სამოდელო გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი, გვარი: ასმათ ჩიტორელიძე
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
სწავლების საფეხური
/
კლასი: დაწყებითი / VIბ
მოსწავლეთა რაოდენობა:
20 (მათ შორის ერთი სსსმ)
გაკვეთილის ტიპი: სამოდელო,
ინოვაციური (უოლტ დისნეის
,,აზროვნების სამი სკამი“)
გაკვეთილის თემა: ვახტანგ ჭელიძის ,,ცოტნე
დადიანის თავგანწირვა“ (წიგნიდან ,,ქართლის
ცხოვრების ქრონიკები“)
გაკვეთილის მიზნები:
Ø
მოსწავლეები იდეების გენერირებით შეადგენენ
კოხტასთავის შეთქმულების სავარაუდო გეგმას;
Ø
ასევე, გააანალიზებენ
ვერსიების განხორციელების შესაძლო გზებსა და საშუალებებს;
Ø
კრიტიკულად
შეაფასებენ შემოთავაზებულ ვერსიებს.
სსსმ მოსწავლე:
·
შეძლებს,
დააფიქსიროს საკუთარი აზრი ნაწარმოების შესახებ.
გაკვეთილის თემისა და მიზნის შესაბამისობა ეროვნული
სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან: გაკვეთილი შეესაბამება
თემატურ-კალენდარული გეგმით განსაზღვრულ მასალას და პასუხობს ეროვნული სასწავლო გეგმის
შესაბამის სტანდარტებს:
ქართული VI. 2. მოსწავლეს აქვს მხატვრული ტექსტის გააზრებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე დეტალების შეფასების უნარი
Ø
სთავაზობს
აუდიტორიას ნაწარმოებში
გამოკვეთილი კონკრეტული
პრობლემის გადაჭრის
საკუთარ ვერსიას.
ქართული VI. 9. მოსწავლეს შეუძლია პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით იმსჯელოს ნაწარმოებში ასახული მისთვის გასაგები და მნიშვნელოვანი პრობლემების შესახებ
Ø
გამოხატავს უშუალო, ცოცხალ
განცდასა და
დაკვირვებაზე დაფუძნებულ
შეხედულებებს მისთვის
მნიშვნელოვან, პრობლემურ
საკითხზე მსჯელობის
დროს.
N
|
აქტივობის მიზანი და აღწერა
|
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
|
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
|
სასწავლო რესურსები
|
დრო (წთ)
|
||||
1
|
მასწავლებელი
მოსწავლეებს გააცნობს გაკვეთილის თემას, მიზნებს, შეფასების კრიტერიუმებსა და გაკვეთილზე
მოქცევის წესებს Power Point–ში მომზადებული პრეზენტაციით.
აქტივობის მიზანი:
ü
მოსწავლეების საგაკვეთილოდ
მომზადება.
|
მასწავლებლის პრეზენტაცია.
|
საერთო საკლასო
|
Power Point–ში მომზადებული პრეზენტაცია;
,,მოსწავლეთა ქცევის წესები“;
,,შეფასების რუბრიკები“.
მოსწავლეები ვიზუალურადაც
აღიქვამენ იმ ინფორმაციას, რომელიც მათ მასწავლებლისაგან მიეწოდებათ ვერბალურად,
რაც განაპირობებს მათ სრულყოფილ ინფორმირებულობას.
|
2
|
||||
2
|
მასწავლებელი მოსწავლეებს Power Point-ით წარუდგენს უოლტ დისნეის სურათს
და დაუსვამს შემდეგ კითხვებს:
1.
ვის ხედავთ
სურათზე?
2.
რა იცით მის
შესახებ?
3.
,,გახსოვდეთ, რომ ეს ყველაფერი ერთი უბრალო
თაგვით დაიწყო“ -- რატომ ამბობს
ამას უოლტ დისნეი?
4.
რა იცით დისნეის სასწავლო
მეთოდ ,,აზროვნების სამი სკამის“ (,,დისნეის წრეების“) შესახებ?
სსსმ მოსწავლე ჩაერთვება
კითხვა-პასუხში.
აქტივობის
მიზანი:
ü გაკვეთილში გამოყენებულ მეთოდთან დაკავშირებული ინფორმაციის
მიმოხილვა;
ü მოსწავლეთა გამოწვევა.
|
მოსწავლეთა გამოწვევა;
კითხვა-პასუხის მეთოდი
|
მონაწილეობს მთელი კლასი
|
Power Point–ში მომზადებული პრეზენტაცია; უოლტ დისნეის სურათი.
მოსწავლეებს
მოტივაციას აღუძრავს სურათი, რადგან
უკვე შეისწავლეს დისნეის ცხოვრების ელემენტები ინგლისურში. ასევე, ინფორმაცია
მასწავლებლისგან აქვთ მიწოდებული დისნეის
სასწავლო მეთოდ ,,აზროვნების სამი სკამის“
შესახებ. შესაბამისად, ისინი თავისუფლად დააფიქსირებენ პასუხებს.
ეს ყველაფერი მათ ჩართულობასა და ინტერესს გაზრდის
გაკვეთილის შემდგომი აქტივობებისათვის.
|
4
|
||||
3
|
მასწავლებელი
მოსწავლეებს Power Point-ით უჩვენებს ცოტნე დადიანის სურათს. მოსწავლეები დაასახელებენ,
თუ ვინაა სურათზე გამოსახული და რომელი უდიდესი ისტორიული ფაქტი უკავშირდება მას
-- მოკლედ, რამდენიმე წინადადებით გაიხსენებენ გაკვეთილს. ამის შემდეგ, მასწავლებლის
თხოვნით, მოსწავლეები დროებით მოირგებენ მეოცნების როლებს და გახდებიან კოხტასთავის
(1245 წელი) შეთქმულების მონაწილეები. საქართველოს მონღოლთაგან გამოსახსნელად შეიმუშავებენ შეთქმულების გეგმას
-- ,,საქართველოს ხსნის გზას“, მოსწავლეები
ჩამოაყალიბებენ იდეებს.
ამ იდეებს პრეზენტაციისას გადაიტანენ დიდ ფორმატზე.
სსსმ
მოსწავლე -- ჩაერთვება აქტივობაში და საკუთარ აზრს დააფიქსირებს.
ამ აქტივობაში მოსწავლეები
პასუხებისათვის გამოიყენებენ ვარდისფერ რგოლებს (მათ ფერი თავად აარჩიეს -- ასოციაციურად
,,ვარდისფერ სათვალესთან“ გააიგივეს).
აქტივობის მიზანი:
ü იდეების
გენერირების გზით პრობლემის გადასაჭრელად
შემოქმედებითი იდეების
სტრუქტურირება.
|
იდეების გენერირება -- შემოქმედებითი
იდეების სტრუქტურირება-პრეზენტაცია
|
მონაწილეობს მთელი კლასი
|
სახელმძღვანელო –– ვახტანგ როდონაიას... VI
კლასის ,,ქართული ენა და ლიტერატურა“;
Power Point–ში მომზადებული პრეზენტაცია -- ცოტნე დადიანის სურათი.
მასწავლებლის
მიერ წინასწარ გამზადებული ფორმა (,,საქართველოს ხსნის გზა“ -- დიდ ფორმატზე);
მოსწავლეთა საშინაო დავალების რვეულები (საჭიროების შემთხვევაში) და კალმები,
მარკერები;
მოსწავლეთა მიერ დამზადებული ვარდისფერი რგოლები;
ყველა ეს რესურსი
საჭიროა, რათა მოსწავლეებმა შემოქმედებითად გაიაზრონ შეთქმულების იდეა; ,,დაშალონ“
ნაწარმოები საჭირო ინფორმაციის ,,ამოსაღებად“.
|
6
|
||||
4
|
მასწავლებელი
მოსწავლეებს სთხოვს, მოირგონ რეალისტის როლები და გააანალიზონ შეთქმულების გეგმა (ის ვერსიები,
რომლებიც თავად გამოთქვეს).
მოსწავლეები
ერთობლივად გააანალიზებენ იმ გეგმას, რომელიც მათ შეიმუშავეს, შემდეგი კითხვებით:
Ø გაიხსენეთ
კიდევ ერთხელ თქვენი მიზანი;
Ø განსაზღვრეთ არის თუ არა ეს
იდეები მიზნის შესაბამისი?
Ø რა ადამიანური რესურსი, ცოდნა
თუ ტექნიკური საშუალება დაგჭირდებათ საიმისოდ, რომ ,,თქვენი შეთქმულება“ წარმატებული გამოდგეს?
Ø შესაძლოა თუ არა, რომ თქვენ
მიერ შერჩეული მიდგომა მოვსინჯოთ (პასუხისათვის
დავიხმართ ისტორიულ სინამდვილეს)?
სსსმ
მოსწავლე -- მასწავლებლის თხოვნით წაიკითხავს გეგმის რამდენიმე
პუნქტს (ასევე სურვილის შემთხვევაში უპასუხებს დასმულ კითხვებს).
მოსწავლეები
ამ აქტივობაში გამოიყენებენ ლურჯ წრეებს
(ასოციაცია შავისა (მიწა) და ცისფრის
(ცა) შერწყმასთან გაკეთდა -- მიწაზე
მყარად დგომა ნათელი ცის ქვეშ).
აქტივობის
მიზანი:
Ø
კლასისათვის ნაწარმოებში გამოკვეთილი კონკრეტული
პრობლემის გადაჭრის
სავარაუდო ვერსიის
შეთავაზება.
|
ანალიზის მეთოდი -- ნაწარმოებში
მოცემული პრობლემის (შეთქმულების გაცემა) გაანალიზება
|
საერთო საკლასო -- მსჯელობა
|
სახელმძღვანელო –– ვახტანგ როდონაიას... VI
კლასის ,,ქართული ენა და ლიტერატურა“;
Power
Point–ში მომზადებული კითხვები;
მოსწავლეთა მიერ დამზადებული ლურჯი
რგოლები;
აღნიშნული რესურსები მათ დასჭირდებათ,
რათა რეალურად შეაფასონ თავიანთი შემუშავებული
სტრატეგიული გეგმის პუნქტები. ამავდროულად, გაითავისონ ტექსტში აღწერილი ისტორიული
ამბავი, რაც, საბოლოო ჯამში, მათ რეალურად დაანახებს საკუთარი სამშობლოს წინაშე გულმხურვალე მამულიშვილთა
თავდადებას.
|
6
|
||||
5
|
მასწავლებელი
მოსწავლეებს უკვე მესამე როლში ,,გადასვლას“ სთხოვს და კრიტიკულად გააანალიზებინებს
მათ მიერ შედგენილი გეგმის თითოეულ პუნქტს მეთოდისათვის დამახასიათებელი (დისნეის ,,აზროვნების სამი სკამი“) კონკრეტული კითხვებით:
v რა
აქვს ამ იდეას სუსტი მხარე? რა შეიძლება გაუმჯობესდეს და როგორ?
v იდეის
რისკები -- რამ შეიძლება შეუშალოს ხელი იდეის
რეალიზებას და რატომ?
v რა
გამოგვრჩა მხედველობიდან გეგმის შემუშავებისას? რა არ გავითვალისწინეთ?
v შევაჯამოთ
-- როგორ ვაფასებთ თავად ჩვენს წინადადებებს--იდეებს?
((მოსწავლეები
ამ აქტივობაში გამოიყენებენ წითელ წრეებს
-- ასოციაცია მძაფრ შეგრძნებებთან -- აგრესიის ფერთან, გაცხარებასა და სიბრაზესთან,
ასევე, კრიტიკულ მიდგომასთან).
სსსმ
მოსწავლე -- უპასუხებს
მასწავლებლის დასმულ კითხვას (ტექსტიდან):
1.
რა იცის ცოტნე დადიანზე?
აქტივობის
მიზანი:
ü საკუთარი შეხედულებების გამოხატვა მათთვის მნიშვნელოვან, პრობლემურ
საკითხზე მსჯელობის
დროს.
|
ინტერაქტივი -- მოსწავლის ცოდნაში კონფლიქტის გამოწვევა
|
მონაწილეობს მთელი კლასი
|
სახელმძღვანელო –– ვახტანგ როდონაიას... VI
კლასის ,,ქართული ენა და ლიტერატურა“;
Power
Point–ში მომზადებული კითხვები;
მოსწავლეთა მიერ დამზადებული წითელი
რგოლები.
აღნიშნული რესურსები მათ დასჭირდებათ თანმიმდევრულად
მიჰყვნენ კითხვებს და მეთოდის შესაბამისად, კითხვებით, გააანალიზონ ტექსტში დასმული
პრობლემის არსი, რაც საბოლოო ჯამში მათ კრიტიკულ აზროვნებასაც განავითარებს.
|
7
|
||||
6
|
მასწავლებელი
ორ მოსწავლეს მოაყოლებს შოთა ნიშნიანიძის
ლექს ,,ცოტნე დადიანს“ და ბოლოს სვამს კითხვას:
n საით
მიიჩქაროდა ცოტნე დადიანი?
მოსწავლეები ისაუბრებენ ცოტნე დადიანის გმირობაზე:
·
რაზე ოცნებობდა,
მათი აზრით, ამ დროს ცოტნე დადიანი?
·
გაამართლა თუ არა მისმა ,,ოცნება“-იდეამ რეალურად?
·
რა რისკის
წინაშე აყენებდა ამით ცოტნე დადიანი საკუთარ თავს?
სსსმ მოსწავლე --
მოუსმენს ამხანაგებს ლექსის მოყოლისას; ასევე, უპასუხებს, მოსწონს თუ არა ცოტნე დადიანის
საქციელი?
აქტივობის
მიზანი:
ü სხვადასხვა როლის მორგებით (მეოცნებე, კრიტიკოს, რეალისტი) უშუალო, ცოცხალი
განცდებისა და
საკუთარი შეხედულებების
გადმოცემა მოსწავლეთა მიერ.
|
პრეზენტაცია
-- ლექსის მხატვრული კითხვა;
კითხვა-პასუხი -- შეჯამება
|
საერთო საკლასო -- პრეზენტაცია-შეჯამება
|
სახელმძღვანელო –– ვახტანგ როდონაიას... VI
კლასის ,,ქართული ენა და ლიტერატურა“;
შოთა ნიშნიანიძის ლექსი ,,ცოტნე დადიანი“.
ეს რესურსები
მოსწავლეებს უფრო ღრმად გაააზრებინებს ჩვენი თავდადებული მამულიშვილის, ცოტნე დადიანის,
გმირობის მასშტაბურობასა და სასიცოცხლო მნიშვნელობას ჩვენი
ქვეყნისათვის.
|
5
|
||||
7
|
მასწავლებელი მოსწავლეებს
სთხოვს ქართველების გათავისუფლების ეპიზოდის
მიხედვით შექმნან ჩანახატი -- ,,ჩემი ფიქრები“ (პერსონაჟს შეთავაზებულთაგან თავად აირჩევენ მოსწავლეები -- ქართველი თავადი, ცოტნე დადიანი, ჩორმაღან
ნოინი).
სსსმ მოსწავლე -- გადაწერს
მასწავლებლის მითითებულ ფრაზას.
აქტივობის
მიზანი:
ü
ემპათია -- უშუალო, ცოცხალი
განცდისა
და დაკვირვებაზე დაფუძნებული
შეხედულებების
ფურცელზე გადატანა.
|
შემოქმედებითი თვითგამოხატვა - პრეზენტაცია
|
მონაწილეობს მთელი კლასი
|
სახელმძღვანელო –– ვახტანგ როდონაიას... VI
კლასის ,,ქართული ენა და ლიტერატურა“;
მოსწავლეთა საშინაო დავალების რვეულები და კალმები.
ყველა ეს რესურსი საჭიროა, რათა მოსწავლეებში ემპათია
გაჩნდეს და შემოქმედებითად აღიქვან სხვადასხვა
პერსონაჟის კუთხიდან მომხდარი ფაქტი.
|
6
|
||||
8
|
დავალება:
Ø დაწერონ
თემა -- მე და სამშობლო.
სსსმ მოსწავლე -- სახლში გადაწეროს მასწავლებლის
მიერ მონიშნული მონაკვეთი.
|
დავალების მიცემა საჭირო რეკომენდაციებით
|
საერთო საკლასო
|
Power
Point–ის პრეზენტაცია;
სახელმძღვანელო –– ვახტანგ როდონაიას... VI
კლასის ,,ქართული ენა და ლიტერატურა“.
რესურსები
მოსწავლეებს მისცემს საშუალებას, რომ სწორად მიიტანონ დავალება სახლში.
|
2
|
||||
9
|
შეფასება:
შეფასება, თვითშეფასება,
ურთიერთშეფასება -- გაკვეთილის
პროცესში ჩართულობის მათეული შეფასება -- ვინ იყო გაკვეთილზე
ყველაზე აქტიური ამა თუ იმ აქტივობაში.
მასწავლებლის
შესაბამისი უკუკავშირი.
განმსაზღვრელი––წინასწარ
შემუშავებული სქემის მიხედვით შეფასება (მოსწავლეებმა წინასწარ იციან სქემის კრიტერიუმები).
განმავითარებელი:
v მასწავლებლის ზეპირი
კომენტარი;
v ,,გასვლითი ბარათები“:
(გაკვეთილის
შესაჯამებლად და მომდევნო გაკვეთილისათვის
გასათვალისწინებლად):
1.
ერთი
რამ, რაც მნიშვნელოვანი იყო ამ გაკვეთილში;
2.
რა
მაინტერესებს?
|
შეფასება წინასწარ შემუშავებული
სქემებით
|
საერთო საკლასო
|
მასწავლებლის მიერ წინასწარ
გამზადებული შეფასების სქემები --(ვრცელი,
რომელსაც წინასწარ იცნობენ მოსწავლეები და საგაკვეთილოდ მოდიფიცირებული (იგივე სქემა));
მასწავლებლის მიერ წინასწარ Word–ში მომზადებული ,,გასვლითი ბარათები“.
რათა შეფასების სქემებით მოსწავლეებმა
განსაზღვრონ რომელი კრიტერიუმებით ფასდებიან კონკრეტულ გაკვეთილზე და რაში დაიმსახურეს
განმავითარებელი თუ განმსაზღვრელი შეფასებები.
ხოლო ,,გასვლითი ბარათებით“ თავად გააანალიზონ,
რაში სჭირდებათ მასწავლებლის დახმარება.
|
2
|
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი
შედეგები:
Ø
მოსწავლეები იდეების გენერირების გზით შეადგენენ
კოხტასთავის შეთქმულების სავარაუდო გეგმას;
Ø
ასევე,
გააანალიზებენ ვერსიების განხორციელების შესაძლო გზებსა და საშუალებებს;
Ø
კრიტიკულად
შეაფასებენ შემოთავაზებულ ვერსიებს.
სსსმ მოსწავლე:
·
დააფიქსირებს
საკუთარ აზრს ნაწარმოების შესახებ.
შეფასება:
შ ე ფ ა ს ე ბ ი ს რ უ ბ რ ი კ ა
მთელი კლასის შეფასება -- გაკვეთილზე ჩართულობა–პრობლემის შემოქმედებითად
გადაჭრა
N
|
1-3 ქულა
|
4-6 ქულა
|
7-8 ქულა
|
9-10 ქულა
|
ნაწარმოებ
,,ცოტნე დადიანის თავგანწირვაში“ პრობლემის
გამოკვეთა
|
მოსწავლე არ/ვერ გამოკვეთს ნაწარმოებში წამოჭრილ პრობლემას.
|
მოსწავლე მეტ-ნაკლებად გამოკვეთს ნაწარმოებში წამოჭრილ პრობლემას.
|
მსჯელობისას მოსწავლე კარგად გამოკვეთს ნაწარმოებში წამოჭრილ პრობლემას, თუმცა
ზოგჯერ აზრის სათანადოდ დასაბუთება უჭირს.
|
მსჯელობისას მოსწავლე ძალიან კარგად გამოკვეთს ნაწარმოებში წამოჭრილ პრობლემას, საკუთარ
აზრს ასაბუთებს შესაბამისი მაგალითებით.
|
პრობლემის
გადასაჭრელი ვერსიის შემუშავება
|
მოსწავლე არ/ვერ სახავს მოთხრობაში დასმული პრობლემის გადაჭრის სავარაუდო გზებს.
|
მოსწავლე მეტ-ნაკლებად სახავს მოთხრობაში დასმული პრობლემის გადაჭრის სავარაუდო გზებს.
|
მოსწავლე სახავს მოთხრობაში დასმული
პრობლემის გადაჭრის სავარაუდო გზებს და შეუძლია
თავისი პოზიციის დასაბუთებაც.
|
მოსწავლე არგუმენტირებულად სახავს მოთხრობაში
დასმული პრობლემების გადაჭრის სავარაუდო
გზებს, მისი არგუმენტები ყოველთვის მყარი და დამაჯერებელია.
|
აზრის
დასაბუთება საჭირო არგუმენტებით
|
მოსწავლე თითქმის არ მონაწილეობს არანაირ მსჯელობაში. ვერ გამოაქვს სწორი დასკვნები.
|
მოსწავლე ნაწილობრივ მონაწილეობს მსჯელობაში. უჭირს სწორი დასკვნების გამოტანა ან დასაბუთება.
|
მოსწავლე საკმაოდ აქტიურად მონაწილეობს მსჯელობაში. შეუძლია არგუმენტირებულად
დაასაბუთოს საკუთარი აზრი (ზოგიერთ შემთხვევაში).
|
მოსწავლე აქტიურად მონაწილეობს მსჯელობაში. არგუმენტირებულად ასაბუთებს საკუთარ აზრს. თითქმის ყოველთვის
გამოაქვს სწორი დასკვნა.
|
გაკვეთილზე
ჩართულობა
|
თითქმის არც ერთ აქტივობაში
არ/ვერ ერთვება.
|
ცდილობს ჩართვას, თუმცა ხშირად ვერ სცემს კითხვებზე შესაბამის
პასუხებს ან უჭირს.
|
ერთვება აქტივობებში, თუმცა ხანდახან
ვერ სცემს კითხვებზე შესაბამის პასუხებს ან პასუხები ზერელეა.
|
აქტიურადაა ჩართული საგაკვეთილო
პროცესში. მისი პასუხები არის დასმული საკითხის
შესაბამისი.
|
სსსმ მოსწავლის შეფასება -- საკუთარი აზრის დაფიქსირება ნაწარმოების შესახებ
N
|
5–6 ქულა
|
7–8 ქულა
|
9–10 ქულა
|
კითხვებზე
პასუხი
|
ნაკლებად პასუხობს დასმულ შეკითხვებს.
|
მეტ-ნაკლებად პასუხობს დასმულ შეკითხვებს.
|
სწორად პასუხობს დასმულ შეკითხვებს.
|
გაკვეთილზე ჩართულობა
|
ცდილობს ჩართვას აქტივობებში.
|
ერთვება აქტივობებში.
|
აქტიურობს და ერთვება საგაკვეთილო აქტივობებში.
|
No comments:
Post a Comment