Tuesday, July 19, 2011

პროექტი

=
პროექტის სახელწოდება : ,,ხელმოცარული მაშვალი"
     (დავით კლდიაშვილის ,,სოლომან მორბელაძის" მიხედვით)

      პროექტის მთავარი იდეა (თემა):
   სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვისათვის არ არის საკმარისი მოსწავლე მხოლოდ საგაკვეთილო პროცესით შემოიფარგლოს, მისთვის აუცილებელია უფრო აქტიურად იყოს სკოლის ცხოვრებაში ჩართული და რაც მთავარია, ეს თვითონ იგრძნოს. ამისათვის კი საჭიროა დაევალოს ისეთი რამ, რაც საშუალებას მისცემს სხვა ამპლუაში მოსინჯოს ძალები. ეს, ვფიქრობ, მასში აღძრავს შინაგან მოტივაციას, დააინტერესებს და მისცემს სტიმულს, სრულად გამოავლინოს საკუთარი ნიჭი და უნარი, თვითშეფასებასაც აუმაღლებს.
        


პროექტის აქტუალობა:
   სხვადასხვა მიზეზთა გამო დღევანდელი  თაობა მოკლებულია ესთეტიური სიამოვნება მიიღოს სპექტაკლის ხილვით, მით უმეტეს თვითვე ითამაშოს სპექტაკლში.
      თითოეული როლი კი მათთვის კონკრეტული პერსონაჟის სულში ჩახედვას, იქ კარგისა და ცუდის დიფერენცირებას განაპირობებს.
      მოცემულ მომენტში კი ისინი გაითავისებენ იმ ეპოქის ნაკლსა და ღირებულებებს, რომელი ეპოქის შვილთა როლებიც უნდა მოირგონ. გაიაზრებენ რა არის ადამიანისათვის პრიორიტეტული და მისაღები, რომ ისეთ საზოგადოებაში იცხოვროს, როგორშიც თავად სურს.
      მოსწავლეები გააცნობიერებენ ადამიანთა შორის კეთილი ურთიერთობის, თანაგანცდისა და თანაგრძნობის ზნეობრივ იდეალებს.

          პროექტის მიზნები:
    . შექმნიან სცენარს, რომელშიც საუბარი იქნება ცხოვრების სიდუხჭირით  დეგრადირებული საზოგადოების ,,ფასეულობებსა და ღირებულებებზე".
        გაითავისებენ, თუ რა საშინელებაა ადამიანურობადაკარგული კაცი. დაფიქრდებიან თავიანთ და სხვათა ხვედრსა და დანიშნულებაზე და იზრუნებენ, რომ ღირსეულ ადამიანებად ჩამოყალიბდნენ, რათა მედგრად შეხვდნენ ყველა დაბრკოლებას, ნებისმიერ სიტუაციაში ღირსება შეინარჩუნონ;
  .  მოიძიებენ ელექტრონულ, ვიზუალურ, მუსიკალურ მასალას სცენარის გასასრულყოფილებლად;
      .  შექმნიან აფიშას, დეკორაციებს;
        .  ორგანიზებას გაუკეთებენ ღონისძიებასა (მინისპექტაკლს) და ექსკურსიას;
        . შექმნიან ,,შთაბეჭდილებათა დაფას".
           
         მონაწილეთა ასაკი: 13-14 წელი.

        ვადები/ხანგრძლივობა:17 ნოემბერი--26 დეკემბერი.

          პროდუქტები, რომელიც შეიძლება შეიქმნას:
   1. აფიშა.
   2.სხვადასხვა მცირე დეკორაციული ელემენტი.
   3.სპექტაკლი ,,ხელმოცარული მაშვალი".
   4.,,შთაბეჭდილებათა დაფა".

          პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
    ადამიანური--მასწავლებელი, მოსწავლეები.
   მატერიალური--სცენარი, დეკორაციები, ფორმები, ფორმატი(აფიშისა და ,,შთაბეჭდილებათა დაფისათვის"), ფანქარი და მარკერები, მაგნიტოფონი.

         პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
    შევიმუშავებთ სამოქმედო გეგმას:
  შევქმნით ჯგუფს, რომელიც იმუშავებს სცენარზე.
      სცენარის ავტორები და პროექტის ხელმძღვანელი (ა. ჩიტორელიძე) შევიკრიბებით, განვიხილავთ დაწერილ სცენარს, ჩამოვაყალიბებთ შესაძლო კანდიტატთა სიას, რომლებმაც შეიძლება ითამაშონ ესა თუ ის როლი (17 --22ნოემბერი).
     მოხალისეთა დასწრებით, ორივე კლასში გამოვაცხადებთ კასტინგს და ჟიურის წევრები (ხელმძღვანელი და სცენარის ავტორები) დავამტკიცებთ თითოეულ როლზე შესაბამის კანდიდატს (24--25 ნოემბერი).
   (შერჩევა ხდება შემდეგნაირად: მსურველებს ვთხოვთ მცირე ეპიზოდის თამაშს იმ პერსონაჟის როლიდან, რომელიც უნდა, რომ ითამაშონ).
     იწყება რეპეტიციები, რომელიც მიმდინარეობს ყოველდღე და პროცესი აღიბეჭდება ფირზე (ვიდეო--ფოტო გადაღება) ( 26 ნოემბერი--20 დეკემბერი).
     პარალელურად შეიქმნება ჯგუფი, რომელიც იმუშავებს აფიშაზე (7--15 დეკემბერი).
      შემოქმედებითი ჯგუფი (მოხალისეებთან ერთად) მუშაობს დეკორაციებზე, ფორმების შერჩევა- მოძიებაზე და ა.შ.
      აფიშა გამოიკვრება სკოლის ფოიეში, საინფორმაციო დაფაზე, პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე  (15 დეკემბერი).
       სპექტაკლი გაიმართება სკოლის პატარა დარბაზში (20 დეკემბერი).
       მოსწავლეები (ორივე კლასი) წავლენ დავით კლდიაშვილის სახლ-მუზეუმში, ექსკურსიაზე (22 დეკემბერი).
       ,,შთაბეჭდილებების დაფა" (23--26 დეკემბერი).
 
           საგანთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
   ქართ. VIII  10  შეთხზავს მხატვრულ ტექსტს (სცენარს როლური თამაშისათვის).
   ქართ.VIII 8 შეაფასებს მხატვრულ სახეებს და გაიაზრებს მათს როლს ნაწნრმოების შესაძლო ინტერპრეტაციაში.
   ქართ. VIII 4  ამოიცნობს და მეტყველებისას გამოიყენებს იმგვარ მინიშნებებს, როგორიცაა ტონის ცვალებადობა, ხმის აწევ-დაწევა.
    ქართ.VIII 4 აუდიტორიის წინაშე გამოსვლამდე წინასწარ მოამზადებს და სათანადო სიტუაციებში გამოიყენებს დამხმარე (ელექტრონულ, ვიზუალურ, მუსიკალურ ) მასალას.
     ქართ.VIII 4 ყურადღების მისაპყრობად გამოიყენებს სხვადასხვა ხერხს (იუმორი, ემოციური მეტყველება და ა. შ.).
     ქართ.VIII 13 გამოიყენებს კომპიუტერულ ტექნოლოგიას საჭიროებისამებრ.        
    ქართ.VIII 1 ნაწარმოებში დასმულ პრობლემურ საკითხს იმიტირებული სიტუაციის (მინისპექტაკლის) საშუალებით წარუდგენს აუდიტორიას.

              პროექტის ხელმძღვანელი:
    ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ასმათ ჩიტორელიძე  


 საქმიანობა:
    1. მიზნობრივი ჯგუფების დაკომპლექტება:  
 ხელმძღვანელი -- ა. ჩიტორელიძე
     სცენარის ავტორები:
 ანი აბულაძე, ლილე ბერიძე, თამარ თავიდაშვილი, ლანა კირკიტაძე.
     აფიშის შექმნაზე პასუხისმგებელი პირები:
ანი აბულაძე და ლანა კირკიტაძე.
      მსახიობები:
გიორგი დვალი, თამარ თავიდაშვილი, თამარ ლუტიძე, ლილე ბერიძე, თათია გამეზარდაშვილი, მარიამ კვატაია, ბექა სახელაშვილი, კახა რობაქიძე, გიორგი ბუცხრიკიძე, ანა რობაქიძე, ლანა გეწაძე, ალექსი ლილუაშვილი.
       ექსკურსიის ორგანიზატორები:
 ნინო გურული და ასმათ ჩიტორელიძე.
   პროექტი ხორციელდება VIII ა-ბ   კლასების ბაზაზე.


Saturday, July 16, 2011

შ ე ფ ა ს ე ბ ი ს რ უ ბ რ ი კ ა

1–3 ქულა              4–6 ქულა                 7–8  ქულა          9–10  ქულა           
მოსწავლე თითქმის არ მონაწილეობს არანაირ მსჯელობაში. ჯგუფურ მუშაობაშიც პასიურია. არ პასუხობს მასწავლებლის მიერ დასმულ კითხვებს. მოსწავლე ნაწილობრივ მონაწილეობს მსჯელობაში.ჯგუფურ მუშაობაში ნაკლებად აქტიურობს. მასწავლებლის დასმულ კითხვებსაც ზერელედ პასუხობს. მოსწავლე საკმაოდ აქტიურად მონაწილეობს მსჯელობაში.ცდილობს ჯგუფში აქტიურობას და აზრის გამოთქმას ამა თუ იმ საკითხზე. შეუძლია არგუმენტირებულად დაასაბუთოს საკუთარი აზრი (ზოგიერთ შემთხვევაში). მოსწავლე ყოველთვის აქტიურად მონაწილეობს მსჯელობაში. ითავსებს ჯგუფში ლიდერის როლს. არგუმენტირებულად ასაბუთებს საკუთარ აზრს. თითქმის ყოველთვის გამოაქვს სწორი დასკვნა.
ვერ ახერხებს შედარება-შეპირისპირების გზით პოეტისა და პოეზიის დანიშნულების განსაზღვრას. ცდილობს ილიას ლექსი გააანალიზოს აკაკი ბაქრაძის კრიტიკული წერილის დახმარებით, განსაზღვროს პოეტისა და პოეზიის დანიშნულება,თუმცა ვერ ახერხებს ან უჭირს. ცდილობს ილიას ლექსი გააანალიზოს აკაკი ბაქრაძის კრიტიკული წერილის დახმარებით. მეტ-ნაკლებად განსაზღვრავს პოეტისა და პოეზიის დანიშნულებას შედარება- შეპირისპირების გზით. აანალიზებს ილიას ლექსს აკაკი ბაქრაძის კრიტიკული წერილის დახმარებით.განსაზღვრავს პოეტისა და პოეზიის დანიშნულებას შედარება- შეპირისპირების გზით.
მოსწავლე ვერ გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას წაკითხულთან დაკავშირებით.ვერ ახერხებს მთავარი აზრის ამოცნობას. მოსწავლე ცდილობს გამოხატოს საკუთარი დამოკიდებულება წაკითხულთან დაკავშირებით. მოსწავლე გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას წაკითხულთან დაკავშირებით.ცდილობს ამოიცნოს მთავარი აზრი და შეაჯამოს. მოსწავლე შესაბამისად გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას წაკითხულთან დაკავშირებით.თითქმის ყოველთვის ამოიცნობს მთავარ აზრს და აჯამებს მას რეზიუმეს სახით.
მოსწავლის მსჯელობა გრამატიკულად გაუმართავია. მოსწავლე ცდილობს საუბრისას გაითვალისწინოს (შეძლებისდაგვარად) გრამატიკული ნორმები. მოსწავლე ცდილობს ისაუბროს გრამატიკულად გამართული ენით და მუდმივად მუშაობს ამ კუთხით. მოსწავლე თითქმის ყოველთვის საუბრობს გრამატიკულად გამართული ენით და მუდმივად მუშაობს ამ კუთხით.

 

Thursday, July 14, 2011

ილია ჭავჭავაძის ,,პოეტი“

გაკვეთილის თემა
სწ. საფეხური, კლასი
საგანი
მასწავლებელი
ილია ჭავჭავაძის ,,პოეტი“
II საფეხური, VII კლასი
 ქართული ენა და ლიტერატურა
ასმათ ჩიტორელიძე
მოსწავლეთა რ-ბა
21
გაკვეთილის მიზანი
ილია ჭავჭავაძის ,,პოეტის“ გაანალიზება და მთავარი აზრის ამოცნობა (აკაკი ბაქრაძის კრიტიკული   წერილის (ნაწყვეტის დახმარებით)
შედარება-შეპირისპირების გზით პოეტისა და პოეზიის დანიშნულების განსაზღვრა აკაკის ,,ჩანგურისა“ და ილიას ,,პოეტის“ მიხედვით.

ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
VII.5.5: ამოიცნობს წაკითხულ ინფორმაციაში მთავარ აზრს (იდეას) და აჯამებს მათ რეზიუმეს სახით;
 VII.4.1-2:  ჯგუფთან (წყვილთან) ერთად ამზადებს სადისკუსიო გამოსვლას: დამოუკიდებლად დაამუშავებს საკითხს, შეიმუშავებს თვალსაზრისს, რომელსაც გააცნობს ჯგუფის წევრებს; გამოდის ჯგუფის მომხსენებლის როლში და ითვალისწინებს მათ საერთო აზრს.
თანამიმდევრობა
მასწავლებელი მოსწავლეებს    
 კ   უკითხავს ილიას სიტყვებს:,, ქვეყანა ტაძარი კი არაა, საცა კაცი უნდა ლოცულობდეს, არამედ სახელოსნოა, საცა უნდა ირჯებოდეს და მუშაობდეს.“ თხოვს გადმოსცენ თავიანთი სიტყვებით, რას მიიჩნევს ილია ადამიანის უმთავრეს მოვალეობად.       3წთ.
. დაფაზე  ხაზავს სქემას ,,ვიცი--მინდა ვიცოდე;“ კლასს თხოვს დაასახელონ, რა იციან და რა სურთ იცოდნენ ილიას შესახებ.            3 წთ.
. კლასს ასმენინებს ილიას ლექსის, ,,პოეტის“, აუდიო-ჩანაწერს, ეკრანზე კი აჩვენებს ილიას ცხოვრების ამსახველ სურათებს.  3წთ.
. შემდეგ ერთ-ერთი მოსწავლე კითხულობს ლექსს.   3წთ.
. მასწავლებელი სვამს კითხვებს:
 რა მისია აქვს ილიას ერის წინაშე? (ერის წინამძღოლობა).
ილიას აზრით, რა შემთხვევაში აღასრულებს იგი ამ მისიას? (თუ ერს წარუძღვება წინ, რადგან იგი უფლის რჩეულია).
რომელი ფრაზებიდან ჩანს, რომ ილიას გაცნობიერებული აქვს თავისი მისია? ( ,,მე ცა მნიშნავს“).
როდის ჩათვლის ილია მისიას აღსრულებულად? ( როდესაც ერს ,,მოსწმენდს ,,ტანჯვის ცრემლს“).
რომელია ამ ლექსში ანტონიმური წყვილი? ( ჭმუნვა- სიხარული, ბედი-უბედობა).   4 წთ.
. მასწავლებელი თხოვს მოსწავლეებს იმუშაონ ჯგუფურად(შეიქმნა 5 ჯგუფი, აქედან  ერთი  5 კაციანი, დანარჩენი 4_იანი) და აძლევს დავალებას:შედარება_შეპირისპირების გზით ჩამოაყალიბონ პოეტისა და პოეზიის დანიშნულება ილიას ,,პოეტისა“ და აკაკის ,,ჩანგურის“ მიხედვით. გამოიყენონ აკაკი ბაქრაძისეული ინტეპრეტაციები (გვ.72 და 74)
 . მოსწავლეები თაბახის ფურცელზე ან რვეულში აყალიბებენ საკუთარ აზრს და შემდეგ, ჯგუფის მიერ არჩეული პრეზენტატორი აკეთებს პრეზენტაციას. 8წთ.
. მასწავლებელი პრეზენტაციის შემდეგ კლასს აკეთებინებს შეჯამებას.  5წთ.
. აძლევს დავალებას: ილიას ,, პოეტს“ სასწავლად, დავალებად რაც აინტერესებთ (მინდა ვიცოდე) ილიას შესახებ, მოიძიონ ინტერნეტში ან ბიბლიოთეკაში. (აფასებს) -1 წთ
რესურსები
წიგნი, კალამი, რვეული(ან თაბახის ფურცლები), დაფა, ცარცი, კომპიუტერი-პროექტორი.
შეფასება
ჩართულობა (აზრის გამოთქმა, კითხვებზე პასუხი, ჯგ. მუშაობა).