ტრენინგის მთავარი თემა იყო პროექტებით სწავლება, რადგან პროექტები შესაძლებლობას იძლევა, სასწავლო აქტივობებით დაუკავშირდეს ავთენტურ და ცხოვრებისეულ კონტექსტს, მოსწავლეებს განუვითაროს მაღალი დონის სააზროვნო უნარები და გაზარდოს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა. ჩვენ შევისწავლეთ, თუ როგორ შევქმნათ ტექნოლოგიებით გამდიდრებული პროექტები, რათა მოსწავლეებს აშკარად დავანახოთ პროექტის საჭიროება და ჩამოვუყალიბოთ 21-ე საუკუნის უნარები.
ტრენინგის პირველ დღეს გავეცანით ინტელის ძირითადი კურსის მიზნებსა და მოლოდინებს; ჩამოვაყალიბეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები და შევქმენით ელექტრონული პორტფოლიო, რომელშიც პორტფოლიოს ჩეკლისტის დახმარებით განვალაგეთ შესაბამისი მასალები. გავხსენით და გავეცანით პროექტის გეგმის შაბლონს. მოკლედ განვიხილეთ თითოეული ნაწილი და კიდევ ერთხელ გავითავისეთ რამდენად მნიშვნელოვანია პროექტებით სწავლება სასკოლო ცხოვრებაში. ვნახეთ სხვადასხვა მასწავლებლისა და საგნის პროექტები. ტრენინგის პირველი დავალება იყო პროექტის იდეის მოფიქრება და შემდეგ მისი ეტაპობრივად განხორციელება იდეის სახით.
მეორე დღეს განვიხილეთ თითოეული მასწავლებლის მიერ მოფიქრებული პროექტის იდეა. შემდეგ შევისწავლეთ პუბლიკაციის მომზადება ჩვენი პროექტისათვის. შევქმენით საინფორმაციო ბუკლეტი, რომელთა შაბლონები მოცემული იყო ჩვენს სასწავლო მასალაში (რესურსები).
ტრენინგის მესამე დღეს ვისწავლეთ ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტების მორგება ჩვენს პროექტებზე. განვსაზღვრეთ პროექტის მიზნები, რაშიც გამოვიყენეთ XXI საუკუნის უნარ-ჩვევები. გავეცანით ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების სახეებს; როგორ შეიძლება შევიმუშავოთ საკვანძო კითხვები.
მეოთხე დღეს განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდი. გავეცანით შეფასების გეგმებსა და სტრატეგიებს სწავლა-სწავლების გასაუმჯობესებლად. შევქმენით დროში გაწერილი შეფასების გეგმა, რომელშიც შეფასების სქემები დავალაგეთ სამ ეტაპად: შეფასების სქემები პროექტის დაწყებამდე, მიმდინარეობისას და დასრულების შემდეგ. ვნახეთ პრეზენტაციის ნიმუშები და გავაკეთეთ ჩვენი პრეზენტაციის მონახაზი.
მეხუთე დღეს ვიმუშავეთ ინტერნეტის გამოყენებაზე კვლევისათვის; გავეცანით ინტერნეტკავშირებს მსოფლიოსთან; ინტერნეტთანამშრომლობითი სასწავლო რესურსების გამოყენებას, ასევე საავტორო უფლებებს.
ვისწავლეთ ელექტრონული ფოსტის ბევრი ფუნქცია.
ამის შემდეგ შევისწავლეთ ბლოგის დიზაინის შეცვლა, ბლოგზე ვიდეოების ატვირთვა, ლინკის ჩაშენება, word-ში ლინკის ატვირთვა.
მეშვიდე დღეს პრეზენტაციები ავტვირთეთ ბლოგზე. ვისწავლეთ სასწავლო ნიმუშების შექმნა, ვნახეთ მოსწავლეთა ნამუშევრები. გადავედით შეფასების რუბრიკების გვერდზე და გავეცანით შეფასების სხვადასხვა რუბრიკას. შევიმუშავეთ დიფერენცირებული სწავლების გზები.
შექმნილი რესურსები ავტვირთეთ gmail-ის დისკსა და ბლოგზე.
საბოლოოდ ვისწავლეთ საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით პროექტების კეთება და დაგვრჩა ერთი საინტერესო და განსახორციელებლად გამზადებული შესანიშნავი პროექტი. შეძენილმა ცოდნამ და უნარებმა კი სურვილი გაგვიჩინა ახალ-ახალი პროექტების კეთებისა.
შექმნილი რესურსები ავტვირთეთ gmail-ის დისკსა და ბლოგზე.
საბოლოოდ ვისწავლეთ საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით პროექტების კეთება და დაგვრჩა ერთი საინტერესო და განსახორციელებლად გამზადებული შესანიშნავი პროექტი. შეძენილმა ცოდნამ და უნარებმა კი სურვილი გაგვიჩინა ახალ-ახალი პროექტების კეთებისა.
No comments:
Post a Comment