=
პროექტის სახელწოდება : ,,ხელმოცარული მაშვალი"
(დავით კლდიაშვილის ,,სოლომან მორბელაძის" მიხედვით)
პროექტის მთავარი იდეა (თემა):
სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვისათვის არ არის საკმარისი მოსწავლე მხოლოდ საგაკვეთილო პროცესით შემოიფარგლოს, მისთვის აუცილებელია უფრო აქტიურად იყოს სკოლის ცხოვრებაში ჩართული და რაც მთავარია, ეს თვითონ იგრძნოს. ამისათვის კი საჭიროა დაევალოს ისეთი რამ, რაც საშუალებას მისცემს სხვა ამპლუაში მოსინჯოს ძალები. ეს, ვფიქრობ, მასში აღძრავს შინაგან მოტივაციას, დააინტერესებს და მისცემს სტიმულს, სრულად გამოავლინოს საკუთარი ნიჭი და უნარი, თვითშეფასებასაც აუმაღლებს.
პროექტის აქტუალობა:
სხვადასხვა მიზეზთა გამო დღევანდელი თაობა მოკლებულია ესთეტიური სიამოვნება მიიღოს სპექტაკლის ხილვით, მით უმეტეს თვითვე ითამაშოს სპექტაკლში.
თითოეული როლი კი მათთვის კონკრეტული პერსონაჟის სულში ჩახედვას, იქ კარგისა და ცუდის დიფერენცირებას განაპირობებს.
მოცემულ მომენტში კი ისინი გაითავისებენ იმ ეპოქის ნაკლსა და ღირებულებებს, რომელი ეპოქის შვილთა როლებიც უნდა მოირგონ. გაიაზრებენ რა არის ადამიანისათვის პრიორიტეტული და მისაღები, რომ ისეთ საზოგადოებაში იცხოვროს, როგორშიც თავად სურს.
მოსწავლეები გააცნობიერებენ ადამიანთა შორის კეთილი ურთიერთობის, თანაგანცდისა და თანაგრძნობის ზნეობრივ იდეალებს.
პროექტის მიზნები:
. შექმნიან სცენარს, რომელშიც საუბარი იქნება ცხოვრების სიდუხჭირით დეგრადირებული საზოგადოების ,,ფასეულობებსა და ღირებულებებზე".
გაითავისებენ, თუ რა საშინელებაა ადამიანურობადაკარგული კაცი. დაფიქრდებიან თავიანთ და სხვათა ხვედრსა და დანიშნულებაზე და იზრუნებენ, რომ ღირსეულ ადამიანებად ჩამოყალიბდნენ, რათა მედგრად შეხვდნენ ყველა დაბრკოლებას, ნებისმიერ სიტუაციაში ღირსება შეინარჩუნონ;
. მოიძიებენ ელექტრონულ, ვიზუალურ, მუსიკალურ მასალას სცენარის გასასრულყოფილებლად;
. შექმნიან აფიშას, დეკორაციებს;
. ორგანიზებას გაუკეთებენ ღონისძიებასა (მინისპექტაკლს) და ექსკურსიას;
. შექმნიან ,,შთაბეჭდილებათა დაფას".
მონაწილეთა ასაკი: 13-14 წელი.
ვადები/ხანგრძლივობა:17 ნოემბერი--26 დეკემბერი.
პროდუქტები, რომელიც შეიძლება შეიქმნას:
1. აფიშა.
2.სხვადასხვა მცირე დეკორაციული ელემენტი.
3.სპექტაკლი ,,ხელმოცარული მაშვალი".
4.,,შთაბეჭდილებათა დაფა".
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
ადამიანური--მასწავლებელი, მოსწავლეები.
მატერიალური--სცენარი, დეკორაციები, ფორმები, ფორმატი(აფიშისა და ,,შთაბეჭდილებათა დაფისათვის"), ფანქარი და მარკერები, მაგნიტოფონი.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
შევიმუშავებთ სამოქმედო გეგმას:
შევქმნით ჯგუფს, რომელიც იმუშავებს სცენარზე.
სცენარის ავტორები და პროექტის ხელმძღვანელი (ა. ჩიტორელიძე) შევიკრიბებით, განვიხილავთ დაწერილ სცენარს, ჩამოვაყალიბებთ შესაძლო კანდიტატთა სიას, რომლებმაც შეიძლება ითამაშონ ესა თუ ის როლი (17 --22ნოემბერი).
მოხალისეთა დასწრებით, ორივე კლასში გამოვაცხადებთ კასტინგს და ჟიურის წევრები (ხელმძღვანელი და სცენარის ავტორები) დავამტკიცებთ თითოეულ როლზე შესაბამის კანდიდატს (24--25 ნოემბერი).
(შერჩევა ხდება შემდეგნაირად: მსურველებს ვთხოვთ მცირე ეპიზოდის თამაშს იმ პერსონაჟის როლიდან, რომელიც უნდა, რომ ითამაშონ).
იწყება რეპეტიციები, რომელიც მიმდინარეობს ყოველდღე და პროცესი აღიბეჭდება ფირზე (ვიდეო--ფოტო გადაღება) ( 26 ნოემბერი--20 დეკემბერი).
პარალელურად შეიქმნება ჯგუფი, რომელიც იმუშავებს აფიშაზე (7--15 დეკემბერი).
შემოქმედებითი ჯგუფი (მოხალისეებთან ერთად) მუშაობს დეკორაციებზე, ფორმების შერჩევა- მოძიებაზე და ა.შ.
აფიშა გამოიკვრება სკოლის ფოიეში, საინფორმაციო დაფაზე, პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე (15 დეკემბერი).
სპექტაკლი გაიმართება სკოლის პატარა დარბაზში (20 დეკემბერი).
მოსწავლეები (ორივე კლასი) წავლენ დავით კლდიაშვილის სახლ-მუზეუმში, ექსკურსიაზე (22 დეკემბერი).
,,შთაბეჭდილებების დაფა" (23--26 დეკემბერი).
საგანთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქართ. VIII 10 შეთხზავს მხატვრულ ტექსტს (სცენარს როლური თამაშისათვის).
ქართ.VIII 8 შეაფასებს მხატვრულ სახეებს და გაიაზრებს მათს როლს ნაწნრმოების შესაძლო ინტერპრეტაციაში.
ქართ. VIII 4 ამოიცნობს და მეტყველებისას გამოიყენებს იმგვარ მინიშნებებს, როგორიცაა ტონის ცვალებადობა, ხმის აწევ-დაწევა.
ქართ.VIII 4 აუდიტორიის წინაშე გამოსვლამდე წინასწარ მოამზადებს და სათანადო სიტუაციებში გამოიყენებს დამხმარე (ელექტრონულ, ვიზუალურ, მუსიკალურ ) მასალას.
ქართ.VIII 4 ყურადღების მისაპყრობად გამოიყენებს სხვადასხვა ხერხს (იუმორი, ემოციური მეტყველება და ა. შ.).
ქართ.VIII 13 გამოიყენებს კომპიუტერულ ტექნოლოგიას საჭიროებისამებრ.
ქართ.VIII 1 ნაწარმოებში დასმულ პრობლემურ საკითხს იმიტირებული სიტუაციის (მინისპექტაკლის) საშუალებით წარუდგენს აუდიტორიას.
პროექტის ხელმძღვანელი:
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ასმათ ჩიტორელიძე
საქმიანობა:
1. მიზნობრივი ჯგუფების დაკომპლექტება:
ხელმძღვანელი -- ა. ჩიტორელიძე
სცენარის ავტორები:
ანი აბულაძე, ლილე ბერიძე, თამარ თავიდაშვილი, ლანა კირკიტაძე.
აფიშის შექმნაზე პასუხისმგებელი პირები:
ანი აბულაძე და ლანა კირკიტაძე.
მსახიობები:
გიორგი დვალი, თამარ თავიდაშვილი, თამარ ლუტიძე, ლილე ბერიძე, თათია გამეზარდაშვილი, მარიამ კვატაია, ბექა სახელაშვილი, კახა რობაქიძე, გიორგი ბუცხრიკიძე, ანა რობაქიძე, ლანა გეწაძე, ალექსი ლილუაშვილი.
ექსკურსიის ორგანიზატორები:
ნინო გურული და ასმათ ჩიტორელიძე.
პროექტი ხორციელდება VIII ა-ბ კლასების ბაზაზე.
No comments:
Post a Comment