Thursday, January 10, 2013


სიმღერებად ქცეული ლექსები


გაკვეთილის თემა
,,სიმღერებად  ქცეული  ლექსები“
სწავლების საფეხურიკლასი
II საფეხური VII კლასი
საგნები
ქართული ენა და ლიტერატურა,  მუსიკა
მასწავლებლები
ასმათ ჩიტორელიძე––ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, სოფიკო ქავთარაძე––მუსიკის მასწავლებელი
მოსწავლეთა რაოდენობა
24
განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლე
–––
გაკვეთილის მიზანი
Ø  იმსჯელებენ იმაზე, თუ რა განაპირობებს ლექსის სიმღერად ქცევას  -- საქართველოს ჰიმნის, ანა კალანდაძის ლექსის ,,საქართველოო ლამაზო“, აკაკი წერეთლის ,,სულიკოსა“ და სხვათა მეშვეობით;
Ø  ახსნიან ეპიგრაფს, რეფრენს,  ციტატასა და პერიფრაზს;
Ø  შეეცდებიან თვითონ შექმნან მელოდია ლექსზე.
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
ქართ.:
        VII.1 მოიძიებს და სათანადოდ იყენებს შესაფერის ვიზუალურ მასალას (სურათს, ვიდეოკლიპს და ა.შ.);
         VII.2 ლექსების ზეპირად კითხვის დროს ინტონაციის საშუალებით გადმოსცემს ნაწარმოებში ასახულ განწყობას, შინაარსის შესაბამისად ცვლის მეტყველების ტემპს, ხმის ტემბრსა და სიმაღლეს;
         VII.7 გამოაქვს დასკვნები მთლიანი ტექსტის ან მისი მონაკვეთების საფუძველზე;
         .პოულობს მსგავსება–განსხვავებებს ლექსებში წარმოდგენილ მოვლენებსა და ფაქტებს შორის;
        VII.8 მსჯელობს სათაურისა და ტექსტის ურთიერთმიმართებაზე;
        .ამოიცნობს ციტატასა და პერიფრაზს და განმარტავს მათ ფუნქციას ტექსტში.       
        VII.9  ამოიცნობს  და  განმარტავს  სხვადასხვა  ჟანრის  ტექსტების ძირითადი  მახასიათებლების  დანიშნულებას (რიტმის, რითმის  და  ბგერწერითი  ეფექტების  დანიშნულებას ლექსში).
 მუს.:
         VII.2  მოსწავლეს შეუძლია სიმღერა მარტო და თანაკლასელებთან ერთად;
          VII.8 აღიქვამს მუსიკას, როგორც ინფორმაციისა და კომუნიკაციის საშუალებას;
          VII.1 რომელიმე ლექსს შეურჩევს მელოდიას.
    
გაკვეთილის  თანმიმდევრობა
      5წთ–მასწავლებელი სვამს კითხვებს:    როგორ ფიქრობთ, რა განაპირობებს ლექსის სიმღერად ქცევას?
      (მოსწავლეები აფიქსირებენ  საკუთარ მოსაზრებასმაგ. ანტიკური ეპოქიდან მოყოლებული   ლირიკა აღნიშნავდა ყველა ნაწარმოებს, რომელიც სიმებიანი საკრავის - ლირის თანხლებით სრულდებოდა და, ამრიგად, სასიმღეროდ იყო განკუთვნილი. სწორედ ამიტომ  ლირიკის მთავარ ჟანრობრივ თავისებურებად შეიძლება მივიჩნიოთ  მისი სიახლოვე სიმღერასთან).
      რა დანიშნულება აქვს სიმღერას  სახელმწიფო სიმბოლიკაში?
      პას.: სახელმწიფო ჰიმნი გერბსა  და დროშასთან  ერთად  სახელმწიფოს სიმბოლოებია. ჰიმნი (ბერძნ. სახოტბო სიმღერა)  დღეს იგი სახელმწიფო ატრიბუტიკის  ერთ–ერთი ელემენტია და ა. შ.
     ვინ არის საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ავტორი?
     პას.: დავით მაღრაძე.
     რა იცით  დღევანდელი ჰიმნის შექმნის შესახებ?
     (მოსწავლეები ყვებიან წიგნში მოცემულ თუ მოძიებულ ისტორიას).
     მასწ.: ანუ ჰიმნში გამოყენებულია ამონარიდები ჩვენი კლასიკოსების ლექსებიდან,  ციტატისა თუ პერიფრაზის სახით. შეგიძლიათ განმარტოთ ციტატა და პერიფრაზი და მითხრათ,  რომელია  ციტატა და  რომელი პერიფრაზი?
     (მოსწავლეები განმარტავენ და ხსნიან სათანადოდ).
      4წთ–შემდეგ მასწავლებელი სთხოვს ანი ჩიტიძეს შეასრულოს საქართველოს ჰიმნი და იგი ასრულებს მას.
  7წთ–მასწ.: ამ მოცემულ თავში, რომელსაც ,,სიმღერებად ქცეული ლექსები“ ჰქვია,  ჩვენ საკმაოდ ბევრი ლექსი შევისწავლეთ, რომლებიც ქართველთა უსაყვარლეს სიმღერებად ქცეულან და ლამის ჰიმნთან არიან  გაიგივებულნი ხალხის მიერ. მათ, ყველას, ძირითადად, პატრიოტული მოტივი, ეროვნული სულისკვეთება  აერთიანებთ.
      ანა კალანდაძის მშვენიერ ლექსს გრ. ორბელიანის   სიტყვები უძღვის ეპიგრაფად. რომელია ეს სიტყვები და რა არის ეპიგრაფი?
      პას.:,,სხვა საქართველო სად არის?“––ეს სიტყვები   ჩვენი გენიალური რომანტიკოსი პოეტის გრიგოლ ორბელიანის პოემა ,,სადღეგრძელოდანაა“:
,,სხვა საქართველო სად არის, რომელი კუთხე ქვენისა?
ერი––გულადი, პურადი, მებრძოლი შავის ბედისა?!
შავთა დროთ ვერა შესცვალეს მის გული ანდამატისა,
იგივ მხნე, იგივ მღერალი, მოყვარე თავის მიწისა!..“ –– ამ სიტყვების ეპიგრაფად წამძღვარებით კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ანა კალანდაძე ჩვენი მშვენიერი სამშობლოს განუმეორებლობას.
      რაც შეეხება ეპიგრაფს, ის სათაურის ქვეშ მიწერილი ვისიმე  სიტყვებია, რომელიც ლექსის შინაარსს უკავშირდება.
     მასწ. რა შეგიძლიათ მითხრათ ანა კალანდაძის ლექსის შესახებ? რით არის განპირობებული ის სიამაყე, რაც ავტორმა ეპიგრაფშივე გვაგრძნობინა?
    (მოსწავლეები აფიქსირებენ საკუთარ აზრს).
    მასწ. ვის შეუძლია  ლექსის მხატვრულად წაკითხვა?
     4წთ–(წაიკითხავენ  მოხალისე  მოსწავლეები ლექსს).
    3წთ–მასწ. ვინ არის ამ ლექსზე შექმნილი სიმღერის კომპოზიტორი?
     (მოსწავლეები პასუხობენ).
     მასწ. ლექსში ნახსენებია ,,სულიკო“, რა ვიცით ამ ლექსისა და სიმღერის  შექმნის  შესახებ?
      პას.: ქართული პოპულარული სიმღერაა, ლექსის   ავტორია აკაკი წერეთელი, მუსიკისა კი––ბარბარა    (მოფერებით–ვარინკა) მაჭავარიანი–წერეთელი. სიმღერა დაწერილია 1895 წელს.
     ამ სიმღერას დები იშხნელები საოცრად მღეროდნენ. თვითონ გენიალური  ვანო სარაჯიშვილი მათზე ამბობდა: ,,იშხნელებთან სკამებიც კი მღერიანო“. დები  იშხნელების მიერ შესრულებულმა ,,სულიკომ“  მსოფლიო აალაპარაკა. ასეთი ამბავიც კია ცნობილი, რომ 1945 წელს, მეორე მსოფლიო ომში, ტყვედ ჩავარდნილ გერმანელ ოფიცერს საბჭოთა მეომრებმა საველე ჩანთაში ტუჩსაკრავი უპოვნეს და დაკვრა უბრძანეს. ტყვემ ,,სულიკო“ დაუკრა, რამაც ის სიკვდილით  დასჯას  გადაარჩინა.
     მასწ. შევასრულოთ სიმღერა.
        4წთ–(მოსწავლეები ასრულებენ სიმღერას).
    მასწ. ასევე  პატრიოტულ თემაზეა შექმნილი მურმან ლებანიძის ორი ლექსი. რით უკავშირდებიან ისინი ერთმანეთს?
     პას.:(ისინი გაერთიანებულია ერთ სიმღერაში).
     3წთ–(მასწავლებლის თხოვნით მოსწავლეები კითხულობენ ლექსს, ამავე ლექსზე შექმნილი სიმღერის ფონზე).
    15წთ––მასწ.  ახლა კი მელოდია შევქმნათ ტერენტი გრანელის ლექსზე ,,ლოცვა გაფრენისათვის“, რომელშიც  ავტორი აღმაფრენის წამს, თითქოს, გასაფრენად და ქრისტეს სანახავად განუმზადებია, უფალს კი სხვა პლანეტაზე გაღვიძებას თხოვს.
       
გამოყენებული რესურსები
სახელმძღვანელო, ფურცლები, კალამი, კომპიუტერი,   პროექტორი, სხვადასხვა ინტერნეტმასალა (ვიდეოკლიპები, სურათები და ა. შ.), მუსიკალური საკრავები.
შეფასება
ჩართულობა.

simgerebad qceuli leqsebi



შ ე ფ ა ს ე ბ ი ს     რ უ ბ რ ი კ ა    ქ ა რ თ უ ლ შ ი

(გაკვეთილზე ჩართულობა)
1–3 ქულა
4–6 ქულა
7–8  ქულა

9–10 ქულა

მოსწავლე თითქმის არ მონაწილეობს  არანაირ მსჯელობაში. არ პასუხობს მასწავლებლის მიერ დასმულ კითხვებს.
მოსწავლე  ნაწილობრივ                                                           მონაწილეობმსჯელობაში. მასწავლებლის დასმულ კითხვებსაც ზერელედ პასუხობს.
მოსწავლე საკმაოდ აქტიურად მონაწილეობს  მსჯელობაში.ცდილობს    ჯგუფში  აქტიურობას და  აზრის გამოთქმას ამა თუ იმ საკითხზე. შეუძლია არგუმენტირებულად დაასაბუთოს საკუთარი აზრი (ზოგიერთ შემთხვევაში).
მოსწავლე ყოველთვის აქტიურა მონაწილეობს მსჯელობაში. ითავსებს ჯგუფში ლიდერის როლს. არგუმენტირებულად ასაბუთებს საკუთარ აზრს. თითქმის ყოველთვის გამოაქვს სწორი დასკვნა.
ვერ ახერხებს შედარება-შეპირისპირების გზით ლექსების გაანალიზებას.
ცდილობს  ლექსები გააანალიზოს, ჩაერთოს გაკვეთილის მსვლელობაში, თუმცა ვერ ახერხებს ან უჭირს.
ცდილობს  ლექსები გააანალიზოს და  ჩაერთოს კითხვა –პასუხში. მეტ-ნაკლებად განსაზღვრავს ლექსებს შორის აზრობრივ ურთიერთკავშირს.
აანალიზებს  ლექსებს შესაბამისად. ჩართულია კითხვა– პასუხში. განსაზღვრავს ლექსებს შორის აზრობრივ, მიზეზ–შედეგობრივ ურთიერთკავშირს.
მოსწავლე ვერ გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას საკითხისადმი.ვერ ახერხებს მთავარი აზრის ამოცნობასა და მსჯელობას.
მოსწავლე ცდილობს გამოხატ საკუთარი დამოკიდებულება საკითხთან დაკავშირებით. ცდილობს ამოიცნოს მთავარი აზრი.
მოსწავლე გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულება საკითხთან მიმართებაში.ცდილობს ამოიცნოს მთავარი აზრი და  შეაჯამოს.
მოსწავლე შესაბამისად გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას საკითხთან მიმართებაში.თითქმის ყოველთვის ამოიცნობს მთავარ აზრს და აჯამებს მას რეზიუმეს სახით.
მოსწავლის მსჯელობა გრამატიკულად გაუმართავია.
მოსწავლე ცდილობს საუბრისას გაითვალისწინოს (შეძლებისდაგვარად)  გრამატიკული ნორმები.
მოსწავლე ცდილობს ისაუბროს  გრამატიკულად გამართული ენით და მუდმივად მუშაობს ამ კუთხით.
მოსწავლე თითქმის ყოველთვის საუბრობს გრამატიკულად გამართული ენით და მუდმივად მუშაობს ამ კუთხით.

შეფასების რუბრიკა მუსიკაში
კრიტერიუმები
1–4
5–7
8–10
მოსწავლის  იმპროვიზაციის პროცესში მონაწილეობა.
მოსწავლეს არ შეუძლია იმპროვიზაციის პროცესში მონაწილეობა
მოსწავლე იმპროვიზაციის პროცესში  მეტ–ნაკლებად მონაწილეობს
მოსწავლე იმპროვიზაციის პროცესში  აქტიურად მონაწილეობს და თვითონვე ახდენს იმპროვიზირებას
მოსწავლის  სიმღერ თანაკლასელებთან ერთად.

მოსწავლე  არ ან ნაკლებად შეუძლია  სიმღერ თანაკლასელებთან ერთად

მოსწავლე შეუძლია სიმღერ თანაკლასელებთან ერთად

მოსწავლე შესანიშნავად მღერის  თანაკლასელებთან ერთად

ნასწავლ ლექსზე  მელოდი შერჩევა
ნასწავლ ლექსს  ვერ შეურჩევს მელოდიას
ზოგჯერ ნასწავლ ლექსს შეურჩევს მელოდიას
ნებისმიერ ნასწავლ ლექსს შეურჩევს შესაბამის  მელოდიას
სხვადასხვა გამომსახველობითი ხერხის შერჩევა  მუსიკალური ნაწარმოების შესრულებისას

თითქმის  ვერ არჩევს სხვადასხვა გამომსახველობით ხერხს მუსიკალური ნაწარმოების შესრულებისას

არჩევს  გამომსახველობით ხერხებს მუსიკალური ნაწარმოების შესრულებისას

ყოველთვის არჩევს სხვადასხვა გამომსახველობით ხერხს მუსიკალური ნაწარმოების შესრულებისას