Wednesday, February 6, 2019

სამოდელო, ინტეგრირებული, გაკვეთილის სურათები







სამოდელო ინტეგრირებული გაკვეთილი


სამოდელო გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი, გვარი: ასმათ ჩიტორელიძე
საგანი:  ქართული ენა და ლიტერატურა
სწავლების საფეხური / კლასი:  დაწყებითი / IV
მოსწავლეთა რაოდენობა: 19 (მათ შორის ერთი სსსმ)
გაკვეთილის ტიპი:  სამოდელო, ინტეგრირებული -- ქართული, ხელოვნება
გაკვეთილის თემა:  სულხან-საბა ორბელიანის ,,მოხერხებული არაბი“
გაკვეთილის მიზანი:
Ø  მოსწავლეები შეძლებენ იგავ-არაკ ,,მოხერხებული არაბის“ ჟანრობრივი და თემატური  მახასიათებლების ამოცნობას;
Ø  შეძლებენ ისაუბრონ  საკუთარ და სხვათა ნამუშევრებში გამოყენებულ  ელემენტებზე, მაგ.: საკუთარ მოსაწვევზე, ხელოვნების ნიმუშზე; ასევე, შეძლებენ  ერთსა და იმავე თემაზე შექმნილი ურათისა და ნაწარმოების  შედარებას.
სსსმ მოსწავლე:
·         ეძლებს, ამოიცნოს ფიგურები  მაგ.: ცხენი, ადამიანები და დაწეროს მასწავლებლის მიერ მითითებული სიტყვა;
·         შეძლებს, გააფერადოს ნახატები შესაბამისი ფერებით.
გაკვეთილის თემისა და მიზნის შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან: გაკვეთილი შეესაბამება თემატურ-კალენდარული გეგმით განსაზღვრულ მასალას და პასუხობს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამის სტანდარტებს:

ქართული IV.6.  მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა თემაზე შექმნილი მხატვრული ტექსტების დამოუკიდებლად წაკითხვა.
Ø  ამოიცნობს კონკრეტული ჟანრისათვის (მაგ., იგავ-არაკის, ზღაპრის, მოთხრობის) დამახასიათებელ ნიშნებს;
Ø  აკვირდება პერსონაჟთა ქცევას, მოქმედებას, თვისებებს და დაკვირვების საფუძველზე გამოაქვს სათანადო დასკვნა მათი აზრების, განზრახვების, განცდების შესახებ.

ქართული IV.9. მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის  მიზნობრივი ტექსტების  სათანადოდ გაფორმება და ტექსტის არავერბალური ნაწილების ამოცნობა; ავლენს ტექსტის არავერბალური ინტერპრეტაციის უნარს.
Ø  ამზადებს და წარმოადგენს მასწავლებლის მითითებით ან საკუთარი სურვილით შერჩეულ როლს.

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება IV.7. მოსწავლეს შეუძლია წარადგინოს ინდივიდუალური და ჯგუფური ნამუშევრები და ისაუბროს მათში გამოხატულ იდეებზე და  გამოყენებულ მხატვრულ ხერხებზე.
v  საუბრობს საკუთარ და სხვათა ნამუშევრებში გამოყენებულ მხატვრულ ხერხებსა და ელემენტებზე.

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება IV. 12. მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ხელოვნების ნაწარმოების შინაარსი სხვა საგნებში განვლილ მასალასთან.
v  ადარებს ერთსა და იმავე თემაზე შექმნილ ხელოვნების ნიმუშსა და ლიტერატურულ ნაწარმოებს.

N
აქტივობის მიზანი  და  აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები (დაასაბუთეთ შინაარსობრივი რესურსების მიზანშეწონილება სასწავლო მიზანთან მიმართებით)
დრო (წთ)
1
     მასწავლებელი მოსწავლეებს გააცნობს გაკვეთილის თემას, მიზნებს,  შეფასების კრიტერიუმებსა და გაკვეთილზე მოქცევის წესებს Power Point–ში  მომზადებული პრეზენტაციით.
აქტივობის მიზანი:
ü  მოსწავლეების საგაკვეთილოდ მომზადება.
მასწავლებლის პრეზენტაცია.
საერთო საკლასო
Power Point–ში  მომზადებული პრეზენტაცია;
,,მოსწავლეთა ქცევის წესები“;
,,შეფასების რუბრიკები“ -- მოსწავლეები ვიზუალურადაც აღიქვამენ იმ ინფორმაციას, რომელიც მათ მასწავლებლისაგან მიეწოდებათ ვერბალურად, რაც განაპირობებს მათ სრულყოფილ ინფორმირებულობას.
3
2
       მასწავლებელი მოსწავლეებს  Power Point-ით წარუდგენს ოქტავიო ოკამპოს, მექსიკელი სიურრეალისტი მხატვრის (რომელიც ქმნის ილუზიებს ნახატებით), ნამუშევარ ,,ცხენებს“ და დაუსვამს შემდეგ კითხვებს:
1.      რას ხედავთ სურათზე?
2.      რა იკვეთება წინა პლანზე?
3.      რომელი ფერები, როგორი გამოსახულებები  ფიგურირებს ნახატში?
4.      თქვენი აზრით, რისი თქმა უნდა ამ ნახატით  ავტორს?
სსსმ მოსწავლე -- მასწავლებლის დახმარებით შეეცდება დაასახელოს (ხელს დაადებს), რომელია ნახატზე ცხენი,  ქალი.
აქტივობის მიზანი:
ü  ხელოვნების ნიმუშში გამოყენებულ ელემენტებზე საუბარი.
მოსწავლეთა გამოწვევა;
კითხვა-პასუხის მეთოდი

მონაწილეობს მთელი კლასი
1.Power Pointში  მომზადებული პრეზენტაცია; ოქტავიო ოკამპოს ნახატი ,,ცხენები“. მოსწავლეებს   მოტივაციას აღუძრავს სურათი, რადგან  არ გაუჭირდებათ სხვადასხვა გამოსახულების ან ფერების ამოცნობა ნახატზე. შესაბამისად, ისინი თავისუფლად დააფიქსირებენ საკუთარ მოსაზრებებს. ეს ყველაფერი მათ ჩართულობასა და ინტერესს გაზრდის გაკვეთილის შემდგომი აქტივობებისათვის.
4
3
     მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს წარმოადგინონ  დავალება -- მათ მიერ დამზადებული მოსაწვევები მკითხველის თეატრისათვის -- ,,ჩვენ ვკითხულობთ სულხან-საბას იგავს“.
             მასწავლებელი ერთ-ორ მოსწავლეს (სურვილისამებრ) გააკეთებინებს პრეზენტაციას (როგორ მოამზადა, რა მასალა გამოიყენა, ინფორმაცია როგორ დაალაგა და ა. შ.) და აძლევს შესაბამის უკუკავშირს. შემდეგ აკრებს ნამუშევრებს საკლასო სტენდისათვის.
სსსმ მოსწავლე -- წარმოადგენს საკუთარ მოსაწვევს, რომელიც კლასელებისა და  მასწავლებლების დახმარებით გააკეთა.
 აქტივობის მიზანი:
ü  საკუთარ ნამუშევარში გამოყენებულ ელემენტებზე საუბარი.
შემოქმედებითი თვითგამოხატვა --საკუთარი ინტერპრეტაციით შექმნილი ნამუშევრის პრეზენტაცია
საერთო საკლასო
სახელმძღვანელო –– ი.იაშვილი... IVკლასის ,,ქართული ენა და ლიტერატურა“;
მოსაწვევი   მკითხველთა თეატრისათვის.
ზემოთ აღნიშნული რესურსებიდან სახელმძღვანელო საჭიროა იმისათვის, რომ მოსწავლემ განსაზღვროს, რომელ ტექსტზე უნდა შექმნას ე. წ. მოსაწვევი ბარათი. ხოლო ბარათის შექმნისას ის ახერხებს ქართულსა  (ტესტიდან საჭირო ინფორმაციის მიღება) და ხელოვნებაში (რა მასალა და როგორ გამოიყენოს) მიღებული ცოდნის  ინტეგრირებას და სათანადოდ გამოყენებას.
5
4
        მასწავლებელი მოსწავლეთა ერთ ჯგუფს  სთხოვს, წარმოადგინონ საკუთარი ნამუშევარი კლასის წინაშე -- მხატვრულად, როლების განაწილებით, წაიკითხონ  სულხან-საბას ,,მოხერხებული არაბი“.
სსსმ მოსწავლე  --  მოუსმენს წარმოდგენას.
აქტივობის მიზანი:
ü  პერსონაჟთა აზრებისა და განცდების გათავისება როლური თამაშით (,,მკითხველის  თეატრი“).
პრეზენტაცია -- მკითხველის თეატრი --  ნაწარმოების შემოქმედებითად აღქმა
ჯგუფური მუშაობა -- ერთი ჯგუფი (სამეული) წარმოადგენს ნაწარმოებს კლასის წინაშე)
სახელმძღვანელო –– ი.იაშვილი... IVკლასის ,,ქართული ენა და ლიტერატურა“; მოსწავლეებს ამ დავალების შესასრულებლად, პერსონაჟთა აზრების გასათავისებლად, დასჭირდებათ მხოლოდ სახელმძღვანელო, რადგან აქტივობა არ მოითხოვს დეკორაციებს, კოსტიუმებს ან მოქმედებებს.
5
5
        მასწავლებელი მოსწავლეებს Power Point-ით აჩვენებს ნახატს -- ნაწარმოების ერთ-ერთ ეპიზოდს, და სთხოვს მათ, რომ აღწერონ სურათი და დაასახელონ, რომელი ეპიზოდია მასზე გადმოცემული.
სსსმ მოსწავლე-- გააფერადებს მასწავლებლის მიერ მიცემულ გასაფერადებელ სურათებს (ცხენს).
აქტივობის მიზანი:
ü  ერთსა და იმავე თემაზე შექმნილ ნახატისა და ლიტერატურულ ნაწარმოებ შედარება.
ინტერაქტივი  -- მოსწავლის ცოდნაში კონფლიქტის გამოწვევა
მონაწილეობს მთელი კლასი
1.სახელმძღვანელო –– ი.იაშვილი... IVკლასის ,,ქართული ენა და ლიტერატურა“;
2. ნახატები  (სსსმ მოსწავლისა და სხვა მოსწავლეებისათვის);
 რესურსები კიდევ ერთხელ მიაბრუნებს მოსწავლეებს ტექსტთან და გააანალიზებინებს მას, სურათთან მიმართებით.
5
6
მასწავლებელი მოსწავლეებს დაურიგებს ილიას წერილის ,, ჩვენი ეხლანდელი სიბრძნე-სიცრუე“ ადაპტირებულ ვარიანტს. წააკითხებს და გააანალიზებინებს სტატიის აზრს მსჯელობით.
სსსმ მოსწავლე -- ამოწერს მასწავლებლის მიერ დაწერილ სიტყვას (სიბრძნე).
აქტივობის მიზანი:
ü  იგავის მთავარი მახასიათებლის ამოცნობა.
ანალიზის მეთოდი -- სტატიაში მოცემული აზრის გაანალიზება
საერთო საკლასო -- მსჯელობა
მასწავლებლის მიერ წინასწარ მომზადებული ილია ჭავჭავაძის წერილის ,,ჩვენი ეხლანდელი სიბრძნე-სიცრუე“ შემოკლებული-ადაპტირებული ვარიანტი, რომლითაც  მოსწავლეებმა იგავის მთავარი მახასიათებელი თვითონ უნდა ამოიცნონ. ხოლო სსსმ მოსწავლე  მასწავლებლის დახმარებით დაწერს სიტყვას, რითაც ასევე  გადაიმეორებს ასოებს.

4
7
         მასწავლებელი მოსწავლეებს დაურიგებს ფურცლებს, რომლებზედაც მოცემულია იგავის (ტექსტის) ძირითადი ნაწილები. მოსწავლეებმა უნდა შეუსაბამონ ,,მოხერხებული არაბის“  კონკრეტული მონაკვეთები  თითოეულ  ნაწილს.
      შემდეგ მოსწავლეები გააკეთებენ პრეზენტაციას და მასწავლებელთან ერთად, ერთობლივი ინტერაქციით, იგავის მახასიათებლებით შეივსება დიდი სქემა,  რომელიც მასწავლებელს წინასწარ აქვს გამზადებული.
სსსმ მოსწავლე -- შეეცდება (მასწავლებლის დახმარებით) ამოიკითხოს გაკვეთილის სათაური.
აქტივობის მიზანი:
ü  იგავის მახასიათებლების ამოცნობა და ტექსტთან დაკავშირება.
ანალიზი-სინთეზის მეთოდი -- ტექსტის ცალკეული  ეპიზოდის გაანალიზება-სინთეზი; პრეზენტაცია
ინდივიდუალური მუშაობა -- სქემაზე; საერთო საკლასო -- პრეზენტაცია-შეჯამება
სახელმძღვანელო –– ი.იაშვილი... IVკლასის ,,ქართული ენა და ლიტერატურა“;
მასწავლებლის მიერ წინასწარ გამზადებული ფორმები (თაბახსა და დიდ ფორმატზე), რომლებზეც იგავის ნაწილები, მახასიათებლები იქნება დატანილი;
მოსწავლეთა  საშინაო დავალების  რვეულები (საჭიროების შემთხვევაში) და კალმები, მარკერები;
ყველა ეს რესურსი საჭიროა, რათა მოსწავლეებმა მაქსიმალურად გაიაზრონ იგავის მახასიათებლები. მათ ჯერ ,,დაშალონ“ ნაწარმოები საჭიროებისამებრ და მერე გაამთლიანონ.
5
8
      მოსწავლეებმა გაიაზრეს თუ არა ტექსტი და, ასევე, მისი რეზიუმირებისათვის მასწავლებელი მათ  ურიგებს ბარათებს, რომლებზეც იმუშავებენ  ორი მიმართულებით:
1.      ბარათზე მოცემული ანდაზებიდან შემოხაზავენ იმის რიგით ნომერს, რომელიც, მათი აზრით, შეესაბამება ნაწარმოების ძირითად აზრს.
2.      ასევე, დაწერენ, რაც მათთვის ბუნდოვანი დარჩა.
       შემდეგ გააკეთებენ პრეზენტაციას და კიდევ ერთხელ ახსნიან და შეაჯამებენ-შეაფასებენ იგავს.
სსსმ მოსწავლე -- მასწავლებლის მითითებით ამოიცნობს გაკვეთილში მოცემულ სურათზე ფიგურებს.
აქტივობის მიზანი:
ü  ნაწარმოების შეჯამება.
ნაწარმოების რეზიუმირება და თვითშეფასება --რა  და როგორ გაიგეს
ინდივიდუალური მუშაობა -- ბარათზე; საერთო საკლასო -- პრეზენტაცია-რეზიუმირება
სახელმძღვანელო –– ი.იაშვილი... IVკლასის ,,ქართული ენა და ლიტერატურა“;
მასწავლებლის მიერ წინასწარ გამზადებული
 ბარათები შესაბამისი მითითებებით;
რესურსების დახმარებით მოსწავლეები შეძლებენ შესწავლილი მასალის რეზიუმირებას.
5
9
დავალება:
Ø  ისწავლონ სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკი ,,მოხერხებული არაბი“;
Ø  რამდენიმე წინადადებით დაწერონ იგავის მთავარი სათქმელი ანდა დახატონ სურათი.
სსსმ მოსწავლე -- სახლში გადახატოს ცხენი და გადაწეროს იგავის სათაური ,,მოხერხებული არაბი“ (დავალება მიეცემა წერილობით).
დავალების მიცემა საჭირო რეკომენდაციებით

საერთო საკლასო
Power Point–ში  მომზადებული პრეზენტაცია;
სახელმძღვანელო –– ი.იაშვილი... IVკლასის ,,ქართული ენა და ლიტერატურა“;
სსსმ მოსწავლისათვის წერილობით გადასაცემი დავალება -- რესურსები მოსწავლეებს მისცემენ საშუალებას, რომ სწორად მიიტანონ დავალება სახლში.
2
10
შეფასება:
     თვითშეფასება, ურთიერთშეფასება  --  გაკვეთილის  პროცესში ჩართულობის მათეული შეფასება -- ვინ იყო გაკვეთილზე ყველაზე აქტიური ამა თუ იმ აქტივობაში, ვის  გამოყოფენ.
     მასწავლებლის შესაბამისი უკუკავშირი.
       განმავითარებელი:
v  მასწავლებლის შეფასება მთელი კლასისათვის, განხორციელებული   აქტივობებიდან გამომდინარე;
v  მკითხველის თეატრი;
v  სსსმ მოსწავლის შეფასება და სტიკერები აქტიური ბავშვებისათვის.
შეფასება წინასწარ შემუშავებული სქემებით
საერთო საკლასო
1.მასწავლებლის მიერ წინასწარ გამზადებული შეფასების სქემა;
2. სტიკერები აქტიური ბავშვებისათვის -მოტივაციის ასამაღლებლად.
2

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
Ø  მოსწავლეები ამოიცნობენ იგავ-არაკ ,,მოხერხებული არაბის“ ჟანრობრივ და თემატურ მახასიათებლებს;
Ø  ისაუბრებენ  საკუთარ და სხვათა ნამუშევრებში გამოყენებულ  ელემენტებზე, მაგ.: საკუთარ მოსაწვევზე, ხელოვნების ნიმუშზე; ასევე, შეადარებენ   ერთსა და იმავე თემაზე შექმნილ  ურათსა და ნაწარმოებს.
სსსმ მოსწავლე:
·         ამოიცნობს ფიგურებს  მაგ.: ცხენი, ადამიანები და დაწერს მასწავლებლის მიერ მითითებულ სიტყვას;
·         გააფერადებს ნახატებს შესაბამისი ფერებით.
შეფასება:
(მოსწავლის (მათ შორის, სსსმ მოსწავლის) შეფასების კრიტერიუმები და/ან რუბრიკები უნდა ერთვოდეს გეგმას)
შ ე ფ ა ს ე ბ ი ს     რ უ ბ რ ი კ ა   
მთელი კლასის შეფასება -- გაკვეთილზე ჩართულობა–აქტიურობა
N
დაბალი
საშუალო
მაღალი
საშინაო დავალება--გაკვეთილზე აქტიურობა
საშინაო დავალება არ აქვს (საერთოდ ან ნაწილობრივ მაინც) შესრულებული, რაც იკვეთება საგაკვეთილო აქტივობებში, არ/ვერ აქტიურობს.
საშინაო დავალება აქვს შესრულებული, თუმცა ვერ ახერხებს ცოდნის სათანადოდ რეალიზებას საგაკვეთილო აქტივობებში, ნაკლებად აქტიურობს
საშინაო დავალება სრულყოფილად  აქვს შესრულებული, ყოველთვის ახერხებს ცოდნის სათანადოდ რეალიზებას საგაკვეთილო აქტივობებში, თითქმის ყოველთვის აქტიურობს და მისი პასუხები კითხვის შესაბამისია.
აზრის დასაბუთება სათანადო არგუმენტებით
მოსწავლე თითქმის არ/ვერ ასაბუთებს აზრს.
მოსწავლე ცდილობს აზრის  დასაბუთებას, ან მეტ-ნაკლებად ასაბუთებს აზრს  მარტივი არგუმენტებით.
მოსწავლე ყოველთვის  შესაბამისად ასაბუთებს თავის აზრს  საჭირო არგუმენტებით.
საუბარი სურათზე; სურათისა და ტექსტის შედარება;
მოსწავლე ვერ საუბრობს სურათზე; ვერ ადარებს სურათსა და ტექსტს ერთმანეთს.
მოსწავლე  საუბრობს სურათზე;  ადარებს სურათსა და ტექსტს ერთმანეთს.
მოსწავლე კარგად  საუბრობს სურათზე;  კარგად ადარებს სურათსა და ტექსტს ერთმანეთს.
მსჯელობის გამართულობა
მოსწავლის მსჯელობა  გაუმართავია, უჭირს აზრის გადმოცემა.
მოსწავლე ცდილობს აზრი გადმოსცეს გასაგებად და ძირითადად გამოსდის კიდევაც.
მოსწავლე თითქმის ყოველთვის გამართული ენით და მუდმივად მუშაობს ამ კუთხით, მისი პასუხებიც ამომწურავია.

მკითხველის თეატრი -- ინტონაცია-ემოცია-გადმოცემის მანერა
N
დაბალი
საშუალო
მაღალი
ინტონაცია
ინტონაცია არ არის როლის შესაბამისი.
ინტონაცია არის როლის შესაბამისი.
ინტონაცია მთლიანად შეესაბამება როლს. 
ემოცია
მოსწავლის წაკითხულ ტექსტში არ ჩანს შესაბამისი ემოცია.
მოსწავლის წაკითხულ ტექსტში ჩანს წაკითხულის შესაბამისი ემოცია.
მოსწავლის წაკითხულ ტექსტში მაქსიმალურად ჩანს წაკითხულის შესაბამისი ემოცია.
გადმოცემის მანერა
მოსწავლის გადმოცემა მონოტონურია, კითხვისას უშვებს შეცდომებს.
მოსწავლის გადმოცემა მონოტონურია, თუმცა  კითხვისას არ უშვებს შეცდომებს, ანდა მოსწავლის გადმოცემა არაა მონოტონური, თუმცა  კითხვისას უშვებს შეცდომებს.
მოსწავლე  საინტერესოდ გადმოსცემს წაკითხულს, ჩანს, რომ ტექსტის შინაარსს კარგად იაზრებს. კითხვისას, არ უშვებს შეცდომებს.

სსსმ მოსწავლის შეფასება -- ფიგურების ამოცნობა-სიტყვების გადაწერა-სურათების გაფერადება
N
საშუალო
მაღალი
მითითებული ფიგურების ამოცნობა
სურათებზე ამოიცნობს ერთ-ორ ფიგურას.
სურათებზე ამოიცნობს  ფიგურებს.
სიტყვის გადაწერა
ვერ იწერს მითითებულ  სიტყვას სწორად.
იწერს მითითებულ  სიტყვას სწორად.
სურათების გაფერადება
ვერ აფერადებს სურათებს საჭირო ფერებით (მაგ. მწვანედ გააფერადა  ცხენი,..).
კარგად აფერადებს სურათებს.