Sunday, September 4, 2016

მეორე დღის რეფლექსია

      ტრენინგის მთავარი თემაა პროექტებით სწავლება.
      ტრენინგის პირველ დღეს  გავეცანით ინტელის ძირითადი კურსის მიზნებსა და მოლოდინებს; ჩამოვაყალიბეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები და შევქმენით ელექტრონული პორტფოლიო, რომელშიც პორტფოლიოს ჩეკლისტის დახმარებით განვალაგეთ შესაბამისი მასალები. გავხსენით და გავეცანით პროექტის გეგმის შაბლონს. მოკლედ განვიხილეთ თითოეული ნაწილი და კიდევ ერთხელ გავითავისეთ რამდენად მნიშვნელოვანია პროექტებით სწავლება სასკოლო ცხოვრებაში: ეფექტური სწავლებისა და მოსწავლეთა სასწავლო პროცესში აქტიური ჩართვისათვის საჭიროა პროექტის გონივრული მონახაზის შედგენა. პროექტი უნდა მოიცავდეს კვლევის ელემენტებს, სასურველია საგანთაშორისი კავშირები და მოსწავლემ უნდა  დაინახოს პროექტის საჭიროება. ვნახეთ სხვადასხვა მასწავლებლისა და საგნის პროექტები. დავალებად გვქონდა პროექტის იდეის მოფიქრება.
      მეორე დღეს განვიხილეთ თითოეული მასწავლებლის მიერ მოფიქრებული პროექტის იდეა. შემდეგ შევისწავლეთ პუბლიკაციის მომზადება იმისათვის , რომ  ჩვენი პროექტი გავაცნოთ საზოგადოების წევრებს. შევქმენით საინფორმაციო ბუკლეტი, რომელთა შაბლონები მოცემული იყო ჩვენს სასწავლო მასალაში (რესურსები).

No comments:

Post a Comment