შ ე ფ ა ს ე ბ ი ს რ უ ბ რ ი კ ა
1–3 ქულა | 4–6 ქულა | 7–8 ქულა | 9–10 ქულა |
მოსწავლე თითქმის არ მონაწილეობს არანაირ მსჯელობაში. ჯგუფურ მუშაობაშიც პასიურია. არ პასუხობს მასწავლებლის მიერ დასმულ კითხვებს. | მოსწავლე ნაწილობრივ მონაწილეობს მსჯელობაში.ჯგუფურ მუშაობაში ნაკლებად აქტიურობს. მასწავლებლის დასმულ კითხვებსაც ზერელედ პასუხობს. | მოსწავლე საკმაოდ აქტიურად მონაწილეობს მსჯელობაში.ცდილობს ჯგუფში აქტიურობას და აზრის გამოთქმას ამა თუ იმ საკითხზე. შეუძლია არგუმენტირებულად დაასაბუთოს საკუთარი აზრი (ზოგიერთ შემთხვევაში). | მოსწავლე ყოველთვის აქტიურად მონაწილეობს მსჯელობაში. ითავსებს ჯგუფში ლიდერის როლს. არგუმენტირებულად ასაბუთებს საკუთარ აზრს. თითქმის ყოველთვის გამოაქვს სწორი დასკვნა. |
ვერ ახერხებს შედარება-შეპირისპირების გზით პოეტისა და პოეზიის დანიშნულების განსაზღვრას. | ცდილობს ილიას ლექსი გააანალიზოს აკაკი ბაქრაძის კრიტიკული წერილის დახმარებით, განსაზღვროს პოეტისა და პოეზიის დანიშნულება,თუმცა ვერ ახერხებს ან უჭირს. | ცდილობს ილიას ლექსი გააანალიზოს აკაკი ბაქრაძის კრიტიკული წერილის დახმარებით. მეტ-ნაკლებად განსაზღვრავს პოეტისა და პოეზიის დანიშნულებას შედარება- შეპირისპირების გზით. | აანალიზებს ილიას ლექსს აკაკი ბაქრაძის კრიტიკული წერილის დახმარებით.განსაზღვრავს პოეტისა და პოეზიის დანიშნულებას შედარება- შეპირისპირების გზით. |
მოსწავლე ვერ გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას წაკითხულთან დაკავშირებით.ვერ ახერხებს მთავარი აზრის ამოცნობას. | მოსწავლე ცდილობს გამოხატოს საკუთარი დამოკიდებულება წაკითხულთან დაკავშირებით. | მოსწავლე გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას წაკითხულთან დაკავშირებით.ცდილობს ამოიცნოს მთავარი აზრი და შეაჯამოს. | მოსწავლე შესაბამისად გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას წაკითხულთან დაკავშირებით.თითქმის ყოველთვის ამოიცნობს მთავარ აზრს და აჯამებს მას რეზიუმეს სახით. |
მოსწავლის მსჯელობა გრამატიკულად გაუმართავია. | მოსწავლე ცდილობს საუბრისას გაითვალისწინოს (შეძლებისდაგვარად) გრამატიკული ნორმები. | მოსწავლე ცდილობს ისაუბროს გრამატიკულად გამართული ენით და მუდმივად მუშაობს ამ კუთხით. | მოსწავლე თითქმის ყოველთვის საუბრობს გრამატიკულად გამართული ენით და მუდმივად მუშაობს ამ კუთხით. |
No comments:
Post a Comment