Thursday, July 14, 2011

ილია ჭავჭავაძის ,,პოეტი“

გაკვეთილის თემა
სწ. საფეხური, კლასი
საგანი
მასწავლებელი
ილია ჭავჭავაძის ,,პოეტი“
II საფეხური, VII კლასი
 ქართული ენა და ლიტერატურა
ასმათ ჩიტორელიძე
მოსწავლეთა რ-ბა
21
გაკვეთილის მიზანი
ილია ჭავჭავაძის ,,პოეტის“ გაანალიზება და მთავარი აზრის ამოცნობა (აკაკი ბაქრაძის კრიტიკული   წერილის (ნაწყვეტის დახმარებით)
შედარება-შეპირისპირების გზით პოეტისა და პოეზიის დანიშნულების განსაზღვრა აკაკის ,,ჩანგურისა“ და ილიას ,,პოეტის“ მიხედვით.

ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
VII.5.5: ამოიცნობს წაკითხულ ინფორმაციაში მთავარ აზრს (იდეას) და აჯამებს მათ რეზიუმეს სახით;
 VII.4.1-2:  ჯგუფთან (წყვილთან) ერთად ამზადებს სადისკუსიო გამოსვლას: დამოუკიდებლად დაამუშავებს საკითხს, შეიმუშავებს თვალსაზრისს, რომელსაც გააცნობს ჯგუფის წევრებს; გამოდის ჯგუფის მომხსენებლის როლში და ითვალისწინებს მათ საერთო აზრს.
თანამიმდევრობა
მასწავლებელი მოსწავლეებს    
 კ   უკითხავს ილიას სიტყვებს:,, ქვეყანა ტაძარი კი არაა, საცა კაცი უნდა ლოცულობდეს, არამედ სახელოსნოა, საცა უნდა ირჯებოდეს და მუშაობდეს.“ თხოვს გადმოსცენ თავიანთი სიტყვებით, რას მიიჩნევს ილია ადამიანის უმთავრეს მოვალეობად.       3წთ.
. დაფაზე  ხაზავს სქემას ,,ვიცი--მინდა ვიცოდე;“ კლასს თხოვს დაასახელონ, რა იციან და რა სურთ იცოდნენ ილიას შესახებ.            3 წთ.
. კლასს ასმენინებს ილიას ლექსის, ,,პოეტის“, აუდიო-ჩანაწერს, ეკრანზე კი აჩვენებს ილიას ცხოვრების ამსახველ სურათებს.  3წთ.
. შემდეგ ერთ-ერთი მოსწავლე კითხულობს ლექსს.   3წთ.
. მასწავლებელი სვამს კითხვებს:
 რა მისია აქვს ილიას ერის წინაშე? (ერის წინამძღოლობა).
ილიას აზრით, რა შემთხვევაში აღასრულებს იგი ამ მისიას? (თუ ერს წარუძღვება წინ, რადგან იგი უფლის რჩეულია).
რომელი ფრაზებიდან ჩანს, რომ ილიას გაცნობიერებული აქვს თავისი მისია? ( ,,მე ცა მნიშნავს“).
როდის ჩათვლის ილია მისიას აღსრულებულად? ( როდესაც ერს ,,მოსწმენდს ,,ტანჯვის ცრემლს“).
რომელია ამ ლექსში ანტონიმური წყვილი? ( ჭმუნვა- სიხარული, ბედი-უბედობა).   4 წთ.
. მასწავლებელი თხოვს მოსწავლეებს იმუშაონ ჯგუფურად(შეიქმნა 5 ჯგუფი, აქედან  ერთი  5 კაციანი, დანარჩენი 4_იანი) და აძლევს დავალებას:შედარება_შეპირისპირების გზით ჩამოაყალიბონ პოეტისა და პოეზიის დანიშნულება ილიას ,,პოეტისა“ და აკაკის ,,ჩანგურის“ მიხედვით. გამოიყენონ აკაკი ბაქრაძისეული ინტეპრეტაციები (გვ.72 და 74)
 . მოსწავლეები თაბახის ფურცელზე ან რვეულში აყალიბებენ საკუთარ აზრს და შემდეგ, ჯგუფის მიერ არჩეული პრეზენტატორი აკეთებს პრეზენტაციას. 8წთ.
. მასწავლებელი პრეზენტაციის შემდეგ კლასს აკეთებინებს შეჯამებას.  5წთ.
. აძლევს დავალებას: ილიას ,, პოეტს“ სასწავლად, დავალებად რაც აინტერესებთ (მინდა ვიცოდე) ილიას შესახებ, მოიძიონ ინტერნეტში ან ბიბლიოთეკაში. (აფასებს) -1 წთ
რესურსები
წიგნი, კალამი, რვეული(ან თაბახის ფურცლები), დაფა, ცარცი, კომპიუტერი-პროექტორი.
შეფასება
ჩართულობა (აზრის გამოთქმა, კითხვებზე პასუხი, ჯგ. მუშაობა).

No comments:

Post a Comment