართულობის მათეული შეფასება (სიტყვიერად) –– როგორ იმუშავა მთლიანად ჯგუფმა –– მათი, როგორც ჯგუფის წევრის, როლი ამ მუშაობაში; ვინ იყო გაკვეთილზე ყველაზე აქტიური ამა თუ იმ აქტივობაში;
v  მასწავლებლის სათანადო უკუკავშირი.          

      განმსაზღვრელი––წინასწარ შემუშავებული სქემის მიხედვით შეფასება (მოსწავლეებმა წინასწარ იციან სქემის კრიტერიუმები).

      განმავითარებელი:
v  მასწავლებლის ზეპირი კომენტარი;
v  ,,გასვლითი ბარათები“:
1.      ორი რამ, რაც მნიშვნელოვანი იყო ამ გაკვეთილში;
2.      ერთი რამ, რაზედაც, მინდა, რომ დამატებითი ინფორმაცია მივიღო.
აქტივობის მიზნები:
·         ინფორმაციის კატეგორიზების უნარი;
·         მთავარი და მეორეხარისხოვანი  ასპექტების გარჩევის უნარი.

შეფასება:
შ ე ფ ა ს ე ბ ი ს     რ უ ბ რ ი კ ა   
(გაკვეთილზე ჩართულობა -–კომპოზიციური თავისებურებების განსაზღვრა და საკვანძო ეპიზოდების ურთიერთკავშირი --თანამედროვეობასთან იდეური თანხვედრა)
           
 N
1–3 ქულა
4–6 ქულა
7–8  ქულა
9–10 ქულა

გაკვეთილზე ჩართულობა
თითქმის არც ერთ აქტივობაში არ/ვერ ერთვება.
ცდილობს   ჩართვას, თუმცა ხშირად ვერ სცემს კითხვებზე შესაბამის პასუხებს ან უჭირს.
ერთვება აქტივობებში, თუმცა  ხანდახან  ვერ სცემს კითხვებზე შესაბამის პასუხებს ან პასუხები ზერელეა.
აქტიურადაა ჩართული საგაკვეთილო პროცესში.  მისი პასუხები არის დასმული საკითხის შესაბამისი.
ნაწარმოების კომპოზიციური თავისებურებებისა და საკვანძო ეპიზოდების  ურთიერთკავშირ
მოსწავლე არ/ვერ ახერხებს მოძიებული საპრეზენტაციო მასალის მიხედვით კომპოზიციური თავისებურებებისა და საკვანძო ეპიზოდების ურთიერთკავშირის განსაზღვრას.
მოსწავლე მეტ-ნაკლებად ახერხებს მოძიებული საპრეზენტაციო მასალის მიხედვით კომპოზიციური თავისებურებებისა და საკვანძო ეპიზოდების ურთიერთკავშირის განსაზღვრას.
მოსწავლე საკმაოდ კარგად ახერხებს მოძიებული საპრეზენტაციო მასალის მიხედვით კომპოზიციური თავისებურებებისა და საკვანძო ეპიზოდების ურთიერთკავშირის განსაზღვრას, თუმცა ზოგჯერ აზრის სათანადოდ დასაბუთება უჭირს.
მოსწავლე კარგად ახერხებს მოძიებული  საპრეზენტაციო მასალის მიხედვით კომპოზიციური თავისებურებებისა და საკვანძო ეპიზოდების ურთიერთკავშირის განსაზღვრას, საკუთარ აზრს ასაბუთებს შესაბამისი მაგალითებით.
კავშირები თანამედროვეობასთან
მოსწავლე არ/ვერ სახავს ნაწარმოებსა და თანამედროვეობას შორის კავშირებს.
მოსწავლე მეტ-ნაკლებად სახავს სახავს ნაწარმოებსა და თანამედროვეობას შორის კავშირებს.
მოსწავლე  სახავს ნაწარმოებსა და თანამედროვეობას შორის კავშირებს და შეუძლია თავისი პოზიციის დასაბუთებაც.
მოსწავლე  არგუმენტირებულად სახავს ნაწარმოებსა და თანამედროვეობას შორის კავშირებს, მისი არგუმენტები ყოველთვის მყარი და დამაჯერებელია.
მსჯელობისას  საკუთარი აზრის დასაბუთება და არგუმენტირება
მოსწავლე თითქმის არ მონაწილეობს  არანაირ მსჯელობაში.  ვერ გამოაქვს სწორი დასკვნები.
მოსწავლე ნაწილობრივ მონაწილეობს მსჯელობაში. უჭირს სწორი დასკვნების გამოტანა ან დასაბუთება.
მოსწავლე საკმაოდ აქტიურად მონაწილეობს მსჯელობაში.  შეუძლია არგუმენტირებულად დაასაბუთოს საკუთარი აზრი (ზოგიერთ შემთხვევაში).
მოსწავლე აქტიურად მონაწილეობს მსჯელობაში. არგუმენტირებულად ასაბუთებს საკუთარ აზრს. თითქმის ყოველთვის გამოაქვს სწორი დასკვნა.
მსჯელობის გრამატიკული გამართულობა
მოსწავლის მსჯელობა გრამატიკულად გაუმართავია.
მოსწავლე ცდილობს საუბრისას გაითვალისწინოს (შეძლებისდაგვარად)  გრამატიკული ნორმები.
მოსწავლე ცდილობს ისაუბროს  გრამატიკულად გამართული ენით და მუდმივად მუშაობს ამ კუთხით.
მოსწავლე თითქმის ყოველთვის საუბრობს გრამატიკულად გამართული ენით და მუდმივად მუშაობს ამ კუთხით.