Thursday, April 18, 2019

პროექტი -- საქართველოს ,,ტაო-კლარჯეთი" უბისა


სურათები:


პროექტი -- საქართველოს ,,ტაო-კლარჯეთი“ უბისა

სასწავლო პროექტის ავტორი
სახელი, გვარი
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ასმათ ჩიტორელიძე
ქალაქი/რაიონი/დაბა, სოფელი
ქალაქი თერჯოლა
სკოლა
ქალაქ თერჯოლის N1 საჯარო
პროექტის მონახაზი
პროექტის დასახელება
საქართველოს ,,ტაო-კლარჯეთი“ უბისა
პროექტის შინაარსი
      მოსწავლეები ამ პროექტის ფარგლებში წინასწარ მოიძიებენ ინფორმაციას და შემდგომ ნახავენ საქართველოს ძველ (VIIIIX ს.ს.–ის) უდიდეს ხუროთმოძღვრულ ძეგლ უბისას; ჩასწვდებიან საქართველოს სულიერი მამის პატრიოტულ–მოქალაქეობრივ ფასეულობებს, მიზნებსა და მისწრაფებებს; პატივისცემა გაუღრმავდებათ საკუთარი ისტორიისა; ტაძარს არ შეხედავენ, როგორც მხოლოდ სალოცავ ადგილს -- მას არქიტექტურული, კულტურული, ისტორიული მხრიდან დაინახავენ; ამ მონასტერში ტაო-კლარჯეთის ცნებას გაამთლიანებენ.
საგანი/საგნები
ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია
საფეხური/კლასი
საშუალო საფეხური, X კლასი
პროექტის განხორციელების დრო
ერთი  კვირა (28.01.2019 -- 04.02.2019)
პროექტის საფუძვლები
საგნობრივი სტანდარტები
ქართ. X. 9. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ნაწარმოების გაანალიზება.
·         აკავშირებს მხატვრულ ნაწარმოებს ისტორიულ კონტექსტთან და თანამედროვეობასთან (მსჯელობს იმის შესახებ, თუ როგორ აისახა ისტორიული ვითარება, ეპოქის კულტურული და ლიტერატურული ტრადიციები ამა თუ იმ ნაწარმოებში).
მოდიფიცირებული (სსსმ) -- მარტივად  ისაუბრებს ისტორიულ ძეგლზე მოძიებული ინფორმაციის საშუალებით.
ისტ.X.6. მოსწავლეს შეუძლია   აანალიზს პირველად და მეორად წყაროები.
  • ისტორიული წყაროდან მიღებულ ინფორმაციას აჯგუფებს საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროს (პოლიტიკა, ეკონომიკა, კულტურა, რელიგია, სოციალური ურთიერთობები) მიხედვით;
მოდიფიცირებული (სსსმ) -- მარტივად ისაუბრებს ნანახზე.
პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები
     მოსწავლეები მოიპოვებენ ინფორმაციას უბისის ისტორიული წარსულისა და დღევანდელობის შესახებ, რათა შეძლონ მასალის კლასიფიკაცია, ანალიზი და სინთეზი საჭიროებისამებრ;
      რეალურად ნახავენ უბისის მონასტერს;           
      ისაუბრებენ  გრიგოლის, ერის წინამძღვრის, პატრიოტულ–მოქალაქეობრივ ღირებულებებზე;
     ისაუბრებენ ნანახზე და განიხილავენ ტაო-კლარჯეთთან კონტექსტში კულტურულ-ისტორიული კუთხით.
სსსმ მოსწავლე:
Ø  მოიძიებს ინფორმაციას და ამხანაგების დახმარებით წარმოადგენს მას;
Ø  ექსკურსიის შემდეგ ისაუბრებს ნანახსა და აღძრულ შთაბეჭდილებებზე.
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
ზოგადი კითხვა


1.როგორ ფიქრობთ, რამ მოიყვანა ჩვენი სამშობლო დღემდე?
2.შეუძლია თუ არა ერთ ადამიანს შეცვალოს ისტორია?
თემატური კითხვები

1.რამდენად იმოქმედა ისტორიამ ლიტერატურაზე?
2.როგორ შეცვალეს ძლიერმა ლიდერებმა ჩვენი ისტორია?
3.რა როლი ეკისრება ეკლესიის მესვეურთ ქვეყნის მართვაში?
შინაარსობრივი კითხვები


1.რით იყო გამორჩეული გრიგოლ ხანძთელი, როგორც პიროვნება, საეკლესიო მოღვაწე, მამულიშვილი, ლიდერი?..
2.როგორი პოლიტიკურ–სოციალური გარემო იყო საქართველოში VIII-IX საუკუნეებში?
3.როგორია ტაო–კლარჯეთის დღევანდელი მდგომარეობა? უბისისა? (განსხვავების განმაპირობებელი ფაქტორები?)
4. რით შეიძლება დავუკავშიროთ ეს ნაწარმოები (ძეგლები: ტაოსა და უბისაში) დღევანდელობას?
5.ამ ეპოქას როგორ აღწერს ისტორია და როგორ კონკრეტული ლიტერატურული წყარო?
შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო (შეფასების სტრატეგიები)
პროექტის მსვლელობის ეტაპები
შეფასების მეთოდ(ებ)ი
შეფასების საშუალება/ინსტრუმენტ(ებ)ი
პროექტის დასაწყისში
1.ვიცი––მინდა ვიცოდე––ვისწავლე;
2.დაფიქრდი––დააწყვილე––გაუზიარე
1.დაფაზე დაწერილი ან სიტყვები;
2.კითხვები
პროექტის მსვლელობისას
1.თვითშეფასება და რეფლექსია;
2. ვიდეო–ფოტო ჟურნალები
1.შეფასების რუბრიკა;
2.ფოტოები, ვიდეოები
პროექტის დასრულების შემდეგ
შთაბეჭდილება -- მსჯელობა-დისკუსია;
ვიდეო-ფოტო არქივი
შეფასების რუბრიკები და ქულების მინიჭების ფორმები
შეფასების მოკლე მონახაზი
       პროექტს ვიწყებ KWL დიაგრამით, რომელიც მოსწავლეებს ეხმარება იმის გააზრებაში, თუ რა იციან აღნიშნული საკითხის შესახებ, რა სურთ გაიგონ და რა ისწავლეს. ამ დიაგრამით იმასაც განსაზღვრავენ, რა სჭირდებათ, რომ სიღრმისეულად შეისწავლონ საკითხი. ცოდნის ორგანიზებისა და თანაკლასელის აზრის გათვალისწინების მიზნით, საანალიზო საკითხის უკეთ აღსაქმელად და მაღალ სააზროვნო უნარებზე გასასვლელად  ასევე გამოვიყენებ მეორე მეთოდს: დაფიქრდი––დააწყვილე––გაუზიარე, რათა საბოლოოდ შეაჯამონ აზრები თანაკლასელთან ერთად. ეს მეთოდი ცოდნის ორგანიზებასაც უწყობს ხელს.
      პროექტზე მუშაობისას გამოვიყენებ თვითშეფასებასა და რეფლექსიას, რათა შეაფასონ თავიანთი პროგრესი, აზროვნება და  სწავლა, და როგორც საჭიროა, იმის მიხედვით შეეცადონ მეთოდების გაუმჯობესებას. რისთვისაც გამოვიყენებ ჩეკლისტსა და მინიშნებებს. ექსკურსიის დღეს შევადგენინებ ვიდეო–ფოტო ჟურნალს, რადგან ეს ჟურნალი პროგრესის,  რეფლექსიებისა და უნარების გამოვლენის ვიზუალურ დოკუმენტაციას წარმოადგენს.
      პროექტის დასასრულს კი შემნილი პროდუქტებით გამოჩნდება მათი მუშაობის შედეგი. ისინი  ასევე შთაბეჭდილებების გაზიარებით -- მსჯელობა-დისკუსიითა და რეფლექსიით დაასრულებენ თავიანთ პროექტს.   
სხვა საკითხები
წინარე ცოდნა
         მათ უკვე იციან ჰაგიოგრაფიული ნაწარმოები ,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“, ზოგადი წარმოდგენა აქვთ ტაო-კლარჯეთისა და უბისის (ინტერნეტით) შესახებ, იციან ინტერნეტში ინფორმაციის გადაგზავნა და მასალის ძიება, ვიდეოების გადმოწერა-დამუშავება (საჭიროებისამებრ).
სასწავლო პროცედურები
1.       იდეის მიწოდება და მოსწავლეთა მზაობის შეფასება (პირველი დღე -- 28.01):
მთავარი მეთოდი იქნება ის, რომ მათ მივანიჭებ სრულ თავისუფლებას (თუმცა გარკვეული მიმართულებითა და განსაზღვრული მიზნებით უნდა იმუშაონ), იმოქმედონ ისე, როგორც თვითონ მიაჩნიათ საჭიროდ. მათ ევალებათ ინფორმაციის მოძიება, კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენება, ინტერნეტინფორმაციის დახარისხება, შემდეგ პრეზენტაცია-მსჯელობით კლასის წინაშე წარდგენა.  
2.       დავალებების დანაწილება (პირველი დღე -- 28.01):
დავალებებს დავანაწილებ შემდეგნაირად:
მოსწავლეები მოიძიებენ ინტერნეტმასალას უბისის მონასტრის შესახებ;
მოძიებულ ინფორმაციას ზეპირი გზით წარმოადგენენ კლასში და საერთო მსჯელობით გავასრულყოფილებთ უბისის შესახებ მოძიებულ მასალას კლასში, რათა ყველა მოსწავლისათვის მეტ-ნაკლებად ნაცნობი იყოს მიზანი და გარემოება ექსკურსიისა;
ასევე, მოსწავლეები უზრუნველყოფენ (გაარკვევენ) საექსკურსიო ტრანსპორტს (სკოლის ავტობუსი).
3.       მასალის მოძიებადახარისხება (პირველი-მესამე დღე --28.01 -- 30.01):
ინფორმაციას მოიძიებენ წიგნებში,  თუმცა ძირითადი რესურსი იქნება ინტერნეტი.
4.       მოძიებული მასალის პრეზენტაცია (მეოთხე დღე):
მოძიებული მასალის შეჯერება კლასში ურთიერთმსჯელობის ფონზე.
5.       საექსკურსიოდ ტრანსპორტისა და ფინანსების მოგვარება (მეორე-მეხუთე დღე -- 29.01 -- 01.02):
მოსწავლეებისა და მათი მშობლების მიერ ფინანსების ორგანიზება.
6.       ექსკურსია (მეხუთე დღე -- 01.02):
        გაკვეთილების შემდეგ მოსწავლეების წაყვანა უბისის მონასტრის სანახავად.
7.    ექსკურსიის შემდგომი მსჯელობა-შეფასებები (მეექვსე დღე -- 04.02):
       ისაუბრებენ   ტაო–კლარჯეთის ისტორიული წარსულისა და დღევანდელობის შესახებ და შეადარებენ უბისას;
       ისაუბრებენ  ერის წინამძღვართა პატრიოტულ–მოქალაქეობრივ ღირებულებებზე;
       შეაჯამებენ მთლიან მასალას დისპუტისა და მსჯელობა-დისკუსიის საშუალებით.
სსსმ მოსწავლე:
       მოიძიებს ინფორმაციას და ამხანაგების დახმარებით წარმოადგენს მას;
       ექსკურსიის შემდეგ ისაუბრებს ნანახსა და აღძრულ შთაბეჭდილებებზე.   
დიფერენცირებული სწავლება
სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეები
წინარე ეტაპი -- სსსმ მოსწავლე მოიძიებს მასალას; წარმოადგენს მოძიებულს, თუმცა ზეპირ პრეზენტაციას გააკეთებს კლასელების დახმარებით.
ასევე, ექსკურსიის შემდგომ ეტაპზეც -- გამოთქვამს თავის მოსაზრებას ნანახზე და შეძლებს აღძრულ შთაბეჭდილებაზე საუბარს რამდენიმე წინადადებით.
არაქართულენოვანი მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)
------------------
ნიჭიერი მოსწავლეები
შედარებით აქტიური მოსწავლეები ძირითადი ინფორმაციის წყარო იქნებიან კლასის სხვა მოსწავლეებისათვის მასალის მოძიებისა და ბოლო-შეჯამების პროცესში.
სასწავლო პროექტისთვის საჭირო რესურსები
აპარატურული უზრუნველყოფა (მონიშნეთ, რომელსაც პროექტის ფარგლებში გამოიყენებთ)
კომპიუტერ(ებ)ი
მეხსიერების ბარათი/ჩიპი
მობილური ტელეფონი
ფოტო/ვიდეო კამერა
პრინტერი
ინტერნეტკავშირი
პროექტორი
სკანერი
ვიდეოკონფერენციის მოწყობილობა
ლაზერული დისკი /ჩიპი
ტელევიზორი
სხვა ----------
პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ, რომელსაც პროექტის ფარგლებში გამოიყენებთ)
ტექსტური რედაქტორი
ელ. ფოსტა
ვებედიტორი
ელ. ცხრილები
 ვიდეო/აუდიო რედაქტორი
ტესტირების პროგრამა
გრაფიკული რედაქტორი
საგამომცემლო პროგრამა
ბლოგი
საპრეზენტაციო პროგრამა
ელ. ენციკლოპედია
 სხვა ----------
ვებბრაუზერი
ელ. კითხვარი

ბეჭდური მასალები
X კლასის სახელმღვანელო, სხვადასხვა წიგნი ტაო-კლარჯეთისა და გრიგოლის შესახებ (ენციკლოპედიები, კრიტიკები, ისტორიული ლიტერატურა).
ინვენტარი/მასალები
წიგნები,  კოპიუტერი, ინტერნეტი (სხვადასხვა ინტერნეტმასალა).
ინტერნეტრესურსები
 1.ტაო–კლარჯეთი ––საპატრიარქოს გვერდი
 3.გრიგოლ ხანძთელი–– ვიდეოკლიპი
https://www.youtube.com/watch?v=6pN32nRY21k ; https://www.youtube.com/watch?v=tCBBJru5Z3E ; 4. ტაო–კლარჯეთი –– ქართული არხი
5.ტაო–კლარჯეთის ძეგლები
და ა. შ.
სხვა რესურსები
კლასის დამრიგებელი; მასწავლებლები; მოსწავლეები სხვა კლასიდან; მიკროავტობუსი-მძღოლი; ფინანსები (5 ლარი თითო მოსწავლე -- უზრუნველყოფა მშობლების მხრიდან).