სოციალური პროექტი -- მიუსაფარი
ცხოველები, ძაღლები
სასწავლო პროექტის ავტორი
|
|||||||||
სახელი, გვარი
|
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ასმათ ჩიტორელიძე
|
||||||||
ქალაქი/რაიონი/დაბა,
სოფელი
|
ქ. თერჯოლა
|
||||||||
სკოლა
|
სსიპ ქალაქ თერჯოლის N 1 საჯარო სკოლა
|
||||||||
პროექტის მონახაზი
|
|||||||||
პროექტის დასახელება: მიუსაფარი
ცხოველები, ძაღლები
|
|||||||||
პროექტის სრული დასახელება: მიუსაფარი
ცხოველები, ძაღლები
|
|||||||||
პროექტის შინაარსი
|
|||||||||
პროექტის იდეა გაჩნდა არჩილ სულაკაურის მოთხრობა ,,ბიჭი და ძაღლის“ შესწავლის
შემდეგ, როდესაც მოსწავლეებმა ძალიან განიცადეს ნაწარმოების ფინალი (ძაღლის დაკარგვის
ამბავი). იდეის ჩამოყალიბებას კი ხელი ჩვენი სკოლის ეზოში შემოსული ასეთი დაუცველი
ცხოველების (ძაღლების) სიმრავლემ შეუწყო.
ამიტომ, გადავწყვიტეთ (მე და ჩემმა სადამრიგებლო კლასმა), რომ გაგვეხორციელებინა
პროექტი და გვეცადა მაინც ამ პრობლემაში გარკვევა, თუ რა შეიძლებოდა ამ კუთხით ჩვენგან
გაკეთებულიყო. სამოქმედო გეგმაც თავიდანვე დავსახეთ: ინფორმაციის მოძიება საკითხთან
დაკავშირებით -- რა ღონისძიებები ტარდებოდა რესპუბლიკის მასშტაბით ამ კუთხით; როგორ
უყურებდნენ ამ პრობლემას საკანონმდებლო დონეზე; რა კეთდებოდა კონკრეტულად რაიონში;
ვინ კურირებდა პრობლემის დასაძლევ ღონისძიებებს და ა.შ. სამუშაოც თავიდანვე ჯგუფებში დავანაწილეთ და შევუდექით ინფორმაციის
მოძიებას --
ქვეყნის, ხოლო პრობლემის კვლევას რაიონის მასშტაბით. პროექტში თავიდანვე ჩავრთეთ მშობლებიც, რომელთაც ინფორმაცია მოსწავლეებმა გადასცეს და
შემდეგ კრებაზე ერთობლივად, მშობლებსა და ბავშვებთან ერთად, განვიხილეთ საკითხი.
ასევე, უფროსკლასელი მოსწავლეებიც (მეათე-მეთორმეტე კლასის მოსწავლეები). სამომავლოდ ვგეგმავდით მერიისა და საზოგადოების
ჩართვასაც.
|
|||||||||
საგანი/საგნები
|
|||||||||
ქართული ენა და ლიტერატურა;
მათემატიკა; ხელოვნება; ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები; სადამრიგებლო საათი
-- მოქალაქეობრივი ცნობიერებისა და აქტივობის ამაღლება.
|
|||||||||
საფეხური/კლასი
|
|||||||||
დაწყებითი საფეხური/VIბკლასი
|
|||||||||
პროექტის განხორციელების
დრო
|
|||||||||
ოთხი
თვე: 26 ნოემბერი, 2018 წელი -- 22 მარტი, 2019 წელი.
|
|||||||||
პროექტის საფუძვლები
|
|||||||||
საგნობრივი სტანდარტები:
|
|||||||||
ქართული VI. 12.
მოსწავლეს
შეუძლია
მედიატექსტების
გაანალიზება;
აქვს
მულტიმედია
ტექსტებზე
მუშაობის
საწყისი
უნარ-ჩვევები
·
მიზნობრივი ტექსტების შესადგენად ინტეგრირებულად იყენებს სხვა დარგებში შეძენილ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს (განსაკუთრებით, რეკლამისა და პლაკატის დასამზადებლად);
·
თხზავს და სპეციფიკური წესების დაცვით აფორმებს სხვადასხვა ხასიათის საინფორმაციო ტექსტებს.
ქართული VI. 9.
მოსწავლეს შეუძლია პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით იმსჯელოს ნაწარმოებში ასახული მისთვის გასაგები და მნიშვნელოვანი პრობლემების შესახებ
·
გამოხატავს უშუალო, ცოცხალ განცდასა და დაკვირვებაზე დაფუძნებულ შეხედულებებს მისთვის მნიშვნელოვან, პრობლემურ საკითხზე მსჯელობის დროს.
ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები VI.1.
მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული
საშუალების შერჩევა და გამოყენება
ციფრული
მასალის შექმნისას.
·
ახდენს ტექსტური, გრაფიკული
და
აუდიო
მასალის
ეფექტიანად
კომბინირებას
მიზნის
შესაფერისი
ციფრული
მასალის
შექმნისას.
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება VI.5. მოსწავლეს შეუძლია დაგეგმოს და შეასრულოს სხვადასხვა სახის სამუშაო.
·
მონაწილეობს ერთობლივი შემოქმედებითი და საორგანიზაციო
გადაწყვეტილების მიღებაში;
·
ანაწილებს ფუნქციებს შესასრულებელი სამუშაოს მიზნიდან გამომდინარე.
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება VI.9. მოსწავლეს შეუძლია დაგეგმოს და მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა სახის ღონისძიებაში.
·
განსაზღვრავს სხვადასხვა ღონისძიების თემასა და მიზანს;
·
აწყობს და მონაწილეობს სხვადასხვა სახის აქციაში.
მათემატიკა VI.11. მოსწავლეს შეუძლია დასმული ამოცანის ამოსახსნელად საჭირო თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების მოპოვება.
·
ახდენს მზა ანკეტით/კითხვარით მითითებულ რესპონდენტთა გამოკითხვას და აგროვებს მონაცემებს;
·
ატარებს მარტივ სტატისტიკურ ექსპერიმენტს და აგროვებს მონაცემებს.
მათემატიკა VI.12. მოსწავლეს შეუძლია თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების მოწესრიგება და ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით წარმოდგენა.
·
ახდენს თვისობრივ და რაოდენობრივ მონაცემთა კლასიფიკაციასა და დალაგებას;
·
აგებს წრიულ და სვეტოვან დიაგრამებს.
მათემატიკა VI.13. მოსწავლეს შეუძლია თვისობრივ და რაოდენობრივ მონაცემთა ინტერპრეტაცია და ელემენტარული ანალიზი.
·
პოულობს მონაცემთა ერთობლიობაში არსებულ კანონზომიერებებს და მსჯელობს მათზე.
|
|||||||||
პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის
შედეგები
|
|||||||||
·
მოსწავლეების მიერ მიუსაფარი ძაღლების შესახებ მასალის მოძიება
და დამუშავება (ტექნოლოგიების
გამოყენება,..);
·
მზა
ანკეტით/კითხვარით რესპონდენტთა გამოკითხვა და მონაცემების შეგროვება;
·
მონაცემთა დამუშავება-დახარისხება-ანალიზი პროექტის მოთხოვნების
შესაბამისად;
·
სხვადასხვა ხასიათის საინფორმაციო ტექსტების შედგენა-გაფორმება;
·
სხვადასხვა სახის
აქციის მოწყობა (ინფორმაციის მიწოდება,..)
და მონაწილეობა (გამოკითხვა,
სხვადასხვა დაწესებულებიდან ინფორმაციის მოპოვება,..);
·
დამუშავებული ინფორმაციის საფუძველზე პროექტისათვის საჭირო პროდუქტების შექმნა (ბუკლეტი, კედლის გაზეთი,
პრეზენტაცია...) და საზოგადოებისთვის (უმცროსკლასელები, ხალხი,..) გაზიარება;
·
პროექტის განხორციელების შემდეგ ცნობიერების დონის ამაღლება
მიუსაფარი ცხოველების შესახებ როგორც მოსწავლეებში, ასევე საზოგადოებაში;
·
მოქალაქეობრივი ცნობიერებისა და აქტივობის ამაღლება;
·
ტოლერანტობისა
და ემპათიის/თანაგანცდის უნარების განვითარება მოსწავლეებში.
სსსმ მოსწავლე:
ü საკუთარი აზრის
დაფიქსირება (შესაძლებლობის ფარგლებში) პრობლემასთან დაკავშირებით;
ü ჯგუფთან ერთად
გარკვეული დავალებების შესრულება;
ü ძაღლების
გამოსახულებების გამოძერწვა ჯგუფის
პრეზენტაციისათვის;
ü პროექტის რესურსების
დამზადებისას მონაწილეობა შესაძლებლობისამებრ;
ü პროექტის ფარგლებში
შექმნილი რესურსების წარდგენა უმცროსკლასელთათვის;
ü პროექტის შემაჯამებელ
ღონისძიებაზე საკუთარი ნაძერწების წარდგენა.
|
|||||||||
მიმართულების მიმცემი
საკვანძო კითხვები
|
|||||||||
ზოგადი კითხვა
|
§ არის თუ არა დღეს პრობლემა მიუსაფარი
ცხოველების ქუჩაში უკონტროლოდ ყოფნა და როგორ უყურებენ ამ პრობლემას საკანონმდებლო დონეზე?
|
||||||||
თემატური კითხვები
|
v თუ გვიფიქრია როდესმე ჩვენს ქალაქში
არსებულ მიუსაფარ ცხოველებს რა საფრთხე ემუქრებათ? რა საფრთხის
შემცველნი არიან ისინი საზოგადოებისათვის?
v პრევენციის რა კონკრეტული ზომებია მიღებული პრობლემასთან საბრძოლველად? როგორაა დაცული
საზოგადოება ამ კუთხით არსებული საფრთხეებისგან (დაავადებული ცხოველები, დაკბენა
ცხოველებისაგან, ცოფი,..)?
|
||||||||
შინაარსობრივი კითხვები
|
პირადად ჩვენ რა შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენ წინაშე
არსებული საფრთხეებისგან თავის დასაცავად?
როგორ მოვამზადოთ საჭირო რესურსები და რა სახის ინფორმაცია
შეიძლება მივაწოდოთ ჩვენზე პატარებს,
საზოგადოებას,.. არსებულ
პრობლემებზე?
|
||||||||
შეფასების გეგმა
|
|||||||||
შეფასების დროის ჩარჩო(შეფასების სტრატეგიები)
|
|||||||||
პროექტის მსვლელობის ეტაპები
|
შეფასების მეთოდ(ებ)ი
|
შეფასების საშუალება/ინსტრუმენტ(ებ)ი
|
|||||||
პროექტის დასაწყისში
|
წინარე ცოდნის გასააქტიურებლად:
Ø ვიცი --
გავიგე -- მინდა ვიცოდე;
Ø იდეების
გენერირება;
Ø გონებრივი
იერიში;
Ø დაფიქრდი
-- დაწყვილდი -- გაუზიარე.
პროექტისათვის
საჭირო აქტივობების განსასაზღვრად:
Ø ჯგუფებისა და პროექტისათვის საჭირო ნაბიჯების ორგანიზება;
Ø პრეზენტაცია-ანგარიში;
Ø განხორციელებული აქტივობების მონიტორინგი მასწავლებლის მიერ.
|
მოსწავლეთა წინარე ცოდნისა და საჭიროებების
შეფასების ინსტრუმენტები:
·
დაფაზე დაწერილი საკვანძო სიტყვები;
·
სქემები;
·
შეფასების რუბრიკები.
საჭიროებები
-- პროექტის ეტაპების
განსაზღვრისათვის:
·
სამოქმედო გეგმის შემუშავება;
·
ჯგუფებად დანაწილება;
·
დავალებების დაყოფა;
·
მშობელთა და უფროსკლასელთა ინფორმირება და
პროექტში საჭიროებისამებრ ჩართვა;
·
მასწავლებლის მიერ განხორციელებული მონიტორინგი
დაკვირვებისა და შეფასების რუბრიკების მეშვეობით.
|
|||||||
პროექტის მსვლელობისას
|
ü ჯგუფური მუშაობის შეფასება;
ü მონაცემთა ანალიზი;
ü პრეზენტაციები;
ü ფოტო და ვიდეო ალბომები;
ü ინფორმაციის დახარისხება-ანალიზი;
ü განხორციელებული აქტივობების, პროგრესის, მონიტორინგი.
|
Ø გეზის
მიმცემი კითხვები;
Ø ინტერვიუები;
Ø ჩანაწერების
ჟურნალი -- ფოტო და ვიდეოალბომები;
Ø ინფორმაციის
მოძიება, კანონმდებლობის განსაზღვრა;
Ø ესეები;
Ø ჩანახატები;
Ø ინტერვიუები;
Ø საჭირო
ორგანიზაციების მოძიება;
Ø სურათების
გადაღება;
Ø პროექტის
მიმდინარე ეტაპების ამსახველი პრეზენტაციების ჩვენება;
Ø კითხვების
შემუშავება რესპოდენტებისათვის;
Ø ინფორმაციის
დახარისხება-ანალიზი;
Ø მასწავლებლის
მიერ განხორციელებული მონიტორინგი დაკვირვებისა და შეფასების რუბრიკების
მეშვეობით.
|
|||||||
პროექტის დასრულების შემდეგ
|
v ინფორმაციის დახარისხება-ანალიზი;
v პრეზენტაციები;
v ფოტო და ვიდეო ალბომები;
v ლექცია-ტრენინგები უმცროსკლასელთათვის;
v განხორციელებული აქტივობების მონიტორინგი; თვითშეფასება;
v საბოლოო პრეზენტაცია;
v ჯგუფური მუშაობის შეფასება-თვითშეფასება;
v შეჯამება-რეფლექსია.
|
·
ჩანაწერების ჟურნალი -- ფოტო და ვიდეოალბომები;
·
ფლაერების გავრცელება მოსწავლეებსა და
საზოგადოებაში;
·
ჯგუფური მუშაობის
თვითშეფასების რუბრიკა;
·
შეჯამება-რეფლექსია;
·
პროექტის შეფასების კითხვარი;
·
პროექტზე მუშაობის შეფასების რუბრიკა;
·
მასწავლებლის მიერ განხორციელებული მონიტორინგი
დაკვირვებისა და შეფასების რუბრიკების მეშვეობით.
|
|||||||
შეფასების მოკლე მონახაზი
|
|||||||||
პროექტს დავიწყებ გამოკითხვით, იდეების
გენერირებითა და გონებრივი იერიშით, რომელთა მიზანი იქნება მოსწავლეთა ინფორმირებულობის განსაზღვრა, მათი
ინტერესის გაღვივება, მუშაობის წინ მოტივაციის ამაღლება. პროექტის ყველა ეტაპზე შევამოწმებ მათ მუშაობასა და მიღებულ შედეგებს. საწყის ეტაპზე ,,ვიცი-გავიგე-მინდა ვიცოდე“ სქემის საშუალებით დავადგენ მათ საბაზისო ცოდნასა და მათ ინტერესებს აღნიშნულ თემასთან
დაკავშირებით, რაც, აგრეთვე, დამეხმარება მოსწავლეთა დიფერენცირებისათვის,
საჭიროებების გამოვლენისა და ანალიზისათვის.
პროექტის განმავლობაში
მოსწავლეთა აზროვნების ზედა დონის უნარ-ჩვევების ხელშეწყობისა და მათ მიერ თემატიკის გაგების ხარისხის
მონიტორინგისათვის გამოვიყენებ დაკვირვება-გამოკითხვასაც. პროექტის დასაწყისშივე
წარვუდგენ მათ ჯგუფური მუშაობის თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების რუბრიკებსა
და პროექტზე მუშაობის შეფასების რუბრიკას, რათა მუშაობის დაწყებამდე მიიღონ ინფორმაცია მათ მიმართ
პროექტის მოლოდინების შესახებ და შეეძლოთ მუშაობის განმავლობაში თავიანთი პროგრესის
კონტროლი. ასევე შეძლონ თავიანთი წვლილის
შეფასება პროექტზე მუშაობის განმავლობაში.
დადებითი და უარყოფითი მხარეების გამოვლენა კი მეც და მათაც დაგვეხმარება მომავალი
პროექტების ეფექტურად დაგეგმვა/განხორციელებაში.
ჯგუფური და ერთობლივი მუშაობის უნარ-ჩვევების შესაფასებლად გამოვიყენებ დაკვირვებას, როცა მოსწავლეები პროექტის პროდუქტებს
შექმნიან. მუშაობის პროცესში მოსწავლეებთან მუდამ მექნება კომუნიკაცია ინდივიდუალურად და ჯგუფურად, რათა მათ შეკითხვებს ვუპასუხო -- საჭიროებისას, შევაფასო მათი პროგრესი და დავაკვალიანო ისინი. მოსწავლეები ინფორმაციას პრეზენტაციით გააცნობენ
ერთმანეთს ყოველკვირეულად, საჭიროებისამებრ
შევცვლით დავალებებს, ანდა დავტოვებთ
იმავეს -- ახალი ინსტრუქციებით. ისინი გაუზიარებენ
უკუკავშირს ერთმანეთს პროექტის მსვლელობისა და დასრულების შემდეგაც. ბოლოს გამოვიყენებ
პროექტის შეფასების კითხვარსა და პროექტზე
მუშაობის შეფასების რუბრიკას, განმავითარებელი შეფასებისათვის.
ასევე შევაფასებთ (შეფასება-ურთიერთშეფასება)
მათ მიერ პროექტის მსვლელობისას შექმნილ სხვადასხვა პროდუქტს: დამუშავებულ ინფორმაციას;
ჩანაწერებს; პრეზენტაციებს; ესეებს; ჩანახატებს; მათ პრეზენტაცია-რეფლექსიებს;..
(რუბრიკები იხილეთ შეფასების რუბრიკების გვერდზე).
|
|||||||||
სხვა საკითხები
|
|||||||||
წინარე ცოდნა
|
|||||||||
მოსწავლეებს შესწავლილი აქვთ
,,ბიჭი და ძაღლი“; ფლობენ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს -- მათ
შეუძლიათ ინფორმაციის (ასევე ვიდეო-აუდიო მასალის) მოძიება, გადმოწერა, დამუშავება;
ტექსტის აკრება, ბეჭდვა-გადაგზავნა საჭიროებისამებრ; Power Point-ში
მუშაობა; ვიდეო-ფოტო
გადაღება; აქვთ პრეზენტაციის გამოცდილება; იციან ჩანახატის, ესეს წერა; შეუძლიათ
ინტერვიუსათვის კითხვების შედგენა და ინტერვიუს წარმართვა; ასევე, შეუძლიათ მარტივად
მონაცემთა ანალიზის შედგენა და სხვადასხვა სახის დიაგრამით მონაცემების გამოხატვა.
|
|||||||||
სასწავლო პროცედურები
|
|||||||||
1. პროექტის
დაწყება (26 ნოემბერი, 2018წელი) -- კლასსაათზე:
იდეის მიწოდების შემდეგ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოსწავლეები
დაამუშავებენ სქემას ,,ვიცი-გავიგე-მინდა ვიცოდე“. იდეების გენერირებითა და გონებრივი
იერიშით კლასის ბაზაზე დადგინდება, რა
იციან მოსწავლეებმა მიუსაფარ ცხოველებთან (ძაღლებთან) დაკავშირებით,
გაიხსენებენ შესწავლილ მასალასაც--მოთხრობას, და შეავსებენ სქემას, რომლიდანაც
ძირითადად მესამე პუნქტი, რა მინდა
ვიცოდე, ესაა განსაკუთრებით საინტერესო
პროექტის დასაწყისში, რათა მსვლელობისას მოსწავლეთა ინტერესები სრულად
იქნეს გათვალისწინებული და ამ პუნქტში გამოტანილი საკითხები შევიდეს პროექტის
გეგმაში. შემდეგი ეტაპი იქნება
,,დაფიქრდი-დაწყვილდი-გაუზიარე“, -- ეს სქემა მოსწავლეებს სამოქმედო
გეგმის განსაზღვრაში დაეხმარება.
პირველ ეტაპზე იდეებს
განიხილავენ და შეაფასებენ ერთობლივად, კლასში, რა შეუძლიათ და როგორ განახორციელონ;
განაწილდებიან ჯგუფებში მოსწავლეები, ასევე, გაინაწილებენ დავალებებს ჯგუფებში. გაიწერება სამოქმედო გეგმა პროექტის
დასაწყისისათვის.
მოსწავლეები გაეცნობიან
პროექტის შეფასების რუბრიკებსაც.
პირველი დავალებები
(ერთი კვირის განმავლობაში შესასრულებლად):
Ø სურათების გადაღება
რაიონის ქუჩებში არსებული უპატრონო ძაღლებისათვის;
Ø ზოგადი ინფორმაციის
მოძიება მიუსაფარ ცხოველებზე;
Ø საზოგადოებისათვის ამ
საკითხთან დაკავშირებით დასასმელი კითხვების შემუშავება.
2. შესრულებული სამუშაოს ანგარიში კლასის წინაშე
და შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვა (5 დეკემბერი, 2018 წელი):
ü
კვირის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს პრეზენტაციით წარმოდგენა
(Power Point-ით, ზეპირი პრეზენტაციით ან წერილობითი სახით -- ფორმას თავად
ირჩევენ) კლასის წინაშე;
ü
შეფასება ერთმანეთის ნამუშევრისა (ჯგუფის);
ü
მაღალკლასელი მოსწავლეების ინფორმირება. ასევე, ჩართვა სურათების
გადაღებასა და საკითხის მოსაგვარებლად საქართველოში გატარებული ღონისძიებების
მოძიებასა და მოწოდებაში;
ü
მშობელთა კრებაზე (5.12) მშობლებისათვის ინფორმაციის მიწოდება და მშობლების ჩართვა
შესაბამის საქმიანობაში (სურათების გადაღება ცხოველებისათვის, ინფორმაციის
მოძიებაში დახმარება შვილებისათვის; ინტერვიუებში დახმარება; სხვადასხვა
ორგანიზაციაში (სადაც მუშაობენ) საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციის
მიღება-დაზუსტება და მოსწავლეთა შეხვედრების ორგანიზება მიუსაფარი ცხოველების
პრობლემასთან უშუალოდ დაკავშირებულ
პირებთან);
ü
განხილვა და დაზუსტება ინტერვიუების კითხვებისა (შეიძლება კითხვები
განსხვავებული ჰქონდეთ ჯგუფებს).
3. პროექტის შემდგომი დავალებები-ნაბიჯები
(5 დეკემბერი, 2018 წელი -- 19 დეკემბერი,
2018 წელი):
·
სურათების გადაღება რაიონის ქუჩებში არსებული უპატრონო ძაღლებისათვის
(ისევ);
·
ზოგადი ინფორმაციის მოძიება მიუსაფარ ცხოველებზე;
·
საზოგადოებისაგან ამ საკითხთან დაკავშირებით ინტერვიუების აღება;
·
მაღალკლასელი მოსწავლეებისგან
მიღებული ინფორმაციების კლასისთვის წარდგენა და საკუთართან შეჯერება;
·
მშობლებისაგან
მოძიებული და დაზუსტებული ინფორმაციების ჯგუფში, მასწავლებელთან წარდგენა.
ü
10
დეკემბრის -- ცხოველთა დაცვის საერთაშორისო
დღის, კლასში დისკუსია-დისპუტით აღნიშვნა.
ü
3.1 პირველადი შედეგების განხილვა-შეფასება
(19 დეკემბერი, 2018 წელი):
o პრეზენტაცია (Power Point-ით,
ზეპირი პრეზენტაციით ან წერილობითი სახით -- ფორმას თავად ირჩევენ);
o შეფასება;
o ურთიერთშეფასება.
4. მოძიებული
მასალის დახარისხება (19 დეკემბერი, 2018 წელი -- 29 დეკემბერი, 2018 წელი):
§ მონაცემთა ანალიზის მომზადება მათ მიერ შექმნილი
სურათების ბაზაზე (რამდენი ასეთი ძაღლი დაფიქსირდა რაიონის ტერიტორიაზე; უფრო
მეტად რომელ ადგილებში), რაოდენობრივი
მონაცემების საფუძველზე დიაგრამების
შედგენა ჯგუფების მიერ (საჭიროების
შემთხვევაში მათემატიკის მასწავლებლის დახმარებით) და კლასის საინფორმაციო
გვერდზე განთავსება.
შეფასება (29 დეკემბერი, 2018 წელი):
§ მიღებული
ინფორმაციის Power Point-ით კლასისთვის წარდგენა;
§ შეფასება-ურთიერთშეფასება;
§ არდადეგებისათვის მუშაობის
გაგრძელება და ახალი
ინფორმაციების ჩანიშვნა.
5. პროექტზე მუშაობის გაგრძელება
(21 იანვარი, 2019 წელი -- 4 თებერვალი, 2019 წელი):
ü სხვადასხვა სამსახურში (სკოლა, საკრებულო, კომუნალური, საავადმყოფო, პოლიცია,
მაღაზიები, სასადილოები,..) პრობლემის
შესახებ ინტერვიუები, მშობლების ორგანიზებითა და მათთან ერთად;
ü საინფორმაციო პლაკატების მომზადება საკლასო სტენდისათვის;
ü 25.01. 2019 -- ინტერნეტში პოსტის, მოწოდების განთავსება, უფრო ფართო საზოგადოების ჩასართავად;
ü ცხოველთა დაცვის საზოგადოებასთან დაკავშირება --
ინფორმაციის გაცვლა;
ü შედეგების პრეზენტაცია-წარდგენა კლასის წინაშე;
ü შედეგების
განხილვა.
6. შემდგომი ნაბიჯები (4 თებერვალი,
2019 წელი -- 15 თებერვალი, 2019 წელი):
v პოსტერების, ბუკლეტების, ესეებისა და
ჩანახატების, ნაძერწების
მომზადება-გამოფენა კლასში;
v
მიღებული ინფორმაციის
ერთობლივ პროდუქტად თავმოყრა;
v
პრეზენტაცია-წარდგენა
კლასის წინაშე;
v
შეფასება-ურთიერთშეფასება.
7. შედეგების
საბოლოო თავმოყრა-გაზიარება (15 თებერვალი, 2019 წელი -- 4 მარტი, 2019 წელი -- თუმცა ჩემი ავადმყოფობის
გამო ეს ვადები შეიცვალა და ასე ჩამოყალიბდა:4 მარტი, 2019 წელი --22 მარტი,
2019 წელი):
¯ ცხოველთა დაცვის საზოგადოებასთან დაკავშირება: ტრენინგი -- ორგანიზაციისაგან და პრეზენტაციის
გამართვა -- მოსწავლეებისაგან;
¯ საინფორმაციო ფლაერების დამზადება-დარიგება
საზოგადოებისათვის;
¯ საინფორმაციო მასალის მომზადება სემინარისათვის
მეოთხე და მეხუთე (ოთხ კლასში) კლასებში -- პრეზენტაციებზე მუშაობა;
¯ პრეზენტაციების წარდგენა, გამოცდილების
გაზიარება, პრობლემებზე საუბარი, საფრთხეებსა და რისკებზე აქცენტის გაკეთება და
უმცროსკლასელთა ინფორმირებულობა; ასევე,
ფლაერების დარიგება მათთვის;
¯ პროექტის შეჯამება-რეფლექსია მშობლებთან ერთად (22 მარტი);
¯ მასწავლებლის მიერ განხორციელებული პროექტის
შეფასება თვითშეფასების მიზნით.
სსსმ მოსწავლე:
o დააფიქსირებს საკუთარ აზრს საკითხზე;
o გამოძერწავს ძაღლების მინიატურულ გამოსახულებებს;
o გააფერადებს საკლასო სტენდისათვის საჭირო
რესურსებს;
o უმცროსკლასელებთან პრეზენტაციისას წარადგენს
ჯგუფის მიერ მომზადებულ მასალებს;
o პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებაზე წარმოადგენს
საკუთარ ნაძერწებს.
|
|||||||||
დიფერენცირებული სწავლება
|
|||||||||
სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეები
|
სსსმ მოსწავლე (კლასში
არის ერთი სსსმ მოსწავლე) დაესწრება პროექტისათვის დავალებების განაწილების პროცესს
-- ის განაწილდება ერთ-ერთ ჯგუფში. ის დააფიქსირებს
საკუთარ აზრს, რომ ცოდვაა ასეთი ცხოველები და არავინ უნდა სცემოს მათ.
პროექტის მსვლელობის
პროცესში მას შევთავაზებთ, რომ დაამზადოს
ძაღლების მინიატურული გამოსახულებები
,,პლასტელინით“ (მას ძერწვა ძალიან უყვარს). მას სამუშაო მასალას მივუტან მე და იგი
დიდი ენთუზიაზმით დაამზადებს ძაღლების რამდენიმე გამოსახულებას. კედლის გაზეთების გაფორმებისას მარტივი გასაფერადებელი მასალებით გააფერადებს
სურვილის მიხედვით.
ჯგუფის პრეზენტაციებისას
ვეცდებით, რომ საკუთარი დამოკიდებულება მანაც გამოხატოს საკითხისადმი -- ჩემ მიერ
დასმული კითხვებით ის მეტ-ნაკლებად დააფიქსირებს საკუთარ აზრს, კლასელთა დახმარებით.
მას მონაწილეობას ვერ მივაღებინებთ
ინტერვიუებში (მოსწავლეები მარტო ვერ გაიყოლებენ მას, ანდა თუ თვითონ არ სურს), თუმცა
საკლასო აქტივობებში შეძლებისდაგვარად ჩავრთავთ.
უმცროსკლასელთა ტრენინგ-ინფორმირებისას
ის იქნება თანაკლასელებთან, ჯგუფის წევრებთან, წარადგენს ფორმატს, აჩვენებს ფორმატზე
მოცემულ მასალას უმცროსკლსელებს.
პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებაზე წარმოადგენს საკუთარ ნაძერწებს.
|
||||||||
არაქართულენოვანი მოსწავლეები
|
ასეთი მოსწავლეები არ მყავს.
|
||||||||
ნიჭიერი მოსწავლეები
|
რაც შეეხება ასეთ მოსწავლეებს,
პირველად ვიტყვი იმას, რომ კლასის ყველა მოსწავლე აქტიურია და ასევე ჩაერთვება პროცესში. ყველა ხალისითა
და ენთუზიაზმით შეასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს.
შედარებით აქტიური მოსწავლეები
-- ისინი
შეითავსებენ ლიდერის ფუნქციას ჯგუფებში და ძირითადი ინფორმაციის წყარო, გეზის მიმცემი იქნებიან კლასის სხვა მოსწავლეებისათვის მასალის
მოძიებისა და ბოლო-შეჯამების, პროცესში.
ხოლო სსსმ მოსწავლის ჩართვა პროექტის აქტივობებში (ჩემი კონტროლით) სრულიად ასეთი
მოსწავლის უნარებზე იქნება დამოკიდებული (სსსმ მოსწავლეს გავანაწილებთ იმ ჯგუფში,
რომელშიც ის ლიდერი მოსწავლე იქნება, რომელთანაც სსსმ
მეტად ითანამშრომლებს).
მონაცემთა ანალიზისას, ჯგუფის
მიერ დამუშავებული ინფორმაციით დიაგრამების აგებაც ასეთი მოსწავლეების ხელმძღვანელობით
უნდა განხორციელდეს.
ბოლო საპრეზენტაციო მასალის
გადამუშავება-დაკორექტირებასაც
ეს მოსწავლეები გაუწევენ ორგანიზებას, რათა ტრენინგ-სემინარიცა და მშობლების წინაშე
პრეზენტაციებით ინფორმაციულადაც და შინაარსობრივადაც გამართული იყოს, რა თქმა უნდა,
ჩემი დახმარებით (საჭიროებისას).
|
||||||||
სასწავლო პროექტისთვის
საჭირო რესურსები
|
|||||||||
აპარატურული უზრუნველყოფა(მონიშნეთ,
რომელსაც პროექტის
ფარგლებში გამოიყენებთ)
|
|||||||||
კომპიუტერ(ებ)ი
|
მეხსიერების ბარათი/ჩიპი
|
მობილური ტელეფონი
|
|||||||
ფოტო/ვიდეო კამერა
|
პრინტერი
|
ინტერნეტკავშირი
|
|||||||
პროექტორი
|
სკანერი
|
ვიდეოკონფერენციის მოწყობილობა
|
|||||||
ლაზერული დისკი /ჩიპი
|
ტელევიზორი
|
სხვა ----------
|
|||||||
პროგრამული უზრუნველყოფა(მონიშნეთ,
რომელსაც პროექტის
ფარგლებში გამოიყენებთ)
|
|||||||||
ტექსტური რედაქტორი
|
ელ. ფოსტა
|
ვებედიტორი
|
|||||||
ელ.ცხრილები
|
ვიდეო/აუდიო რედაქტორი
|
ტესტირების პროგრამა
|
|||||||
გრაფიკული რედაქტორი
|
საგამომცემლო პროგრამა
|
ბლოგი
|
|||||||
საპრეზენტაციო პროგრამა
|
ელ. ენციკლოპედია
|
სხვა ----------
|
|||||||
ვებბრაუზერი
|
ელ. კითხვარი
|
|
|||||||
ბეჭდური მასალები
|
არჩილ სულაკაურის ,,ბიჭი და ძაღლი“; სახელმძღვანელო –– ვახტანგ როდონაიას... VI კლასის ,,ქართული ენა და ლიტერატურა“; საკრებულოს მიერ
მოწოდებული ბუკლეტები.
|
||||||||
ინვენტარი/მასალები
|
ფოტო-ვიდეო გადამღები; ფორმატები; ლეპტოპები;
ფერადი ფურცლები; მარკერები; ფინანსები ( უზრუნველყოფა ჩემგან ან მშობლების
მხრიდან).
|
||||||||
ინტერნეტრესურსები
|
http://www.geocinema.ge/ge/index.php?filmi=190; https://www.youtube.com/watch?v=crELqTBOwxA; https://www.youtube.com/watch?v=PEBO82dFYpM;
www.dcfta.gov.ge/public/filemanager/agreement/sanitary/სრული%20ტექსტი.pdf;
|
||||||||
სხვა რესურსები
|
საველე ვიზიტები, რაიონის სხვადასხვა დაწესებულება; მოსწავლეები სხვა კლასიდან/სკოლიდან; ადგილობრივი თემის/საზოგადოების წარმომადგენლები,
მშობლები.
|
||||||||
შეფასების რუბრიკები:
პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა
ქულები
და კრიტერიუმები
|
10–9
|
8–7
|
6–4
|
3–1
|
სათქმელის
სიცხადე და საკითხის ამომწურავი გაშუქება
|
სათქმელს გადმოსცემს ნათლად;
აზრს აყალიბებს ლოგიკურად; საკითხს აშუქებს ამომწურავად.
|
სათქმელს გადმოსცემს ნათლად;
აზრს აყალიბებს ლოგიკურად; საკითხს აშუქებს თანმიმდევრულად.
|
სათქმელს გადმოსცემს; საკითხს
აშუქებს მეტ-ნაკლებად.
|
არ/ვერ გადმოსცემს სათქმელს.
|
გრამატიკულად
და აზრობრივად გამართული მეტყველება
|
გრამატიკულად გამართულად მეტყველებს,
მისი ლექსიკა მრავალფეროვანია და შემოქმედებითად იყენებს ენობრივ-გამომსახველობით
ხერხებსაც.
|
გრამატიკულად გამართულად მეტყველებს,
მისი ლექსიკა საკმაოდ მრავალფეროვანია.
|
იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ
წესებს, საუბრობს გამართულად.
|
ვერ იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ
წესებს, უჭირს გამართულად საუბარი.
|
კონტაქტი
აუდიტორიასთან
|
წარმატებით იყენებს არავერბალურ
საშუალებებს აუდიტორიასთან საკონტაქტოდ.
|
შესაბამისად იყენებს არავერბალურ საშუალებებს
აუდიტორიასთან საკონტაქტოდ.
|
მეტ-ნაკლებად იყენებს
არავერბალურ საშუალებებს აუდიტორიასტან საკონტაქტოდ.
|
ვერ ახერხებს აუდიტორიასთან კონტაქტს.
|
საპრეზენტაციო
მასალა, თვალსაჩინოება
|
საპრეზენტაციო მასალა მრავალფეროვანია
და თანმიმდევრულად ერწყმის პრეზენტაციას.
|
საპრეზენტაციო მასალა საკმაოდ მრავალფეროვანია.
|
საპრეზენტაციო მასალა მწირია
ან ნაკლებად შეესაბამება პრეზენტაციას.
|
საპრეზენტაციო მასალა არაა წარმოდგენილი
ან არ შეესაბამება პრეზენტაციას.
|
ესეს, ჩანახატის შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმი
|
1-3
|
4-6
|
7-8
|
9-10
|
ესეს/ჩანახატის პრინციპის დაცვა
|
ნაწერში ესეს/ჩანახატის
წერის პრინციპი დარღვეულია.
|
ნაწერში ესეს/ჩანახატის
წერის პრინციპი ნაწილობრივაა დაცული.
|
ნაწერი არის არგუმენტირებული და ესეს/ჩანახატის წერის
პრინციპი დაცულია.
|
ნაწერში მსჯელობა არგუმენტირებულია. ესეს/ჩანახატის წერის პრინციპი სრულადაა დაცული.
|
ორიგინალობა
(ორიგინალური აზროვნება, ზოგადი განათლება)
|
არ ჩანს ორიგინალური აზროვნება, არც
ზოგადი განათლება.
|
მინიმალურად ჩანს ორიგინალური
აზროვნება და არ ჩანს ზოგადი განათლება (ან პირიქით).
|
ნაწილობრივ ჩანს ორიგინალური
აზროვნება და შედარებით უკეთ ზოგადი
განათლება ან პირიქით.
|
მსჯელობაში კარგად ჩანს ორიგინალური
აზროვნება და ზოგადი განათლება.
|
ლოგიკა
და თანამიმდევრობა
|
აზრის თანმიმდევრობა
და ლოგიკა დარღვეულია ან საერთოდ არ ჩანს.
|
წინადადებები ერთმანეთს ლოგიკურად არ ებმის და თანმიმდევრობაც ნაწილობრივ დარღვეულია ან პირიქით.
|
აზრი ძირითადად კარგად
არის გადმოცემული,
ერთმანეთს ლოგიკურად ებმის და თანმიმდევრობაც დაცულია. აბზაცები ძირითად შემთხვევაში სწორადაა
გამოყოფილი.
|
აზრი მკაფიოდ და
გასაგებად არის გადმოცემული,
ერთმანეთს
ლოგიკურად ებმის და თანმიმდევრობაც დაცულია. ასევე დაცულია დასმული ამოცანის შესაბამისი
სტილი. აბზაცები სწორადაა გამოყოფილი.
|
გრამატიკულად
გამართულია თუ არა ნაწერი
|
აზრი გრამატიკულად გაუმართავია.
|
აზრი ნაწილობრივ გამართულია გრამატიკულად.
|
აზრი მთლიანობაში გამართულია
გრამატიკულად, თუმცა შეინიშნება მცირე ხარვეზები.
|
აზრი გამართულია გრამატიკულად, თუმცა შეინიშნება
უმნიშვნელო ხარვეზები.
|
პროექტის განხორციელების პროცესში მოსწავლეებზე
დაკვირვების ცხრილი
დაკვირვების საგანი
|
კომენტარები
|
შედგა თუ არა თანამშრომლობა ჯგუფში
|
|
იყვნენ თუ არა მოსწავლეები მოტივირებულები და რამ
განაპირობა მოტივაცია
|
|
აგრძელებდნენ თუ არა მოსწავლეები მუშაობას გაკვეთილების
შემდეგ
|
|
ჰქონდა თუ არა მათ შეხვედრებს პროექტის განხორციელებისას
სისტემატური და საქმიანი ხასიათი
|
|
იყვნენ თუ არა ჯგუფში პასიური მოსწავლეები და რა იყო
მათი პასიურობის მიზეზი
|
|
იმოქმედა თუ არა პროექტის განხორციელების პროცესმა
მათ მოსწრებაზე (თუ ––კი, მიუთითეთ კონკრეტული მაგალითები
|
|
ჯგუფური მუშაობა
ქულები / განმავითარებელი შეფასება
|
შეფასების კრიტერიუმები
|
1-2 ქულა
|
მოსწავლეს
არ შეუძლია ჯგუფში მუშაობა. მორიდებული და არაკონტაქტურია. უჭირს საკუთარი პოზიციის
გამოხატვა. თავს ვერ ართმევს მიცემული დავალების შესრულებას, არ შეუძლია და არც უნდა თავისი წვლილის შეტანა ჯგუფის მუშაობაში.
|
3-4 ქულა
|
მოსწავლე
დამოუკიდებლად ვერ ერთვება ჯგუფურ სამუშაოში, იშვიათად იჩენს ინიციატივას, გაუბედავად
აფიქსირებს საკუთარ აზრს. არასრულყოფილად ასრულებს მოცემულ დავალებას. ცდილობს, თუმცა
არ გამოუდის.
|
5-6 ქულა
|
შეუძლია
ჯგუფთან მუშაობა,კონტაქტურია. აქვს საკუთარი პოზიციის გამოხატვისა და სხვისი აზრის
მოსმენის უნარი. ასრულებს მიცემულ დავალებას. მიზნობრივად იყენებს დროს. ზოგჯერ უჭირს თავისი პოზიციის დაცვა, სხვისი აზრის გათვალისწინება
და ემოციების მართვა.
|
7-8 ქულა
|
კარგად
ართმევს თავს ჯგუფში მუშაობას,კონტაქტურია.
აქვს საკუთარი პოზიციის გამოხატვისა და სხვისი აზრის მოსმენის უნარი. დროულად და
შინაარსობრივად ასრულებს მიცემულ დავალებას.
აქვს ლიდერის თვისებები. შეუძლია სამუშაოს გონივრულად გადანაწილება ჯგუფის წევრებზე.
ცდილობს ემოციების მართვას.ზოგჯერ ერთპიროვნულია და უჭირს სხვისი აზრის გაზიარება.
|
9-10 ქულა
|
გონივრულად შეუძლია
ჯგუფში მუშაობა,კონტაქტურია. აქვს
საკუთარი პოზიციის გამოხატვისა და სხვისი აზრის მოსმენის უნარი. პასუხისმგებელია
სამუშაოს ხარიხსზე. კარგად ართმევს თავს სამუშაოს დაგეგმვასა და მოვალეობების გადანაწილებას.
აქვს ლიდერის თვისებები. ეხმარება ჯგუფის წევრებს სამუშაოს შესრულებაში. შეუძლია
ემოციების მართვა.
|
ურთიერთშეფასება
კითხვები
|
პასუხები
|
ჯგუფის ყველაზე აქტიური და პასიური წევრი
|
|
სასწავლო
პროექტზე მუშაობის პროცესში ეძებს საინტერესო მასალებს, აგროვებს და ახარისხებს
ინფორმაციას, ტექნოლოგიების საშუალებით
ქმნის თვალსაჩინოებებს და მონაწილეობს პრეზენტაციის მომზადებაში
|
|
კომუნიკაბელურია და არ ქმნის კონფლიქტურ სიტუაციებს
ჯგუფში
|
|
შემოიფარგლება
კონკრეტული თემით, ერთი მასალის შესრულების შემდეგ აქტიურად ერთვება ახალი მასალის
მოძიებაში
|
|
თანაგუნდელებს
გვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას, ჩვენთან ერთად ქმნის თვალსაჩინოებებს, შეხვედრების
დროს აქტიურად არის ჩართული მსჯელობაში
|
|
არის გუნდის ლიდერი
|
|
თვითშეფასების ცხრილი
კითხვები
|
პასუხები
|
ვიყავი თუ არა აქტიური ამ კვირაში ჩემი ჯგუფის საქმიანობაში?
დავეხმარე თუ არა ჯგუფს დავალებების შესრულებაში?
|
|
რომელი აქტივობა გამომივიდა ყველაზე უკეთ და რატომ?
|
|
რომელი აქტივობა არ გამომივიდა და რატომ?
|
|
რას გავაკეთებ პროექტის შემდგომი ეტაპისათვის?
|
|
რა მასწავლა განხორციელებულმა დავალებებმა?
|
|
რას შევცვლიდი და როგორ?
|
|
რას გავითვალისწინებ შემდგომ ეტაპზე?
|
|
პროექტის შეფასების
კრიტერიუმები
#
|
კრიტერიუმები
|
მაღალი
|
საშუალო
|
დაბალი
|
1
|
მიზნები და პრობლემის აქტუალობა
რამდენად აქტუალურია
და რამდენად ცხადადაა დაკონკრეტებული პრობლემა. დასახული მიზნები ნათელი, კონკრეტული,
მიღწევადი და გაზომვადია.
|
პრობლემა აქტუალურია.
ნათლადაა დაკონკრეტებული და ჩამოყალიბებული პრობლემის არსი. დასახული მიზნები ნათელი,
კონკრეტული, მიღწევადი და გაზომვადია.
|
პრობლემა აქტუალურია.
ჩამოყალიბებულია პრობლემის არსი. მიზნები მეტ-ნაკლებად კონკრეტული, ნათელი, მიღწევადი
და გაზომვადია.
|
პრობლემა არააქტუალურია,
ბუნდოვანია პროექტის მიზნები ან/ და პროექტი არასაგანმანათლებლო ხასიათისაა.
|
2
|
ამოცანები
რამდენად შეესაბამება
თითოეული ამოცანა პროექტის მიზანს
|
პროექტის ამოცანები
ნამდვილად შეესაბამება პროექტის მიზნებს
|
პროექტის ამოცანები
ნაწილობრივ შეესაბამება პროექტის მიზნებს
|
პროექტის ამოცანები
არ შეესაბამება პროექტის მიზნებს
|
3
|
განხორციელების გზები
რამდენად უზრუნველყოფს მიზნის მიღწევას,
რამდენად რაციონალურია და პრაქტიკული, რამდენად რეალისტურია ვადა, წარმოდგენილია
თუ არა ყოველი ეტაპის შემდეგ თვითშეფასების ანგარიში დოკუმენტურად და ყოველი ამოცანის/ეტაპის
შედეგი არის თუ არა წარმოდგენილი. არის თუ არა ფუნქციები გადანაწილებული ჯგუფის წევრებს შორის. ბიუჯეტი საჭიროების შემთხვევაში რამდენად ადეკვატურადაა
შერჩეული.
|
პროექტის განხორციელების
გზები ისეა შერჩეული, რომ უზრუნველყოფს მიზნების
მიღწევას, რაციონალური და პრაქტიკულია. პროექტის მონაწილეებს შორის ფუნქციები გადანაწილებულია
სწორად. ვადები რეალისტურია. პროექტის თითოეული ეტაპის ბოლოს განხორციელებულია მონიტორინგი
და შეფასება წარმოდგენილია დოკუმენტურად.
|
პროექტის განხორციელების
გზები ნაწილობრივ უზრუნველყოფს მიზნების მიღწევას.მეტ-ნაკლებად რაციონალური და პრაქტიკულია.
პროექტის მონაწილეებს შორის ფუნქციები მეტ-ნაკლებად თანაბრადაა გადანაწილებული. შემოთავაზებული
ვადები რეალისტურია. ეტაპობრივი მონიტორინგი არასრულადაა განხორციელებული ან/და არასრულადაა
წარმოდგენილი დოკუმენტურად.
|
პროექტის განხორციელების
გზები ვერ უზრუნველყოფს მიზნების მიღწევას. არარაციონალური და არაპრაქტიკულია. პროექტის
მონაწილეებს შორის ფუნქციები არათანაბრადაა გადანაწილებული. შემოთავაზებული ვადები
არარეალისტურია. რეალისტურია. ეტაპობრივი მონიტორინგი არასრულადაა განხორციელებული
ან/და არასრულადაა წარმოდგენილი დოკუმენტურად.
|
4
|
შედეგები
რამდენად რეალურია
აღნიშნული შედეგის მიღწევა და რამდენად შეესაბამება მიზანს.
|
შედეგები თვალსაჩინოდ
და დამაჯერებლად, კორექტული ფორმითაა წარმოდგენილი. შედეგის მიღწევა შეესაბამება
პროექტის მიზანს.
|
შედეგები მეტ-ნაკლებად
დამაჯერებლადაა წარმოდგენილი, შედეგის მიღწევა შეესაბამება პროექტის მიზანს.
|
შედეგები არადამაჯერებლადაა
წარმოდგენილი. შედეგის მიღწევა არ შეესაბამება
პროექტის მიზანს.
|
5
|
რესურსები
რამდენად ზუსტად
არის განსაზღვრული, რა
მატერიალური და ადამიანური რესურსები არის საჭირო პროექტით გათვალისწინებული საქმიანობისათვის.
|
მატერიალური
და ადამიანური რესურსები ზუსტადაა განსაზღვრული
და შეესაბამება პროექტით გათვალისწინებული საქმიანობას.
|
მატერიალური
რესურსები არასრულადაა მითითებული. ადამიანური
რესურსები ნაწილობრივადაა განსაზღვრული. ნაწილობრივ შეესაბამება პროექტით გათვალისწინებულ საქმიანობას.
|
ა)მატერიალური
და ადამიანური რესურსები არაა განსაზღვრული.
ბ)მატერიალური
და ადამიანური რესურსები შეესაბამება პროექტით გათვალისწინებულ საქმიანობას.
|
6
|
დიზაინი
რამდენად ლოგიკურადაა
აგებული პროექტის თანმიმდევრობა, რამდენად ლაკონურად და მარტივადაა დაწერილი პროექტი.
|
პროექტი თანმიმდევრულად,
ლოგიკურადაა აგებული, დაწერილია ოფიციალური, აკადემიური, გასაგები ენით.
|
პროექტის სტრუქტურის
პრინციპები ნაწილობრივადაა დაცული. პროექტი დაწერილია გამართულად, თუმცა არაოფიციალური
ენით, არალაკონურად და მარტივად.
|
პროექტი არათანმიმდევრულად,
ალოგიკურადაა აგებული და შინაარსი ბუნდოვანია.
|